მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქირის ფასების მკვეთრ ვარდნას არ ველოდებით - Noble Real Estate-ის დამფუძნებელი

news image
mbc image

Business Insider Georgia-ს საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელმა და კომპანია Noble Real Estate-ის დამფუძნებელმა ვაჟა მებაღიშვილმა განუცხადა, რომ უძრავი ქონების გაქირავების ფასი თანდათან სტაბილურდება თუმცა მკვეთრი ვარდნის მოლოდინი არ არის.

„უძრავი ქონების გაქირავების ფასების ზრდის ტალღამ გადაიარა, როცა უძრავი ქონების მესაკუთრეებმა ფასები გაახუთმაგეს, თუმცა ამის მიუხედავად გაქირავების ფასი ძველ ნიშნულზე არ დაბრუნებულა.  უბრალოდ დასტაბილურებისკენ მიდის ეს პროცესი, თუმცა ამ კუთხით ფასების მკვეთრ ვარდნას არ ველოდებით. შესაძლოა, კიდევ უფრო დასტაბილურდეს ეს ბაზარი და საერთო გაძვირებული ფასები კიდევ შემცირდეს“, - ამბობს ვაჟა მებაღიშვილი.

Noble Real Estate-ის დამფუძნებელი გაქირავების ბაზარს სეგმენტებად განიხილავს  და ამბობს, რომ პრემიუმ ბინებზე ქირის ფასის შემცირება მოსალოდნელი არ არის.

„გასათვალისწინებელია თუ რა სეგმენტზე ჰქონდა სწორება უძრავი ქონების გამქირავებელს. თუ ვლაპარაკობთ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებზე, ბუნებრივია მათი უძრავი ქონების ფასი დაიკლებს. ამასთან, ვისაც ჰქონდა გათვლა მაღალი სტანდარტებით უძრავ ქონებაზე, მათზე სწრაფი გაძვირება დიდად არ აისახა, რადგან ამ სეგმენტში ფასი უკვე ისედაც მაღალი იყო და შესაბამისად ამ ტიპის ქონების მფლობელებმა ფასი რადიკალურად ვერც „მიგრანტების ტალღის“ დროს გაზარდეს.

ასეთი უძრავი ქონება ლიმიტირებულია, საინტერესოა და მასზე მაღალი კონკურენციაა“. - ამბობს მებაღიშვილი.

Galt & Taggart-ის კვლევის თანახმად, 2023 წლის ბოლოსთვის თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე 10.7 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიური 5.1%-იანი შემცირებაა. ამ შემცირების მიუხედავად, ეს ქირა 2021 წლის დონეს ორჯერ აჭარბებს.

ქირის საშუალო ფასები 2023 წლის დეკემბერში, $/მ2

იგივე თემაზე: 

გაყიდვების კლების ფონზე, უძრავი ქონება მაინც ძვირდება - მიმოხილვა

TOP-3 უბანი თბილისში, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირია

ბინების გაქირავების ბაზარზე ბუმი აღარ არის, თუმცა ფასები არ მცირდება - ასოციაცია

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა