მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ხომლი“ წლის ბოლომდე ევროკავშირის ბაზარზე შესვლას გეგმავს

news image
mbc image

სუნელ-სანელებლების ქართული ბრენდი ხომლი • Khomli 2026 წელს გაყიდვების ზრდას ელოდება, რასაც კომპანია ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე გაფართოებით გეგმავს.

როგორც Business Insider Georgia-ს ბრენდის მფლობელ კომპანია „ფარკონში“ განუცხადეს, მიმდინარე წლის ბოლომდე „ხომლი“ ახალ საექსპორტო ბაზარზე, ევროკავშირში გამოჩნდება, რაც ბრენდის პროდუქციის გაყიდვებზე დადებითად აისახება.

დღეისათვის „ხომლის“ გაყიდვების 20% ექსპორტზე მოდის, თუმცა ევროკავშირის ბაზარზე შესვლის შემდეგ „ფარკონის“ მენეჯმენტი საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვების გაორმაგებას ელოდება.

2025 წლის ბოლოსთვის „ხომლის“ პროდუქცია ქვეყნის მასშტაბით 800-მდე მაღაზიაში იყიდებოდა, 2026 წლის გეგმების მიხედვით კი, ბრენდი 2000-მდე მაღაზიაში უნდა იყოს წარმოდგენილი.

„სუპერმარკეტების ქსელებში ჩვენი გაყიდვები იზრდება. ადრე ქსელების მიმართულებით აქტიურები არ ვიყავით და აქცენტს საბითუმო გაყიდვებზე ვაკეთებდით. თუმცა დღეს უკვე ვართ „კარფურის“ ქსელში; ასევე წარმოდგენილები ვართ „ფრესკოს“ ქსელშიც. ველოდებით ახალ ქსელებში შესვლასაც, რაზეც აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 2026 წლის ბოლომდე მთელ საქართველოს დავფარავთ“, - აცხადებენ „ფარკონში“.

გაყიდვების ზრდის პარალელურად, კომპანიამ ბაზარს პროდუქცია 1-კილოგრამიანი შეფუთვითაც შესთავაზა, რომელიც ამ დროისათვის მხოლოდ „ჯიბის“ ქსელში იყიდება. აღნიშნული მოცულობის შეფუთვა, ძირითადად, ჰორეკა სექტორისთვის არის განკუთვნილი. როგორც „ფარკონში“ ამბობენ, სიახლე ბაზარზე ერთი თვის წინ გამოიტანეს და სექტორის მხრიდან ინტერესი უკვე დიდია.

„ხომლის“ სუნელების შეძენა შესაძლებელია ონლაინაც, ვებგვერდზე: khomli.ge.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, ადგილობრივ ბაზარზე „ხომლის“ გაყიდვები 15%-ით გაიზარდა.

„ხომლის“ პორტფელში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტებია: სვანური მარილი, მშრალი აჯიკა, შავი წიწაკა, უცხო სუნელი და ხმელი სუნელი.

კომპანია „ფარკონი“ სუნელებს ქუთაისში მდებარე საწარმოში აწარმოებს და მომხმარებლის მზარდი მოთხოვნის ფონზე, წლიდან წლამდე პროდუქციის წარმოებას საშუალოდ 15-20%-ით ზრდის.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა