კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია
მთავარია გჯეროდეს - ახალი შესაძლებლობების, საკუთარი გზის და შემოქმედებითი ძალის. სწორედ ამ რწმენით პრემია „ელისოს“ ერთგული მხარდამჭერია თიბისი.
ნატო ვაჩნაძის ფონდის ორგანიზებით კინოდაჯილდოება „ელისო“ წელს მესამედ გაიმართა კინოკონკურსის მიზანია ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე კინემატოგრაფისტების მხარდაჭერა.
კინოპრემია „ელისო“ 2026 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფისტები, ტრადიციულად 14 ივნისს გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გამოვლინდნენ.
ქართველი და საერთაშორისო კინოპროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ - ანგელა შანელეკი, თეო ხატიაშვილი, მალგორჟატა შუმოვსკა, გიორგი შველიძე, ლეა გლობი - გამოავლინა 2026 წლის გამარჯვებულები:
საუკეთესო ფილმი | „ხმელი ფოთოლი“, რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე.
საუკეთესო რეჟისორი | თამარ კალანდაძე, ჟულიენ პებრელი „ქართლის ცხოვრება“.
სპეციალური აღნიშვნა საუკეთესო რეჟისორი | ქეთევან ვაშაგაშვილი „ცხრათვიანი კონტრაქტი“.
საუკეთესო მსახიობი | ნინი იაშვილი ,,ქალაქის ხმაური’’.
სპეციალური აღნიშვნა საუკეთესო მსახიობი | ტატო ოქრიაშვილი, საბა წიკლაური, რატი აბრამიშვილი „მილი“
საუკეთესო ოპერატორი | შალვა სოყურაშვილი „მილი“.
საუკეთესო მონტაჟი | ანკა გუჯაბიძე, ლევან ბუთხუზი „თემორე’’.
საუკეთესო კინომუსიკა | კოტე კალანდაძე „არავინ არ ჩანს“.
დაჯილდოების ცერემონიაზე, „ნატო ვაჩნაძის ფონდის“ სახელობის პრემიის ლაურეატად დასახელდა ნათელა გრიგალაშვილი ქართულ ფოტოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელ კონკურსში განიხილებოდა 2025 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ქართული პროდუქციის ან კო-პროდუქციის ფილმები და ნატო ვაჩნაძის ფონდის გადაწყვეტილებით წელს დაემატა საუკეთესო კინომუსიკის (ორიგინალური მუსიკა) ნომინაცია.
თიბისი, მრავალწლიანი გამოცდილებით, აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ პროექტებს, რომლებიც ემსახურება ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებას, ქართული ხელოვნების განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. თიბისი მხარდამჭერია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის კინოფესტივალების, ასევე გასულ წელს ქართველ დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტებთან თანამშრომლობით, საქართველოს 10 ქალაქში უმასპინძლა პროექტს „კინო გზაზე“, რომელიც რეგიონებში ღია კინოჩვენებების სერიას აერთიანებდა.
სხვა სიახლეები
Fredo Handmade საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების გაძლიერებას გეგმავს
15.06.2026.18:00
Fredo Handmade არის ხელნაკეთი ჩანთების, აქსესუარებისა და სამკაულების მწარმოებელი ბრენდი, რომელიც ბაზარზე ცხრა წელია ოპერირებს. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და განვითარების მიმართულებებზე Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს, სოფი უზნაძეს ესაუბრა.
რა სიახლეები აქვს დღეს Fredo Handmade-ს და როგორია მომხმარებლების გამოხმაურება ახალ კოლექციაზე?
Fredo Handmade უკვე 9 წელია ქმნის უნიკალურ, ხელნაკეთ ხის ჩანთებს, რომლებიც აერთიანებს ქართულ ხელოვნებასა და თანამედროვე დიზაინს. მუდმივად ვმუშაობთ ახალი მოდელების, ფერებისა და პერსონალიზაციის შესაძლებლობების დამატებაზე, რათა თითოეული ჩანთა მომხმარებლისთვის განსაკუთრებული იყოს. ახალი კოლექცია ძალიან დადებითად მიიღეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა მომხმარებლებმა. განსაკუთრებით მოსწონთ პროდუქტის ორიგინალურობა, ხარისხი და ის ფაქტი, რომ თითოეული ჩანთა ინდივიდუალური ხელწერით იქმნება.
როგორ შეიცვალა მოთხოვნა და რომელი პროდუქტებია ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარული?
ბოლო წლებში მომხმარებლები უფრო მეტად ეძებენ განსხვავებულ და გამორჩეულ აქსესუარებს, რაც ხელნაკეთი პროდუქციის მიმართ ინტერესის ზრდაშიც აისახა. დღეს ყველაზე მოთხოვნადია ჩვენი ხის ჩანთები, განსაკუთრებით პერსონალიზებული მოდელები, რომლებზეც მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი სურვილის მიხედვით დაამატონ წარწერები ან დიზაინის ელემენტები. დიდი პოპულარობით სარგებლობს ასევე სასაჩუქრე შეფუთვა, ბრენდირებული ხის ყუთები, რომლებიც პროდუქტის ღირებულებას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.
რა ტენდენციებს ხედავთ ბაზარზე და როგორ პასუხობს Fredo Handmade მომხმარებლის მოთხოვნებს?
დღევანდელ ბაზარზე განსაკუთრებით აქტუალურია ეკომეგობრული, ხელნაკეთი და პერსონალიზებული პროდუქცია. მომხმარებლებს სურთ ნივთები, რომლებიც მასობრივ წარმოებაში არ გვხვდება და მათ ინდივიდუალობას გამოხატავს. Fredo Handmade სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება. ვიყენებთ ბუნებრივ მასალებს, ვქმნით მცირე რაოდენობის უნიკალურ კოლექციებს და მომხმარებელს ვაძლევთ შესაძლებლობას, თავად მიიღოს მონაწილეობა საკუთარი პროდუქტის დიზაინის შექმნაში.
რა არის კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?
ჩვენი მიზანია Fredo Handmade კიდევ უფრო ფართოდ გავაცნოთ საერთაშორისო ბაზარს და გავაძლიეროთ ქართული ხელნაკეთი პროდუქციის პოზიციები უცხოეთში. პარალელურად, ვმუშაობთ ახალი კოლექციების შექმნაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებაზე. გვინდა, რომ Fredo Handmade ასოცირდებოდეს ხარისხთან, ორიგინალურობასთან და ქართულ ხელოვნებასთან, ხოლო ჩვენი თითოეული პროდუქტი მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ ემოციას ქმნიდეს.
ინფორმაციისთვის, ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს როგორც მზა დიზაინებს, ასევე ინდივიდუალურ შეკვეთებს, რაც თითოეულ ჩანთას უნიკალურობას ანიჭებს. პროდუქციის შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი.