„ხინკლუკა“ ქართული სტრიტ-ფუდის ახალ მიმართულებას ავითარებს და ქსელის გაფართოებას გეგმავს
„ხინკლუკა“ ქართული სტრიტ-ფუდის ახალი კონცეფციაა, რომელიც ტრადიციულ ხინკალს თანამედროვე, სწრაფი კვების ფორმატში აერთიანებს. კომპანიის საქმიანობის სპეციფიკის, პროდუქციისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს „ხინკლუკას“ დამფუძნებელი მანო ქავთარაძე ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„ხინკლუკა“ 2026 წლის აპრილში დაფუძნდა, როგორც ინოვაციური ქართული სტრიტ-ფუდის კონცეფცია. მისი ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ პირველად ვაქციეთ ხინკალი სტრიტ-ფუდის კერძად, შევცვალეთ მისი ზომა, კონცეფცია და ფართო მასშტაბზე გავიტანეთ.
„ხინკლუკას“ სპეციფიკა ქართული ფასტფუდის ფორმატში ტრადიციული ხინკლისა და ქართული კერძების ტრანსფორმაციას გულისხმობს on-the-go ფორმატად, სადაც მთავარი აქცენტი სწრაფ მომსახურებასა და სტაბილურ ხარისხზე კეთდება.
მთავარი იდეა არის ის, რომ ხინკლის მირთმევა უფრო მოქნილი და მარტივი გავხადოთ, როდესაც ადამიანს არ აქვს დრო რესტორანში წასასვლელად და ხანგრძლივი ლოდინისთვის, მას ჰქონდეს შესაძლებლობა, სწრაფად და მარტივად დააგემოვნოს მინი ზომის ხინკალი ქუჩაში სეირნობისას ან სამსახურში შესვენების დროს.
რა პროდუქტებს აერთიანებს „ხინკლუკას" ასორტიმენტი და როგორ მუშაობთ მენიუს განვითარებაზე?
„ხინკლუკას“ მენიუ მოიცავს 5 სახეობის: ხორცის, სულგუნის, სოკოს, კარტოფილის და შოკოლადის ხინკლუკას სხვადასხვა ტოპინგებით და სოუსებით. ამ ეტაპზე მომხმარებელს ვთავაზობთ შემწვარ ხინკლუკებს, თუმცა სექტემბრიდან გაყიდვაში დაემატება მოხარშული ხინკლუკაც, რომელიც მეტად წვნიანი და არომატული იქნება. ყოველთვის ვითვალისწინებთ მომხმარებლის ფიდბექს და მენიუს დახვეწაც ხდება შეფასებებზე დაყრდნობით. სამომავლოდ კი ვგეგმავთ, სხვა ქართული კერძების მოდერნიზებას და მენიუში დამატებას.

რა არის ის მთავარი უპირატესობები, რომლებიც „ხინკლუკას" ბაზარზე გამოარჩევს?
ინოვაციურობა, ჩვენ ვართ ხინკლუკების პირველი სტრიტ-ფუდი. ჩვენ შევქმენით ბიზნესი, რომელიც საფუძველს უყრის გასტრონომიის ახალი მიმართულების განვითარებას საქართველოში. ხშირად მსმენია ტურისტებისგან თუ ასეთი განსტრონომიის მქონე ქვეყანას, როგორ არ გვაქვს სტრიტ-ფუდის კულტურა განვითარებული და ასეც არის, ქართულ სტრიტ-ფუდად მხოლოდ სახაჭაპურეები შეგვიძლია მოვიაზროთ, რომელსაც ასევე სჭირდება დახვეწა და განვითარება ჩემი აზრით. ის რაც ჩვენ შევქმენით, არის ახალი სიტყვა ქართული ფასთ ფუდის ბიზნესში. სწორედ ეს გამოგონება გვეხმარება მივიქციოთ მომხმარებლის ყურადღება. დაინტერესება და პოზიტიური უკუკავშირი იმაზე მაღალია ვიდრე ვვარაუდობით, რაც გვარწმუნებს რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ და გვაძლევს განვითარების მოტივაციას.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?
კომპანიის უახლოესი სამომავლო გეგმაა ქსელის გაფართოებაა ქვეყნის მასშტაბით ფრანჩაიზის გაყიდვის გზით, შორეულ მომავალში კი ჩვენი მიზანია „ხინკლუკა“ გავხადოთ საერთაშორის ბრენდი და გავხსნათ ფილიალები ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პატენტზე მუშაობა, როგორიც კი ჩვენი პატენტი ძალაში შევა, მზად ვიქნებით ფრანჩაიზების გასაყიდად. მინდა აღვნიშნო რომ უკვე გვაქვს შემოთავაზება მეზობელი ქვეყნებიდან და ჩანიშნულია ვიზიტი ბაქოსა და ერევანში. ჩვენი მხირადანაც დიდი დაინტერესებაა ბიზნესი გავაფართოვოთ კავკასიის რეგიონში, შემდეგ კი აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე დიდ ქალაქში, სადაც კარგად იცნობენ ქართულ სამზარეულოს და კულტურას.
ინფორმაციისთვის, „ხინკლუკას“ მისამართებია:

სხვა სიახლეები
„ხინკლუკა“ ქართული სტრიტ-ფუდის ახალ მიმართულებას ავითარებს და ქსელის გაფართოებას გეგმავს
29.07.2026.10:00