მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ხელოვნური ინტელექტი იურიდიულ სამსახურში – რა შესაძლებლობები აქვს და როგორ ცვლის Lawformer „თეგეტა ჰოლდინგის“ სამუშაო პროცესს

news image
mbc image

ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელოვნად განვითარებამ მთელ რიგ ინდუსტრიებში მუშაობის სპეციფიკა შეცვალა. თანამედროვე ტექნოლოგიებმა მკვეთრად შეამცირა დრო, გაზარდა ეფექტიანობა და გახსნა სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის. „თეგეტა ჰოლდინგი“, კომპანია, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრიაში  არაერთი პრეცედენტი შექმნა, ამ შემთხვევაშიც ინოვატორია:  AI საკუთარ საქმიანობას მოარგო და იურიდიული დეპარტამენტის სამუშაო პროცესში ჩააინტეგრირა. შემცირებული დრო და მეტი სიზუსტე - ინოვაციური მიდგომით კომპანიამ დოკუმენტებზე მუშაობის პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა.

„თეგეტა ჰოლდინგმა“ თანამშრომლობისთვის ქართული სტარტაპი შეარჩია -  Lawformer. განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა - პარტნიორობა სწორედ საერთო ღირებულებებს ეფუძნება. ამავდროულად, ეყრდნობა „თეგეტას“ ხედვას - მხარი დაუჭიროს ქართულ, ინოვაციურ სტარტაპებს და ხელი შეუწყოს მათ განვითარებაში. 

Lawformer იურიდიული გუნდებისთვის შეიქმნა. ის Silicon Valley-ზე ოპერირებს და მომხმარებელიც უკვე არაერთ ქვეყანაში ჰყავს. 

გიორგი ღუღუნიშვილი, Lawformer-ის თანადამფუძნებელი, პროდუქტების ლიდი: „Lawformer იურიდიული ტექნოლოგიების პლატფორმაა, რომელიც ქმნის ღრმა სპეციალიზაციის მქონე AI აგენტებს იურიდიულ დოკუმენტაციასთან სამუშაოდ. ეს აგენტები ადგენენ კომპლექსურ იურიდიულ დოკუმენტებს, აკეთებენ ანალიზს და რევიზიის ციკლს სრულიად ავტომატურ პროცესად გარდაქმნიან, რაც არსებითად ზრდის იურიდიული გუნდების ეფექტიანობას. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მაქსიმალურად გაგვეუმჯობესებინა მათი პროდუქტიულობა, ეფექტიანობა და შეგვემცირებინა იურისტების დახარჯული დრო არასტრატეგიულ და რუტინულ დავალებებზე.

Lawformer-ის ძირითადი მომხმარებლები ამერიკული კორპორაციები და იურიდიული კომპანიები არიან. განსაკუთრებით წარმატებული და საინტერესო აღმოჩნდა Lawformer-ისა და „თეგეტა ჰოლდინგის“ პარტნიორობა. „თეგეტა“ პირველი ქართული კომპანიაა, სადაც დაინერგა ჩვენი პროდუქტი დოკუმენტების შექმნის, მოდიფიკაციისა და რევიზიის ავტომატიზაციისთვის. გვეამაყება, რომ ამ წარმატებული პროცესის ნაწილი ვართ“.

„თეგეტას“ იურისტები უკვე ორი თვეა, Lawformer-ს სამუშაო რეჟიმში იყენებენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ პლატფორმა ერგება ყველა იმ დოკუმენტს, სადაც სამართლებრივი პირობაა გასაწერი. 

Microsoft Word-თან ინტეგრირებული ტექნოლოგია ჩატბოტ ასისტენტის სახით არის მიწოდებული, რომელიც სხვადასხვა სირთულის დავალებებს ავტომატურად ასრულებს. ჩატბოტს შეუძლია, რამდენიმე წამში მოამზადოს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რისკების სიღრმისეული ანალიზი და ასევე დეტალური რეპორტები, უზრუნველყოს მუხლების ცვლილების ავტომატიზაცია და შესაბამისობაში მოიყვანოს კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობასთან ხელშეკრულებები და ინდივიდუალური მუხლები.

თორნიკე ფიფაიშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე: „ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Lawformer-ის დანერგვის შემდეგ დოკუმენტებთან მუშაობის პროცესი ბევრად გაგვიმარტივდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ანალიზის ფუნქცია, რომელიც გვეხმარება, დიდი მოცულობის ხელშეკრულებები შემცირებულ ვადებში დავამუშაოთ, გამოვყოთ სარისკო ან პრობლემური ჩანაწერი და ჩვენი საჭიროებების შესაბამისად გავაუმჯობესოთ.

„თეგეტას“ ბიზნესპორტფელის გათვალისწინებით, ხშირად გვიწევს საზღვარგარეთ ოპერირებადი მომწოდებლების ხელშეკრულებების ანალიზი ან ჩვენი დოკუმენტების მომზადება. Lawformer ამ მხრივ საჭირო ინსტრუმენტია, რომელიც სანდო და გამართული სამართლებრივი ინგლისური ტერმინოლოგიით გვეხმარება ჩვენზე მორგებული სახელშეკრულებო პირობების ჩამოყალიბებაში.  

მისი კიდევ ერთი უპირატესობა Microsoft Word-ის პროგრამაში ინტეგრირებული Plug-In-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის საჭირო რაიმე ვებპლატფორმის გამოყენება და დოკუმენტაციის ატვირთვა. პროცესი უფრო სწრაფი და, რაც მთავარია, სრულიად უსაფრთხოა“. 

ინფორმაციის დაცულობა და უსაფრთხოება ის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია, სადაც იურისტების გუნდს აბსოლუტური გარანტია სჭირდება. „თეგეტაში“ აცხადებენ, რომ სენსიტიური ინფორმაცია, რომელიც მათ დეპარტამენტში იყრის თავს, უმეტესწილად კონფიდენციალურია. თუმცა იციან, რომ მონაცემთა უსაფრთხოებას იურიდიული ტექნოლოგიების პლატფორმა სრულად უზრუნველყოფს. 

„ინფორმაცია ჩვენამდე მოდის დაშიფრული (encrypted) სახით, რაც სენსიტიური ინფორმაციის გაჟონვის რისკს ფაქტობრივად გამორიცხავს. ასევე, ხაზგასასმელია, რომ ჩვენი პროდუქტი მომხმარებლის სერვერზეა ხელმისაწვდომი, რაც სრულიად გამორიცხავს ინფორმაციის დაცულობასთან დაკავშირებულ რისკებს“, - ამბობს Lawformer-ის თანადამფუძნებელი. 

უსაფრთხოებასთან და სისწრაფესთან ერთად, აუცილებელი პირობა ტექნოლოგიის გამოყენების სიმარტივეა. დამხმარე ხელსაწყო ასათვისებლად და სამუშაოდ ადვილი, თუმცა ამავე დროს, კონკრეტული მიზნობრიობის გათვალისწინებით, ფუნქციურად დატვირთული უნდა იყოს.  

გიორგი ღუღუნიშვილი, Lawformer-ის თანადამფუძნებელი, პროდუქტების ლიდი: „Lawformer ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს. პირველი ცოდნის მენეჯმენტია. ის იურიდიულ გუნდებს შესაძლებლობას აძლევს, ატვირთონ ხელშეკრულების ბაზები, რომლებიც, როგორც წესი, სხვადასხვა ფაილსა და მეილშია გაბნეული. ბაზები რამდენიმე წამში ინტუიციურ ბიბლიოთეკად იქცევა, რომელშიც შესაბამისი მუხლებისა და დოკუმენტების ძიება ჩატბოტის საშუალებით შეიძლება. ამასთან ერთად, შეგიძლიათ სთხოვოთ, ცვლილება შეიტანოს კონკრეტულ მუხლში, რომელიც თქვენი ინსტრუქციების შესაბამისად შეიცვლება. 

მეორე მიმართულება AI Drafting ასისტენტია, რომელიც Microsoft Word-თან ინტეგრაციის ფარგლებში, Word-ის დოკუმენტში ჩატის სახით გამოდის და სხვადასხვა დავალებას ასრულებს. ამასთანავე, Lawformer-ის კიდევ ერთი უნიკალური ფუნქციონალია Call-to-Contract. AI drafting ასისტენტს შეუძლია, დაესწროს ხელშეკრულების მოლაპარაკების ონლაინშეხვედრას, შეადგინოს შეხვედრის ტრანსკრიპტი და ღილაკზე ერთი დაჭერით ხელშეკრულებად გარდაქმნას. ამ ფუნქციონალს დღეს იურიდიული ტექნოლოგიების ბაზარზე ანალოგი არ აქვს“.

თორნიკე ფიფაიშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე: „ვცდილობთ, Lawformer-ის შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. მის მრავალფუნქციურ შესაძლებლობებთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი პლატფორმის სიმარტივეა, რაც მაღალი დატვირთვის პირობებშიც კი შეუფერხებლად და სწრაფად მუშაობის შესაძლებლობაა. ნავიგაცია ადვილია, ფუნქციური ბლოკები - ლოგიკური, ეს კი საშუალებას გვაძლევს, ხელოვნური ინტელექტი დამატებითი რესურსების გარეშე ავითვისოთ და სრულყოფილად გამოვიყენოთ“. 

„თეგეტაში“ აცხადებენ, რომ Lawformer-ის დანერგვა მხოლოდ დროითი რესურსის დაზოგვის საშუალება არ არის, ის კონკურენტული უპირატესობაა, რომელიც კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, სამართლებრივი პროცესები  ბევრად უფრო სწრაფად და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად წარმართოს.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა