მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0012
flag
AZN 1.5464
-0.0003
flag
CNY 38.817
0.0007
flag
EUR 2.9975
-0.0009
flag
GBP 3.5122
-0.0017
flag
KZT 56.04
-0.0017
flag
TRY 0.0556
-0.0001
flag
USD 2.6285
-0.0005
news banner

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

news image
mbc image

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მუდმივად ქმნის ისეთ პროდუქტებსა თუ სერვისებს, რომლებიც ამარტივებს მომხმარებლების ყოველდღიურობას. ბანკი განსაკუთრებით ზრუნავს თვითდასაქმებულებზე და ერთ წელზე მეტია, აძლევს შესაძლებლობას, სამომხმარებლო სესხი პირდაპირ მობაილბანკიდან აიღონ - არ აქვს მნიშვნელობა შემოსავალი საბანკო ანგარიშზე პირადი ჩარიცხვებით უფიქსირდებათ თუ ნაღდი ანგარიშსწორებით.

სესხის მოთხოვნის შემდეგ თვითდასაქმებული მომხმარებელი მობაილბანკში უთითებს საქმიანობასა და შემოსავალს, ხოლო სისტემა ავტომატურად ამოწმებს ანგარიშზე არსებულ ჩარიცხვებს, რის საფუძველზეც უმტკიცდება ან არ უმტკიცდება სესხი. თუ შემოსავალი საბანკო ანგარიშზე არ ფიქსირდება, მომხმარებელს შეუძლია მარტივი პროცედურით დაადასტუროს საკუთარი საქმიანობა.

სწორედ საქმიანობის დადასტურების პროცესი გახდა კიდევ უფრო მარტივი. თუ აქამდე ამისთვის ბანკის წარმომადგენლის სამუშაო ადგილზე ფიზიკური ვიზიტი იყო საჭირო, რაც დამატებით დროს მოითხოვდა, ახლა საქმიანობის დადასტურება ონლაინ, ვიდეოვიზიტითაც არის შესაძლებელი.

ვიდეოვიზიტის დასაჯავშნად მომხმარებელი:

• უნდა შევიდეს მობაილბანკში და მოითხოვოს სესხის ლიმიტი;
• აირჩიოს მისთვის სასურველი დღე და დრო ვიდეოვიზიტისთვის;
• ვიდეოზარის დროს იმყოფებოდეს სამუშაო ადგილზე და უპასუხოს რამდენიმე მარტივ კითხვას საკუთარი საქმიანობის შესახებ.

პროცედურის დასრულების შემდეგ მომხმარებელი ტელეფონზე მიიღებს შეტყობინებას, ხოლო სესხის დამტკიცების შემთხვევაში თანხა ანგარიშზე მომენტალურად ჩაერიცხება.

თვითდასაქმებულებს შორის არიან ფრილანსერები, ხელოსნები, მკერავები, ავტომექანიკოსები, სტილისტები და სხვა პროფესიის ადამიანები, ვისთვისაც საქმიანობის დადასტურება აქამდე დამატებით დროსა და ძალისხმევას მოითხოვდა. ვიდეოვიზიტის დანერგვით ეს პროცესიც სრულად ციფრული, უფრო სწრაფი და მოსახერხებელი გახდა.

თიბისი აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებას, რათა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის ფინანსურ პროდუქტებზე წვდომა კიდევ უფრო მარტივი და მოქნილი გახდეს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის

24.07.2026.14:32

საქართველოს ბანკი, მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს და მათ სალარო აპარატის ფუნქციით ახალ პოს-ტერმინალს სთავაზობს.

ტერმინალი ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, სტანდარტული ტერმინალები და სალარო აპარატები ერთი მოწყობილობით ჩაანაცვლოს, რაც მათ ბიზნეს პროცესებს გაუმარტივებს და ხარჯებსაც მნიშვნელოვნად დაუზოგავს.

შეთავაზების ფარგლებში, მიკრო და მცირე ბიზნესები, რომლებიც პირველად მოითხოვენ ტერმინალს 2026 წლის 31 დეკემბრამდე, სამი თვით ტერმინალის მომსახურებით საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ. ამასთანავე, საქართველოს ბანკისა და სხვა ქართული ბანკების ბარათებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე მათთვის 0%-იანი საკომისიო იმოქმედებს.

კერძოდ:

• მიკრო ბიზნესისთვის (თვიური ბრუნვა 2,000 ლარამდე):

o პოს-ტერმინალით სარგებლობა პირველი 3 თვის განმავლობაში შესაძლებელია საკომისიოს გარეშე, შემდგომში კი ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადი 60 ლარს შეადგენს.

o საკომისიო საქართველოს ბანკისა და სხვა ქართული ბანკების ბარათებზე – 0%. (საკრედიტო AMEX ბარათის გარდა)

• მცირე ბიზნესისთვის (თვიური ბრუნვა 7,500 ლარამდე):

o პოს-ტერმინალით სარგებლობა პირველი 3 თვის განმავლობაში შესაძლებელია საკომისიოს გარეშე, შემდეგ კი ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადი 80 ლარია.

o საკომისიო საქართველოს ბანკისა და სხვა ქართული ბანკების ბარათებზე – 0%. (საკრედიტო AmEx ბარათის გარდა)

„საქართველოს ბანკში მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ მეწარმეებს ინოვაციური და მათ საჭიროებებზე მორგებული ისეთი ფინანსური გადაწყვეტილებები შევთავაზოთ, რომლებიც ბიზნესის ზრდასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი პოს-ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით, რომელიც ორ აუცილებელ მოწყობილობას აერთიანებს და მეწარმეებს ოპერაციების უფრო ეფექტიანად მართვის შესაძლებლობას აძლევს.

ახალი შეთავაზებით, ბიზნესებს დამატებით ვაძლევთ შესაძლებლობას, პირველი სამი თვის განმავლობაში ტერმინალით უფასოდ ისარგებლონ, საქართველოს ბანკისა და სხვა ქართული ბანკების ბარათებზე გადახდები კი 0%-იანი საკომისიოთი მიიღონ (საკრედიტო AMEX ბარათის გარდა). ჩვენ უკვე ვემსახურებით 32 ათასზე მეტ მერჩანტს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ბანკი ბიზნესის მთავარი პარტნიორია”, - აცხადებს ლევან კობახიძე, საქართველოს ბანკის გადახდების ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, შეთავაზების პირობებით სარგებლობისთვის აუცილებელია ბიზნესს ანგარიში ჰქონდეს საქართველოს ბანკში. 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი იმოქმედებს 2026 წლის 31 დეკემბრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში.

აქციის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა