კიდევ უფრო სწრაფი - საქართველოს ბანკის მობილბანკში საინვესტიციო ანგარიშიდან თანხის განაღდების პროცესი გამარტივდა
მომხმარებლებისთვის საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე ინვესტირების პროცესის გასამარტივებლად, საქართველოს ბანკი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს.
სწორედ ამ მიზნით, მობილბანკის ინვესტიციების მოდულში აქციის გაყიდვით მიღებული თანხის პირად ანგარიშზე გადატანის პროცესი უფრო მეტად მარტივი და სწრაფი გახდა.
თუ აქამდე აქციის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის საინვესტიციო ანგარიშიდან პირად ანგარიშზე გადატანისთვის ჯამში 4-6 სამუშაო დღე იყო საჭირო, ახლა ეს პროცესი უფრო დაჩქარდა. მართალია მოთხოვნის დაფიქსირებიდან დასტურის მიღებამდე ლოდინის პერიოდი კვლავ 2-3 სამუშაო დღეა, თუმცა, დასტურის მიღების შემდეგ თანხის პირად ანგარიშზე გადატანა მომენტალურად არის შესაძლებელი.
ამასთან, წლის ბოლომდე მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, მობილბანკის საინვესტიციო მოდულით ვაჭრობისა და საინვესტიციო ანგარიშის მართვის ყოველთვიური საკომისიოს გარეშე ისარგებლოს (აქცია არ ვრცელდება Penny Stock-ებით ვაჭრობისას).
„საქართველოს ბანკი მომხმარებელზე მორგებული ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, შევქმენით პირველი საინვესტიციო მოდული საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეთ წვდომა საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე და შეიძინონ 6000-მდე საერთაშორისო კომპანიის აქციები. მობილბანკის ინვესტიციების მოდულით სარგებლობის პროცესის კიდევ უფრო გასამარტივებლად კი ჩვენ არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ. რომელთაგან ერთ-ერთი თანხის საინვესტიციო ანგარიშიდან პირად ანგარიშზე გადასატანად მოცდის დროის შემცირებაა. იმედი გვაქვს, რომ ეს სიახლე მომხმარებლებისთვის აქციებით ვაჭრობის პროცესს კიდევ უფრო მეტად კომფორტულს და მათზე მორგებულს გახდის. გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ინვესტიციების მოდულს რამდენიმე ათეულ ათასზე მეტი ადამიანი იყენებს და ვიმედოვნებთ, რომ მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება”, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.
საქართველოს ბანკის საინვესტიციო მოდულით სარგებლობა მობილბანკის მეშვეობით არის შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.