კიბერრჩევები საბანკო ასოციაციისგან
უკანასკნელ დროს კვლავ გააქტიურდა კიბერთაღლითობის რამდენიმე სცენარი: ერთ შემთხვევაში გარკვეული მიმზიდველი წინადადებით სარგებლობისთვის მომხმარებლებს მოტყუებით აიძულებენ აპლიკაციის ჩატვირთვას და მოწყობილობაზე წვდომის მიცემას; ხოლო, მეორე შემთხვევაში - საფოსტო გზავნილის მიღების ან დადასტურებისთვის მომხმარებელს აიძულებენ მავნე ბნულით ყალბ ვებ-გვერდზე გადასვლას და საბარათე ან ინტერნეტ-ბანკის მონაცემების შეყვანას. მსგავსი თაღლითური სქემების თავიდან ასაცილებლად, გავითვალისწინოთ რამდენიმე მარტივი რჩევა.
? არასდროს მისცეთ წვდომა თქვენს მოწყობილობაზე უცნობ პირს, არ დაეთანხმოთ ეკრანის გაზიარებას და არ მიაწოდოთ უნიკალური დაგენერირებული კოდი.
? ხშირად გვხვდება სხვადასხვა კერძო კომპანიის სახელის გამოყენებით დასაქმების ყალბი კამპანიები და შეთავაზებები. თუ მიიღეთ დასაქმების სახარბიელო შეთავაზება, აუცილებლად მოიძიეთ კომპანია საძიებო სისტემით და კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან ღიად მისაწვდომ საკონტაქტო ნომერზე გადაამოწმეთ შეთავაზების ნამდვილობა.
?განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დაუჯერებლად მიმზიდველ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე: მსგავსი შეთავაზების უმეტესობა დიდი ალბათობით ყალბია და შესაძლოა შეთავაზების სარგებლობისთვის საბარათე მონაცემების გაზიარებას, გარკვეული აპლიკაციის გადმოწერას, ეკრანის გაზიარების მოთხოვნას და სხვა უფლებების მიცემას. არასდროს მიჰყვეთ მსგავს მოთხოვნებს უცნობისგან.
?გახშირებულია საფოსტო გზავნილის მიღების ან გზავნილის დეტალების დაზუსტებისა თუ დადასტურების მოთხოვნით SMS შეტყობინებები, სადაც მოცემულია მავნე ბმულები და მიმღებისგან ითხოვენ ამ ბმულებზე გადასვლას და საბარათე ან ინტერნეტ-ბანკის მონაცემების გაზიარებას. არასდროს მიჰყვეთ მსგავს მოწოდებებს, საფოსტო გზავნილის შესახებ ინფორმაცია ყოველთვის გადაამოწმეთ თქვენთვის ნაცნობ სივრცეში, როგორიცაა საფოსტო გადაზიდვის კომპოანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე თქვენი პირადი კაბინეტი.
?მუდმივად განაახლეთ თქვენი ყველა მოწყობილობის (სმარტფონი, ლეპტოპი, სამუშაო კიმპიუტერი) ოპერაციული სისტემა და აპლიკაციები გადმოწერეთ მხოლოდ ოფიციალური წყაროდან.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.