მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ხის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია ,,კოკიტო” განმავითარებელი და შემეცნებითი სივრცის დამატებას გეგმავს

news image
mbc image

ხის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია “კოკიტო”, რომელიც ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს, ბოლო წლებში ეკოლოგიურად უსაფრთხო სათამაშოებზე გაჩენილ მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის თანადამფუძნებელმა ლალიკო გოგიბერიძემ განაცხადა, კომპანია სავაჭრო მოლებში „კოკიტო“ სტენდების დამატებას განიხილავს.

„კოკიტოს“ სათამაშოები ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება და დღეისათვის ის ოცამდე დასახელების პროდუქტს აერთიანებს, რომელიც გათვლილია ერთ წლიდან ექვს წლამდე ასაკის პატარებისთვის. 

„ჩვენ რომ  ხის სათამაშოების ბიზნესი დავიწყეთ 2019 წელს და მაშინ ნამდვილად არ იყო მოთხოვნა, თუმცა დღეს უკვე გაიზარდა. მშობლებისთვის უფრო ნათელი და მნიშვნელოვანი გახდა პატარების ეკოლოგიურად უსაფრთხო სათამაშოებით თამაში, რომელიც ავითარებს მათ ფანტაზიას, ფერების აღქმის უნარს, მუშაობს ბავშვის სენსორული უნარების განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, ბოლო წლების განმავლობაში მოთხოვნა უფრო მზარდია.  ბაზარზე საშუალო დონე გვიჭირავს. არის ჩინური სათამაშოები, რომელსაც შედარებით დაბალი ფასი აქვს და არის საკმაოდ ძვირადღირებული ევროპული ბრენდის სათამაშოები, რომლებიც ბევრად უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჩვენი “, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ლალიკო გოგიბერიძის განმარტებით, კომპანია გეგმავს განმავითარებელი და შემეცნებითი სივრცის დამატებას, თუმცა ამ ეტაპისთვის ლოკაცია უცნობია.

„2024 წელს ჩვენ წარმოდგენილი ვიყავით რამდენიმე სათამაშოების ქსელურ მაღაზიაში, ასევე გვაქვს ჩვენი სათამაშოების სტენდი ბაზარი ორბელიანზე და სითი მოლი საბურთალოზე. ჩვენი სამომავლო გეგმაა, რომ დავამატოთ თბილისში, ალბათ უფრო ვფიქრობთ მოლებში, ჩვენი სათამაშო „კოკიტო“ სტენდები. გასულ წელს ასევე დავამატეთ საბავშვო განმავითარებელი სივრცე ბაზარი ორბელიანზე, სადაც მშობლებს შეუძლიათ, რომ ბავშვები დაგვიტოვონ საათობრივად. თვითონ კი ამ პერიოდის განმავლობაში სასიამოვნოდ გაატარონ დრო მაგალითად, მეგობრებთან ერთად, ან უბრალოდ იმუშაონ მაგ დროს და ბავშვები ჩვენ ჩაგვაბარონ. ბავშვებს საშუალება  ეძლევათ, რომ ჩვენს სივრცეში ჩვენი სათამაშოებით: განმავითარებელი და შემეცნებითი სათამაშოებით ითამაშონ. ჩვენ გამოცდილი თანამშრომლები გვყავს, რომლებიც ზრუნავენ მათ შვიდ და მყუდრო გარემოზე. ათამაშებენ ბავშვებს და ზრუნავენ მათ შემეცნებაზე და განვითარებაზე. ვფიქრობ, ასეთი სივრცეც ასევე დავამატოთ. ზუსტად ლოკაცია გადაწყვეტილი ჯერ არ გვაქვს “, - აღნიშნა კომპანიის თანადამფუძნებელმა ლალიკო გოგიბერიძემ.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა