ხელოვნური ინტელექტი Coca-Cola-ს საახალწლო კამპანიაში
კოკა-კოლამ საახალწლო რეკლამაში ხელოვნური ინტელექტი ახალი, თანამედროვე ხედვის შესაძენად გამოიყენა. რეკლამაში კვლავაც ნათქვამია, რომ „სამყაროს უფრო მეტი სანტა სჭირდება“, თუმცა მცირე ცვლილებებსაც გვთავაზობენ.
კოკა-კოლამ AI-ის დახმარებით, ჩვენთვის საყვარელი Holidays Are Coming-ის სიუჟეტი განაახლა. კერძოდ, კლასიკური ვიზუალები და სადღესასწაულო განწყობა კვლავ იგივეა.
ბრენდის მიზანია, გულშემატკივრებს სანტასთან ინტერაქციის საშუალება მისცეს და ამისთვის მათ AI გამოცდილებაც შესთავაზა.
შესაძლებელი გახდა ის, რომ შექმნან თოვლის პერსონალიზებული ანიმაციები, რომელთა გაზიარებასაც მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის შეძლებენ.
რეკლამაში მთავარი აქცენტი კვლავ კოკა-კოლას საკულტო საშობაო ქარავანზე კეთდება.
კოკა-კოლას საახალწლო ქარავანი გაერთიანებული სამეფოს მთავარ ქალაქებს შემოივლის და თითოეულ ვიზიტორზე FareShare-ის საქველმოქმედო ორგანიზაციას მიაწვდის საკვებს, რომელიც, თავის მხრივ, შიმშილის წინააღმდეგ იბრძვის. მათი მიზანია, საშობაო სეზონზე მილიონამდე ადამიანი გამოკვებონ.
კოკა-კოლამ გაერთიანებული სამეფოს გარდა, სადღესასწაულო განწყობა სხვა ქვეყნებშიც შეიტანა და კლასიკურ ბრენდინგს საშობაო ელემენტები დაამატა. სწორედ ამიტომ კოკა-კოლას ტალღოვან ლოგოზე სანტას მარხილი და ბრენდის ქილები გამოჩნდა, რომლებზეც ნაძვის ხის სათამაშოებია დახატული.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.