მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

„ხომლი" არ ჩერდება - ცოცხალი არომატები, პრემიუმ საფქვავები და უმაღლესი სტანდარტები

news image
mbc image

ქართულ ბაზარზე კულინარიული ინდუსტრია სწრაფად ვითარდება და მომხმარებლის მოთხოვნებიც ყოველდღიურად იზრდება - მათთვის თანაბრად მნიშვნელოვანია პროდუქტის ხარისხი, უსაფრთხოება და ვიზუალური ესთეტიკა. ამ დინამიკურ გარემოში კომპანია „ხომლი“ მუდმივი განვითარებითა და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა. ბრენდი, რომლის მთავარი ხელწერა უმაღლესი სტანდარტი, ევროპული შეფუთვის დიზაინი და ნამდვილი, ნატურალური არომატებია, ბაზარს მნიშვნელოვან სიახლეებს სთავაზობს.

კომპანიის ახალი მიმართულებების, პრემიუმ პროდუქციისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia „ხომლის“ მარკეტინგის ხელმძღვანელს, თათა დიდებაშვილს ესაუბრა.

რა არის „ხომლის“ მთავარი სიახლეები ამ ეტაპზე და რა მიმართულებით ვითარდება კომპანია?

ბრენდის მთავარი ფილოსოფია მარტივი, თუმცა უდიდესი პასუხისმგებლობით სავსეა - „ხომლი“ არასდროს ჩერდება. კომპანიის გუნდი მუდმივად სწავლობს ბაზრის მოთხოვნებს და ორიენტირებულია ასორტიმენტის გაფართოებასა და დახვეწაზე. სწორედ ამ პროცესის შედეგია უახლესი პრემიუმ ხაზი საფქვავებში, რომელიც 5 აუცილებელ გემოს აერთიანებს. აღნიშნული კოლექცია შექმნილია მათთვის, ვისაც კულინარიული ექსპერიმენტები და ნამდვილი, ცოცხალი არომატები უყვარს.

„ხომლის“ ახალი პრემიუმ კოლექცია მოიცავს:

• შავი პილპილის მარცვალი - კლასიკური სიმძაფრე, იდეალური სტეიკისა და შემწვარი ხორცისთვის;
• პილპილების ნაზავი - უნიკალური არომატული ბალანსი თევზისა და ზღვის პროდუქტებისთვის;
• მარილი როზმარინით - ხმელთაშუა ზღვის ნოტები გამომცხვარი კარტოფილისა და ფრინველის ხორცისთვის;
• მარილი წითელი წიწაკით - პიკანტური გემო პასტისა და ომლეტისთვის;
• წითელი წიწაკა - ინტენსიური „ცეცხლი“ აზიური კერძებისა და მძაფრი სოუსების მოსამზადებლად.

რატომ საფქვავი? პასუხი ერთ მარტივ, თუმცა გადამწყვეტ მიზეზშია - სანელებლის ნამდვილი სული და ინტენსიური გემო სწორედ დაფქვის მომენტში იღვიძებს. სტანდარტულად დაფქული პროდუქტისგან განსხვავებით, „ხომლის“ საფქვავები მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ყოველ ჯერზე შეიგრძნოს პირველქმნილი არომატი. ეს პროცესი ნებისმიერ კერძს სრულიად განსხვავებულ, ბევრად უფრო დახვეწილ ხასიათს სძენს და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, თავი ნამდვილ შეფ-მზარეულად იგრძნოს.

როგორ არის ორგანიზებული წარმოების ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლის სისტემა და რა სტანდარტებს ეყრდნობა „ხომლის“ პროდუქციის შექმნის პროცესი - ნედლეულის შერჩევიდან საბოლოო პროდუქტის ბაზარზე გამოტანამდე?

თანამედროვე ბიზნესში წარმატება წარმოუდგენელია მკაცრი სტანდარტების გარეშე. იმისათვის, რომ მომხმარებლის მაგიდაზე ყოველთვის საუკეთესო პროდუქტი მოხვდეს, „ხომლის“ წარმოება შემდეგ პრინციპებს ეფუძნება:

• სუფთა ნედლეული - შეირჩევა მხოლოდ უმაღლესი კატეგორიის ინგრედიენტები;
• ISO 22000 სტანდარტი - თანამედროვე საწარმო სრულად პასუხობს საერთაშორისო მოთხოვნებს;
• ლაბორატორიული კონტროლი - თითოეული პროდუქტი სისტემატურ და მკაცრ შემოწმებას გადის, რადგან სანდოობა და უსაფრთხოება კომპანიის მთავარი პრიორიტეტია;
• 100%-ით ნატურალური შიგთავსი - პროდუქცია თავისუფალია ხელოვნური დანამატებისგან;
• ევროპული ესთეტიკა - ჯანსაღი შიგთავსისა და პრემიუმ შეფუთვის სინთეზი ქმნის პროდუქტს, რომელიც კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზარზეც.

გარდა ლოკალური ბაზრისა, ვამაყობთ ჩვენი საერთაშორისო ნაბიჯებითაც. სულ ახლახან, მაისში, „ხომლის“ ბრენდი წარმატებით წარდგა ბაქოში, საერთაშორისო გამოფენებზე Caspian Agro-სა და InterFood Azerbaijan-ზე. უცხოელი პარტნიორებისა და ოფიციალური პირების მხრიდან მიღებულმა მაღალმა შეფასებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ხომლის“ ევროპული შეფუთვა და უმაღლესი ხარისხის შიგთავსი სრულად კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზარზეც.

სად არის შესაძლებელი „ხომლის“ პროდუქციის შეძენა და როგორ არის ბრენდის დისტრიბუცია ორგანიზებული სხვადასხვა სავაჭრო ქსელში?

ბრენდისთვის მნიშვნელოვანია, რომ მაღალი ხარისხი ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი იყოს. „ხომლის“ სრული ასორტიმენტის შეძენა თითქმის ყველა წამყვან ქსელურ მარკეტშია შესაძლებელი. კომპანიის ახალი სტრატეგიული ნაბიჯის ფარგლებში კი, საფქვავიანი პრემიუმ სერია ექსკლუზიურად „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელშია წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით.

რას მოიცავს „ფერილი“ - „ხომლის“ ახალი ფერადი მარილების პრემიუმ ხაზი და რა კონცეფციას ეფუძნება ის?

„ფერილი“ - ესთეტიკისა და გემოს ახალი კონცეფცია

„ხომლის“ განვითარების ტემპი არ ნელდება. ამჟამად კომპანია საინტერესო შემოქმედებით პროცესშია და უახლოეს მომავალში ბაზარს სრულიად ახალ კონცეფციას - ფერადი მარილების ხაზს, სახელწოდებით „ფერილი“, წარუდგენს.
ეს იქნება პრემიუმ კლასის მიმართულება 100%-ით ბუნებრივი ინგრედიენტებით მიღებული ფერადი მარილების კოლექცია, რომელიც იდეალურად გააერთიანებს გემოს, ბუნებრივ ფერსა და კულინარიულ ესთეტიკას. კომპანიის მიზანია, კერძის მომზადება რუტინიდან ნამდვილ ვიზუალურ და გემოვნურ შემოქმედებით პროცესად აქციოს.

ჩვენი გუნდი მუდმივად ღიაა ახალი პარტნიორობისთვის, იქნება ეს საცალო ქსელები თუ HORECA სექტორი. გვიხარია, რომ ჩვენი პროდუქციით ხელს ვუწყობთ საქართველოში კულინარიული სტანდარტების ამაღლებას და წინ კიდევ ბევრი საინტერესო სიახლე გველოდება.

კომპანიის სლოგანია:

„ხომლი“ - ქართული გემო, ევროპული ხარისხი!

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ალდაგის პარტნიორობითა და ჯეოლაბის ორგანიზებით საერთაშორისო ტრანსდისციპლინური ფესტივალის პრეზენტაცია გაიმართება

20.11.2026.15:31

სადაზღვევო კომპანია ალდაგის პარტნიორობითა და ჯეოლაბის ორგანიზებით, საერთაშორისო ტრანსდისციპლინური ფესტივალისა და კვლევითი პლატფორმის, Hostile Noise: Source Lost, ოფიციალური პრეზენტაცია 23 ნოემბერს , რუმს თბილისში გაიმართება. პრეზენტაციის ფარგლებში დამსწრე აუდიტორიას, შესაძლებლობა ექნება გაეცნონ ფესტივალის ზოგად კონცეფციას, კვლევით მიმართულებას და საერთაშორისო გამოცდილებას.

Hostile Noise: Source Lost წარმოადგენს საერთაშორისო ტრანსდისციპლინურ ფესტივალს, რომელიც ხელოვნების, დიზაინისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზის საფუძველზე ჩამოყალიბდა და საქართველოში 17-18 აპრილს გაიმართება. ფესტივალის უმთავრესი მიზანია აკადემიური კვლევებისა და სამეცნიერო ცოდნის საჯარო ურბანულ სივრცეში ინტეგრირება. პროექტი აანალიზებს ციფრული ტექნოლოგიების პასიურ მოხმარებასა და ტექნოკრატიულ სტრუქტურებს, სადაც ხმაური, სისტემური ხარვეზები (glitch) და სიგნალის ჩაშლა („Source Lost“) კრიტიკული წინააღმდეგობის, სოციალური დისკურსისა და ინოვაციური ძიების მეთოდოლოგიად გარდაიქმნება.

ფესტივალი პროფ. დოქტ. კარლ შტოკერისა და ასოც. პროფ. სანდრო ასათიანის აკადემიური ხელმძღვანელობითა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გაიმართება. ფესტივალის ადგილობრივი მხარდაჭერები არიან რუმს თბილისი და პოსტრედი.

Hostile Noise: Source Lost ქმნის საერთაშორისო აკადემიური და სახელოვნებო დიალოგის სივრცეს, რომელიც მკვლევარებს, ხელოვანებსა და ფართო საზოგადოებას თანამედროვე ტექნოლოგიური რეალობის კრიტიკული გადააზრებისა და ურბანული გარემოს ახლებურად აღქმის შესაძლებლობას აძლევს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა