ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი ,,კოსმო“ დანიის ბაზარზე გავიდა
დაახლოებით ერთი კვირის წინ ,,კოსმოს“ ჩანთები და აქსესუარები ექსპორტზე დანიაში გავიდა. ქართული ბრენდი გლობალურ ბაზრებზე საკმაოდ ცნობილია, თუმცა დანიის მიმართულება განსხვავდება იმით, რომ ბაზარი უფრო მასშტაბურია.
როგორც ,,კოსმოს“ თანადამფუძნებელი სოფი მუხულიშვილი Business Inisder Georgia- თან ამბობს, წარმოების 3-ჯერადი ზრდა მოუწევთ, რომ დანიის ბაზრის უწყვეტი მიწოდება უზრუნველყონ, რაზეც მუშაობა ფაქტობრივად დაწყებულია.
„2023 წელი საკმაოდ აქტიური და ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენი საწარმოსთვის. გარდა იმისა, რომ ახალი ფილიალი გავხსენით, დანიის სახით ძალიან კარგი პარტნიორი შევიძინეთ. პირველი საექსპორტო პროდუქცია დანიაში წინა კვირას გავგზავნეთ. მეორე ნაწილს ახლა ვუშვებთ.
ჩანთებს ვქმნით კოლაბორაციით დანიელ პარტნიორთან. ექსპორტზე ისედაც გავდიოდით, ასეთი მსხვილი პარტნიორი დიდი მიღწევაა როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ასევე ასევე მთლიანად საქართველოსთვის. ახლა აქტიურად ვმუშაობთ, რომ წარმოება გავაფართოოთ, რომ სტაბილური მიწოდების მხრივ პრობლემა არ შეიქმნას. რა შეკვეთებზეც რეალურად არის მოთხოვნა, შეუძლებელია, ჩვენმა წარმოებამ შეასრულოს. 3-ჯერ მაინც უნდა გავზარდოთ წარმოება, რათა ,,კოსმოს“ პროდუქციის მიმართ მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“, - ამბობს სოფი მუხულიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ,,კოსმოს“ ბრენდით ხელნაკეთი ჩანთები და აქსესუარები საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა, თუმცა კომპანიის ბიზნეს-მოდელი მალევე გასცდა ხელნაკეთი ნივთების ნიშურ საზღვრებს, ჩამოყალიბებული საწარმოს ფორმა მიიღო და საკუთარი პროდუქცია მომხმარებლებს ონლაინ-რეჟიმშიც შესთავაზა.
დღეს „კოსმო“ საქართველოში ხელნაკეთი აქსესუარების ყველაზე დიდ კომპანიას წარმოადგენს და 7 ფილიალს ფლობს, სადაც ნატურალური ტყავით დამზადებული აქსესუარების ყველაზე დიდი არჩევანი და სასაჩუქრე ნაკრებებია წარმოდგენილი.
„კოსმო“ 155 დასახელების პროდუქციას ქმნის, რომელზეც მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. საწარმოში სტაბილურად 60 ადამიანია დასაქმებული.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.