მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

„ხელნაწერი“ ახალ პროექტს იწყებს

news image
mbc image

„ხელნაწერი“ რამდენიმე კვირაში ახალ პროექტს იწყებს, - ამის შესახებ  Business Insider Georgia-ს კომპანიის ხელმძღვანელმა მარიამ ჟორჟოლიანმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მალე გაყიდვაში ჩაეშვება ხელით შესრულებული ზოდიაქოს გამოსახულებები, რომელიც გადმოტანილია მე-12-ე საუკუნის ასტრონომიული ტრაქტატიდან.

„ეს ზოდიაქოს ნიშნები გადმოიტანა ბებიამ ელენე მაჭავარიანმა, რომელიც არის ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კალიგრაფი და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. ბებია 93 წლისაა და კვლავ განაგრძობს და მე როგორც მისი შვილიშვილი  მის მემკვიდრეობას კიდევ უფრო ვავითარებ და ხელმისაწვდომს ვხდი. ჩემი შესრულებული ანბანის გამოსახულებები გაკეთებულია მისი ნამუშევრებიდან. ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. პოპულარობას ვუწევთ ქართულ ანბანს. ამ დროისთვის  გვაქვს ორი პროექტი, მესამეს ვამატებთ. იმედი მაქვს, რომ ახალ წლამდე მოვასწრებთ.“, - ამბობს მარიამ ჟორჟოლიანი.

„ხელნაწერის“ პირველი პროექტია, ქართული ანბანის საზედაო ასოები, რომელიც ხელნაწერებში გამოიყენებოდა, როგორც პირველი ასოები. ამ პროექტში გადმოვიტანეთ სრული ანბანი. მეორე პროექტია ცალკე, ინდივიდუალურო ასო ნიშნები. მაგალითად აღებულია ერთი ასო ნიშანი და მის გარშემო დატანილია ინფორმაცია თუ როგორ განვითარდა.

მისი ინფორმაციით, „ხელნაწერის“ პროექტებთან მიმართვებით ინტერესი მაღალია.

„ძალიან მოსწონთ ოქროს გამოყენებით ხელით შესრულებული ნამუშევრები. უცხოეთშიც მიაქვთ. გვაქვს ლამაზი შეფუთვა, ყველა ნამუშევარს მოჰყვება პასპორტი. საცალო ბაზარზეც არის მოთხოვნა ინდივიდუალურ ასოებზე. ამ პროექტის ფარგლებში ფასები 550 ლარიდან იწყება.  750 ლარიდან 1200 ლარამდე ღირს ანბანის ხელნაწერი ზომის მიხედვით“, - ამბობს  კომპანიის დირექტორი.

„ხელნაწერის“ ნამუშევრები ამ დროისთვის სახლში მზადდება და ონლაინ იყიდება. თუმცა შესაძლოა ეს ნამუშევრები გალერეებიც გამოჩნდეს.

კომპანია „ხელნაწერი“ ორი წელია რაც ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“

06.10.2026.12:19

9 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის გალერეა ირინა ჯიბუტის პირველ პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“ უმასპინძლებს.

თიბისი კონცეპტის გალერეა ქმნის სივრცეს ხელოვნების, განათლების და კვლევის დიალოგისთვის. ახალ ნამუშევრებს, განსხვავებულ ხედვებსა და შემოქმედებით პროცესებს საზოგადოებას აცნობს.

ირინა ჯიბუტის ნამუშევრების საწყისი წერტილი მიწაა - არა როგორც ნეიტრალური ნედლეული, არამედ როგორც კონკრეტული ადგილის მატერია, რომელსაც საკუთარი შემადგენლობა, ფერი, თვისებები და ისტორია აქვს. გამოფენა იკვლევს ციკლს, რომელშიც მიწა მასალად, მასალა ფორმად, ფორმა კი ცეცხლით გარდაქმნილ სხეულად იქცევა და კვლავ ბუნებრივი მთლიანობის ნაწილად რჩება.

ნამუშევრების საფუძველია საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული ბუნებრივი თიხების კვლევა. ამ პროცესში მიწა ერთდროულად ხდება კვლევის საგანი და მხატვრული მასალა, რომლის მოპოვება, დამუშავება, ფორმირება და გამოწვა ურთიერთობას ავლენს ადგილს, მასალასა და ადამიანის მოქმედებას შორის.
თიბისი კონცეპტის გალერეის ორი სართული ამ პროცესის განსხვავებულ მდგომარეობებს აერთიანებს. პირველ სართულზე წარმოდგენილია მასშტაბური კერამიკული ნამუშევრები: ვერტიკალური ფორმები, კედლის კომპოზიცია და „მდინარე“. თითოეული მათგანი მიწის გარდაქმნის განსხვავებულ ეტაპს წარმოაჩენს. ვერტიკალური ფორმები ჭურჭლის უძველეს არქეტიპს ეყრდნობა და ადამიანის შრომის, დროისა და უწყვეტობის ნიშნად იქცევა. კედლის კომპოზიციაში სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული თიხები ერთიან გეომეტრიულ ფორმაშია მოქცეული, თუმცა თითოეული საკუთარ ბუნებას ინარჩუნებს. „მდინარე“ კი წყალს გარდაქმნის ძალად წარმოგვიდგენს, ელემენტად, რომელიც მიწას არბილებს, გადააქვს და ცვლის.

მეორე სართული კვლევის ლაბორატორიას ეთმობა. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული თიხები, მინერალები და ქვები, მათი წარმოშობის რუკები, ტესტ-ფილები, გამომწვარი ნიმუშები, მოჭიქურების ცდები და პროცესის ჩანაწერები.

ირინა ჯიბუტი კერამიკოსი, მკვლევარი და პედაგოგია. მისი პრაქტიკა თიხის ფიზიკური, ვიზუალური და კულტურული თვისებების კვლევას ეფუძნება. 2026 წელს მან დააარსა კვლევითი პლატფორმა Commonland, რომელიც საქართველოს თიხის რესურსების შესწავლასა და კერამიკული მასალების განვითარების ახალი გზების ძიებას ემსახურება.

თიბისი მრავალწლიანი გამოცდილებით აქტიურად უჭერს მხარს კულტურისა და ხელოვნების განვითარებას, ქმნის შესაძლებლობებს ახალი იდეებისა და შემოქმედებითი პროცესებისთვის.
გამოფენის კურატორია მარიამ წიქარიძე.

გახსნა: 9 ოქტომბერი, 18:00-20:00
მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7
სამუშაო საათები: ორშაბათი–შაბათი, 10:00-20:00
დასწრება თავისუფალია!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა