ხელოვნური ინტელექტი, სწრაფი გადაზიდვები და ახალი ფილიალები - Sanex ლოგისტიკის ბაზარზე პოზიციების გამყარებას განაგრძობს
კომპანია Sanex, რომელიც ამანათების, პირადი გზავნილებისა და კომერციული ტვირთის საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტირებას ახორციელებს, ქვეყნის მასშტაბით 8 ფილიალით არის წარმოდგენილი და სამომავლოდ გაფართოებასა და კომპანიის კიდევ უფრო ზრდას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან Sanex-ის დამფუძნებელმა თამარ აბულაძემ განაცხადა, სტაბილური განვითარების ფონზე კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაც დაიწყო, რათა სერვისები კიდევ უფრო მარტივი და მოქნილი გახადოს.
„2025 წელი Sanex-ისთვის განვითარების, სტაბილური ზრდისა და ახალი შესაძლებლობების წელი იყო. მომხმარებელთა ნდობა და მხარდაჭერა ჩვენი მთავარი მოტივაცია გახდა. 2025 წელს გავხსენით 2 ახალი ფილიალი, რაც საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს უფრო ახლოს და უკეთ მოვემსახუროთ. გაუმჯობესდა სერვისის სისწრაფე, განახლდა შიდა პროცესები და გადაზიდვების ხარისხი, გავზარდეთ გუნდი, დავნერგეთ ახალი ლოგისტიკური გადაწყვეტილებები და გავაუმჯობესეთ მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტები.
ასევე დავიწყეთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვა - იმისთვის, რომ პროცესები კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი გავხადოთ. ვმუშაობთ ახალ ვებგვერდზე, სადაც მრავალფუნქციური ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა მიმართულებით დაინერგება. ასევე განვიხილავთ აპლიკაციის გაშვებას, რომლის დანერგვაც მიმდინარე წელს იგეგმება“, - აცხადებს თამარ აბულაძე.
კომპანია Sanex-ის მთავარი მიმართულება ჩინეთია და სწორედ ამ მიმართულებიდან 2025 წელს გადაზიდვების კუთხით 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
„Sanex-ის მთავარი და ძირითადი მიმართულება ჩინეთია და ზრდა გვაქვს, მიუხედავად კონკურენტული გარემოსა და ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენისა. 2025 წლის მაჩვენებლების მიხედვით, ჩინეთიდან დაახლოებით 20%-იანი ზრდა ფიქსირდება. ჩინეთიდან თანაბრად იზრდება როგორც კომერციული ტვირთების, ისე ამანათების რაოდენობა. როგორც ცნობილია, Sanex კომერციულ ტვირთებზე მოცულობას არ ითვლის, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, უფრო ბიუჯეტურად ჩამოიტანოს ტვირთი. შესაბამისად, დაინტერესებაც მაღალია, განსაკუთრებით ავტომობილების ნაწილების მიმართულებით - ამ კუთხით საკმაოდ დიდი მომართვიანობა გვაქვს“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ Sanex ამ ეტაპზე მხოლოდ იმპორტსა და ამანათების მიღებაზეა ორიენტირებული, თუმცა სამომავლოდ კომპანია ექსპორტის დაწყებასაც განიხილავს.
დამფუძნებლის განმარტებით, კომპანია აქტიურად მუშაობს ახალი ბაზრების დამატებაზე და ამ მიმართულებით 2026 წელი გამორჩეული იქნება - განიხილება ორი ახალი ქვეყნის დამატება, რაზეც უკვე არსებობს მოთხოვნა.
Sanex-მა საქმიანობა 2020 წელს ჩინეთიდან ამანათების ტრანსპორტირებით დაიწყო და ეტაპობრივად სხვადასხვა მიმართულება დაამატა.
კომპანიის მაგალითზე, ყველაზე მოთხოვნადი ჩინეთიდან საჰაერო გზით ტრანსპორტირებაა, რადგან Sanex-ს კვირაში 3-4 რეისი აქვს. საჰაერო გადაზიდვებით კომპანიას ჩინეთიდან შეუძლია ელემენტების, ფოვერბანკების, სუნამოებისა და სითხეების ჩამოტანა - მომსახურება, რომელსაც სხვა გადამზიდავები ვერ უზრუნველყოფენ.
აღსანიშნავია, რომ Sanex თანამშრომლობს ყველაზე გამოცდილ და სანდო სატვირთო ავიაკომპანიებთან. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მისამართს ჩინეთისა და თურქეთის საწყობებში, სადაც ხდება ამანათების შეჯგუფება, გადაფუთვა და შემდგომ მათი უსაფრთხო ტრანსპორტირება საქართველოში.
ცნობისთვის, Sanex ამანათების ტრანსპორტირებას ახორციელებს: ამერიკიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან და საბერძნეთიდან.
ჩამოსული ამანათების გატანა შესაძლებელია კომპანიის თბილისის ოფისებიდან, ასევე ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებიდან, ან საკურიერო მომსახურების მიღება მთელი საქართველოს მასშტაბით.
„ჩვენი კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მისამართს ჩინეთისა და თურქეთის საწყობებში, სადაც ხდება ამანათების შეჯგუფება, გადაფუთვა და შემდგომ მათი უსაფრთხო ტრანსპორტირება საქართველოში. ჩამოსული ამანათების გატანა შესაძლებელია ჩვენი სათაო ოფისიდან, ასევე ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებიდან, ან საკურიერო მომსახურების მიღება მთელი საქართველოს მასშტაბით.
ფილიალების მისამართები და სამუშაო საათები:
თბილისი - დიღმის მასივი, 3 კვ., 3 კორპ.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 11:00–22:00
შაბათი: 11:00–17:00
ტელ: 593 809 809
თბილისი - დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალის ქ. №30ა
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 11:00–18:00
შაბათი: 11:00–17:00
ტელ: 593 809 809
თბილისი - მოსკოვის გამზირი №29დ
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 11:00–18:00
შაბათი: 11:00–17:00
ტელ: 510 003 350
თბილისი - საბურთალო, თ. იოსებიძის ქ. №51ა
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 11:00–18:00
შაბათი: 11:00–17:00
ტელ: 593 809 809
ქუთაისი - თამარ მეფის ქ. №53
სამუშაო საათები: ყოველდღე 10:00–19:00
ტელ: 514 809 809
ბათუმი - დ. თავდადებულის ქ. №67
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 11:00–18:00
შაბათი: 11:00–17:00
ტელ: 557 809 809
ზუგდიდი - ც. დადიანის ქ. №1
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 11:00–18:00
შაბათი: 11:00–17:00
ტელ: 514 10 20 20
რუსთავი - მესხიშვილის ქ. №16/47
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 11:00–18:00
შაბათი: 11:00–17:00
ტელ: 514 10 20 70
ცენტრალური ნომერი: (+995 32) 232 50 05
მობ: (+995) 593 809 809“, - აღნიშნულია Sanex-ის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება
23.10.2026.19:57
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია - eCommerce Georgia 2026 გაიმართება.
eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. კონფერენცია მიზნად ისახავს ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებასა და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნას.
ღონისძიება ერთ სივრცეში გააერთიანებს ბიზნესის ლიდერებს, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტებს. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ინდუსტრიის აქტუალურ ტენდენციებს, განიხილონ ელექტრონული კომერციის განვითარების შესაძლებლობები და იმსჯელონ სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
ღონისძიების გამომსვლელებს შორის არიან:
• დოდი მალაზონია - Bank of Georgia-ს იქომერს ექვაირინგის ხელმძღვანელი;
• მარიამ ჩახვაშვილი - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების ჯგუფის უფროსი;
• მოჰამედ ბარდასტანი - Visa-ს მთავარი ეკონომისტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში;
• ლუკა ხალაძე - WEB Features-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
• თორნიკე გაბუნია - UGT Cloud-ის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი;
• ნინო ტომარაძე - Glovo საქართველოს სწრაფი კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი;
• დაზ აკბაროვი - Amazon Web Services-ის გადაწყვეტილებების არქიტექტორი;
• იასმინ მარიჩი - eComm-ის ბოსნია და ჰერცეგოვინის ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი;
• არჯუნ სარკარი - Dubai Commercity-ის ციფრული ეკოსისტემებისა და პარტნიორული ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი;
• მაქსიმ მოროზოვი - Retailgrid-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
• როზერინ ალპი - Inspark-ის გადაწყვეტილებების ინჟინერი
eCommerce Georgia 2026-ის მთავარი თემები იქნება:
• საცალო ვაჭრობის მომავალი: ხელოვნური ინტელექტი, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია;
• ზრდის ინფრასტრუქტურა: ნდობა, გადახდები და ლოგისტიკა;
• ტრანსსასაზღვრო კომერცია: გლობალური ბაზრები და საერთაშორისო ვაჭრობა.
“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, სფეროს წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებას. სასიამოვნოა, რომ ღონისძიება წლიდან წლამდე უფრო და უფრო მასშტაბური ხდება და საინტერესო სპიკერებს აერთიანებს”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ღონისძიების გენერალური პარტნიორები: საქართველოს ბანკი ბიზნესი და Inspark
ინოვაციების პარტნიორი: Visa
პარტნიორები: Web Features, UGT Clouds, Kiwi Post, Glovo, Creatio, Quickshipper, Retailgrid, Azfina, UNIEF, eComm Association in Bosnia and Herzegovina