ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი TOGO - როდესაც დეტალები ისტორიად იქცევა
ქართული ხელნაკეთი აქსესუარების ბაზარზე კიდევ ერთი გამორჩეული სახელი - TOGO მომხმარებელს უნიკალურ, ხელით შექმნილ ნივთებს სთავაზობს, რომლებიც ინდივიდუალობას, ემოციას და განსაკუთრებულ ისტორიებს აერთიანებს.
ბრენდის დამფუძნებელი და სამკაულების დიზაინერი ირინა ტოგონიძეა, რომელმაც შემოქმედებითი გზა მოყვარულის დონეზე დაიწყო, თუმცა დროთა განმავლობაში ეს საქმიანობა მისთვის გაცილებით მეტი გახდა, ვიდრე უბრალოდ ჰობი.
„სამკაულების შექმნა დავიწყე მოყვარულის დონეზე. თავიდან ეს ჩემს პროფესიასთან კავშირში არ იყო, მაგრამ მალევე მივხვდი რომ ეს უბრალოდ საქმე არ იყო. ეს გახდა გზა, რომლითაც ჩემს განცდებს და ხასიათს ფორმას ვაძლევ,“ - ამბობს ირინა ტოგონიძე.
მისი თქმით, ყველაფერი მეგობრების მხარდაჭერითა და საკუთარი, განსხვავებული პროდუქტის შექმნის სურვილით დაიწყო.
„ მეგობრების შეგულიანებით, ერთი პატარა სურვილი, რომ შემექმნა რაღაც ჩემი, განსხვავებული, ნაბიჯ ბაბიჯ გადაიზარდა ფერად სამყაროდ, სადაც თითოეულ დეტალს თავისი მნიშვნელობა აქვს,“ -აღნიშნავს ბრენდის დამფუძნებელი.
TOGO-ს შექმნილი ბროშები, ყელსაბამები, საყურეები და სხვა ხელნაკეთი აქსესუარები, სხვადასხვა მასალის შერწყმით იქმნება. თითოეული ნივთი ინდივიდუალურია და ავტორის ხედვასა და ემოციას ასახავს.
„ ჩემს მიერ შექმნილ თითოეულ ნივთს განწყობა, ემოცია და თავისი პატარა ისტორია აქვს" - ამბობს ირინა ტოგონიძე.
მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა უნიკალურ ნივთებში საკუთარი ემოცია და ყოველდღიურობის ნაწილი იპოვოს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის ის შეგრძნება, რომ ჩემი ნივთი თქვენს ყოველდღიურობას ერწყმოდეს და პატარა სიხარულად იქცეს. ყველა ნამუშევარი უნიკალურია. მე მჯერა, რომ სილამაზე დეტალებშია და ამ დეტალებს დრო, ფიქრი და სიყვარული სჭირდება“ - აღნიშნავს ირინა ტოგონიძე.
TOGO სწორედ ამ ფილოსოფიას ეფუძნება - შეიქმნას ისეთი აქსესუარები, რომლებიც მხოლოდ დეკორაცია არ არის, არამედ პატარა ისტორია, ემოცია და განსაკუთრებული დეტალი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას მეტ ფერსა და ინდივიდუალობას შესძენს.
სხვა სიახლეები
ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი TOGO - როდესაც დეტალები ისტორიად იქცევა
21.06.2026.15:16