ხევსურული „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ხევსურული „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა მანანა მჭედლიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, სტატუსისთვის მუშაობის პროცესი ერთი წლის წინ დაიწყო და ამისთვის არქივებში დაცული მასალა მოიძია, თანამედროვე მეცნიერებს ესაუბრა და მუზეუმებში დაცული ნაქარგობებიც ნახა.
„აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ერთი წლის წინ დავიწყე, როდესაც აღმოვაჩინე რომ ეს სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული ხევსურული ნაქარგობის ტრადიციას.
იუნესკოს იმ კონვენეციის მიხედვით, რომლითაც ხდება ამ სტატუსის მინიჭება საჭიროა რომ თემის წარმომადგენელმა მიმართოს სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. გარდა ამისა, მოვიძიე არქივებში დაცული მასალა, ვესაუბრე თანამედროვე მეცნიერებს და მუზეუმებში დაცული ნაქარგობებიც ვნახე. საბოლოოდ კი სააგენტომ განაცხადის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას მათ.
ხევსურეთში ჯერ კიდევ არიან შემორჩენილი ოჯახები, ოსტატები, რომლებიც ნაქარგობას ძველი წესების დაცვით ინარჩუნებენ “, - აღნიშნავს მანანა მჭედლიშვილი.
ცნობისთვის, მანანა მჭედლიშვილი ხევსურული ნაქარგი - ნაჭრელას მეთოდით ამზადებს, როგორც თმის აქსესუარებს, ასევე ყელსაბამებს, ჩანთებს, საყურეებს, საკანცელარიო ნივთებს, გულისპირებს, ქამრებს, სამაჯურებსა და სამოსს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.