მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.8
-0.005
flag
AZN 1.537
-0.0033
flag
CNY 38.931
-0.0026
flag
EUR 3.0364
-0.0002
flag
GBP 3.5359
0.005
flag
KZT 57.34
0.0005
flag
TRY 0.0539
-0.0003
flag
USD 2.6126
-0.0054
news banner

Kiwi Post-მა წერეთლის გამზირზე ფილიალი გაიხსნა

news image
mbc image

Kiwi Post • კივი პოსტი გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ ახალი ფილიალი წერეთლის გამზირზე გახსნა. 

„გელოდებით ჩვენს ახალ ფილიალში: თბილისი, წერეთლის 76.

თუ ჯერ კიდევ არ ხარ კივის მომხმარებელი, დარეგისტრირდი ეხლავე და გამოიწერე ამანათები 7 ქვეყნიდან:
  • ამერიკიდან
  • დიდი ბრიტანეთიდან
  • თურქეთიდან
  • ჩინეთიდან
  • პოლონეთიდან
  • საბერძნეთიდან
  • ესპანეთიდან
გადმოწერე კივის განახლებული აპლიკაცია როგორც Android-ზე, ისე iOS-ზე და ისარგებლე კიდევ უფრო კომფორტული და სწრაფი მომსახურებით!
Android: https://shorturl.at/tOvgh“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image EdVizio - შენი პერსონალური, სანდო, პარტნიორი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მოსახვედრად

07.09.2026.16:00

საზღვარგარეთ სწავლის გადაწყვეტილებას ხშირად უამრავი კითხვა ახლავს თან - საიდან დავიწყოთ? რომელი ქვეყანა და უნივერსიტეტი შევარჩიოთ საუკეთესო საერთაშორისო განათლების მისაღებად? სად არის ჩარიცხვის რეალური შანსი? როგორ მოვიპოვოთ სტიპენდია? როგორ ვმართოთ უნივერსიტეტების განსხვავებული მოთხოვნები და ვადები?

სწორედ ამ საინტერესო თუმცა, ხანგძლივი და რთული პროცესის გამარტივების მიზნით შეიქმნა საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო კომპანია EdVizio, რომელიც საქმიანობის პირველ წელს აჯამებს და განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.

პირველი წელი - საერთაშორისო უნივერსიტეტები, სტიპენდიები და რეალური შედეგები

„პირველმა წელმა დაგვანახა, რომ ქართულ ბაზარზე მოთხოვნა მხოლოდ უცხოური უნივერსიტეტების შესახებ ინფორმაციაზე აღარ არის. აპლიკანტებს და მათ მშობლებს სჭირდებათ სანდო და კვალიფიციური პარტნიორი, რომელიც დაეხმარება მათ სწორი საგანმანათლებლო სტრატეგიის შექმნაში და პროფესიონალურად მართავს პროცესს - უნივერსიტეტის და პროგრამის შერჩევიდან, აპლიკაციების გაგზავნამდე, დაფინანსების შესაძლებლობების მოძიების და სასწავლებლად გამგზავრებისთვის აუცილებელი ეტაპების დაგეგმვის ჩათვლით,“ - აცხადებენ EdVizio-ში.

საქმიანობის პირველივე წელს EdVizio-ს აპლიკანტებმა ჩარიცხვის შეთავაზებები მიიღეს IE University-ის, ESSEC Business School-ის, University of Edinburgh-ის, Queen Mary University of London-ის, University of Exeter-ის, University of Groningen-ის, Tilburg University-ის, University of Bologna-ს, Sapienza University of Rome-ის, University of Milan-ის, Constructor University-ის, SKEMA Business School-ისა და სხვა წამყვანი საერთაშორისო უნივერსიტეტებისგან.

EdVizio-ს აპლიკანტების მიღებებს თან ახლდა მნიშვნელოვანი ფინანსური შედეგებიც, მათ შორის €53,000-მდე სტიპენდია და სწავლის საფასურის სრული თუ ნაწილობრივი დაფინანსება (tuition waiver). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ოჯახებისთვის, რომლებიც მაღალი ხარისხის საერთაშორისო განათლებასთან ერთად დაფინანსების შესაძლებლობებსაც აქტიურად ეძებენ.

„ჩვენთვის წარმატება მხოლოდ უნივერსიტეტში მიღება არ არის. ჩვენი მიზანია, თითოეული აპლიკანტისთვის შევქმნათ რეალისტური და ამავდროულად ამბიციური საგანმანათლებლო სტრატეგია, შევარჩიოთ უნივერსიტეტები და პროგრამები, რომლებიც მის აკადემიურ პროფილს, ინტერესებს და კარიერულ მიზნებს შეესაბამება და, ამავდროულად, ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობებსაც ითვალისწინებს,“ - აღნიშნავენ EdVizio-ში.

„სად შეიძლება ჩავაბარო?“ - როგორ იცვლება ქართველი აპლიკანტების მოთხოვნები

EdVizio-ს გამოცდილებით, ქართველ აპლიკანტებში განსაკუთრებით მაღალია ინტერესი ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორებიცაა იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს შორის კი გამოირჩევა ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი, კომპიუტერული მეცნიერებები და ხელოვნური ინტელექტი, სამართალი, არქიტექტურა, მედიცინა და მარკეტინგი.

თუმცა იცვლება არა მხოლოდ პოპულარული ქვეყნები და სპეციალობები, არამედ თავად აპლიკანტების და მათი ოჯახების მოთხოვნებიც. კითხვას „სად შეიძლება ჩავაბარო?“ სულ უფრო ხშირად ცვლის გაცილებით კონკრეტული კითხვები: „რომელი უნივერსიტეტია ჩემთვის სწორი? რომელი პროგრამა შეესაბამება ჩემს აკადემიურ პროფილსა და კარიერულ მიზნებს? სად მექნება უკეთესი საერთაშორისო კარიერული პერსპექტივა და სად შემიძლია სტიპენდიის ან სხვა სახის დაფინანსების მოპოვება?“

სწორედ ამიტომ EdVizio-ში უნივერსიტეტის შერჩევას და საზღვარგარეთ სწავლის დაგეგმვას არა როგორც ცალკეულ სააპლიკაციო პროცესს, არამედ აპლიკანტის გრძელვადიანი საგანმანათლებლო და კარიერული სტრატეგიის ნაწილად განიხილავენ. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, როგორც უნივერსიტეტის რეპუტაცია, ასევე, კონკრეტული სასწავლო პროგრამის ხარისხი და შესაბამისობა, აპლიკანტის აკადემიური შესაძლებლობებთან და ინტერესებთან, სამომავლო კარიერულ პერსპექტივებთან და დაფინანსების შესაძლებლობებთან.

ერთი გუნდი, უნივერსიტეტის შერჩევიდან გამგზავრებამდე

საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცესი მრავალ ეტაპს მოიცავს: უნივერსიტეტების და პროგრამების კვლევას, სააპლიკაციო სტრატეგიის განსაზღვრას, საჭირო დოკუმენტების მომზადებას, განაცხადების წარდგენას, სტიპენდიების და დაფინანსების შესაძლებლობების მოძიებას, საჭიროების შემთხვევაში მისაღები გამოცდების და გასაუბრებებისთვის მომზადებას, ხოლო ჩარიცხვის შემდეგ სავიზო პროცედურებს, საცხოვრებლის მოძიებას და გამგზავრებისთვის აუცილებელი სხვა საკითხების ორგანიზებას.

EdVizio-ს მომსახურების ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი სწორედ პერსონალიზებული და სრულ ციკლზე დაფუძნებული საკონსულტაციო მოდელია, აპლიკანტთან მუშაობა ინდივიდუალური პროფილის შეფასებით იწყება და საჭიროების შესაბამისად, სწავლის დაწყებამდე გასავლელი სრული პროცესის მართვასაც მოიცავს.

„ჩვენთან მუშაობა აპლიკანტის აკადემიური პროფილის, ინტერესების, კარიერული მიზნების და ფინანსური შესაძლებლობების შეფასებით იწყება. ამის საფუძველზე ვქმნით ინდივიდუალურ სტრატეგიას და ვარჩევთ იმ უნივერსიტეტებს და სასწავლო პროგრამებს, რომლებიც კანდიდატის პროფილს და სამომავლო კარიერულ მიზნებს ყველაზე უკეთ შეესაბამება. შემდეგ კი EdVizio-ს გუნდი მართავს პროცესის ყველა მნიშვნელოვან ეტაპს უნივერსიტეტების შერჩევიდან და აპლიკაციის მომზადებიდან ჩარიცხვამდე, სავიზო პროცედურებამდე და გამგზავრებამდე,“ აცხადებენ EdVizio-ში.

ასეთი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც აპლიკანტების ასევე, მათი მშობლებისთვის. საზღვარგარეთ განათლების მიღება ოჯახისთვის მნიშვნელოვანი აკადემიური, კარიერული და ფინანსური გადაწყვეტილებაა, ხოლო პროცესის ერთი პროფესიონალი გუნდის მიერ მათვა და კოორდინირება ზოგავს დროს, ამცირებს გაურკვევლობას და სტრესს და ეხმარება აპლიკანტს, თავიდან აიცილოს სააპლიკაციო პროცესში გავრცელებული შეცდომები, რაც როგორც წესი ამცირებს სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრის შესაძლებლობებს.

რას ამბობენ EdVizio-ს მომხმარებლები

EdVizio-სთან წარმატებული, სასიამოვნო და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის გამოცდილებაზე თავად აპლიკანტები და მათი მშობლები საუბრობენ, ყველაზე უფრო თვალსაჩინოდ.

ნატა კოცოლაძე როგორც მშობელი, საკუთარ შეფასებაში განსაკუთრებით გამოყოფს EdVizio-ს გუნდის პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობას და პროცესის სრულად მართვის წარმატებულ გამოცდილებას:


მომსახურებას უშუალოდ სტუდენტის პერსპექტივიდან აფასებს საბა ღლონტიც, რომელმაც EdVizio-სთან ერთად გაიარა საზღვარგარეთ სწავლისთვის მომზადების და უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცესი. საკუთარ შეფასებაში ის განსაკუთრებით უსვამს ხაზს EdVizio-ს ინდივიდუალურ მიდგომას, პროცესის ორგანიზებულობას და გუნდის მხარდაჭერას. საბოლოოდ, საბამ IE University-ში სწავლის გასაგრძელებლად ჩარიცხვის შეთავაზება მიიღო, ერთერთი საუკეთესო ფინანსური პირობებით.

EdVizio-ში აღნიშნავენ, რომ გუნდის საქმიანობის და წარმატების განსაზღვრისთვის სწორედ კმაყოფილი სტუდენტები და მშობლები, წარმოადგენენ ყველაზე დიდ მოტივაციას და ადასტურებენ, თითოეული საუნივერსიტეტო განაცხადისადმი განსაკუთრებულ და ინდივიდუალურ მიდგომას, საუკეთესო შედეგების მისაღწევად:

„ჩვენთვის წარმატებული შედეგი აპლიკანტის უბრალოდ რომელიმე უნივერსიტეტში ჩარიცხვას არ ნიშნავს. ჩვენი მიზანია სწორი სტუდენტი, სწორ უნივერსიტეტში, სწორ პროგრამაზე და მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით.“

განვითარების გეგმები - საერთაშორისო პარტნიორობები, ახალი შესაძლებლობები და 2027–2028 სააპლიკაციო სეზონი

საქმიანობის პირველი წლის შედეგების შემდეგ EdVizio განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოება, უცხოურ უნივერსიტეტებთან პირდაპირი ურთიერთობების გაძლიერება და ქართველი აპლიკანტებისთვის საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებზე კიდევ უფრო ფართო წვდომის შექმნაა.

ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება EdVizio-ს მონაწილეობა ICEF Berlin 2026-ში, რომელიც მიმდინარე წელს გერმანიის დედაქალაქში გაიმართება და საერთაშორისო განათლების ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გლობალურ პროფესიულ ღონისძიებას წარმოადგენს. ღონისძიება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უნივერსიტეტებს, საგანმანათლებლო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო განათლების სფეროს პროფესიონალებს აერთიანებს.

EdVizio-სთვის ICEF Berlin-ში მონაწილეობა ახალი საერთაშორისო კავშირების და პირდაპირი პარტნიორობების განვითარების შესაძლებლობაა. კომპანიის მიზანია გააფართოოს თანამშრომლობა უცხოურ უნივერსიტეტებს და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და შედეგად ქართველ აპლიკანტებს შესთავაზოს უნივერსიტეტების და პროგრამების კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანი და საერთაშორისო შესაძლებლობები.

ამასთან, EdVizio-ს განვითარების სტრატეგია მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებას არ მოიცავს. კომპანიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოში ახალგაზრდების საერთაშორისო განათლებისთვის უკეთ მომზადება და მათთვის პრაქტიკული ცოდნის და განვითარების შესაძლებლობების შექმნა.

სწორედ ამ მიზნით EdVizio ახორციელებს University Essay Challenge 2026-ს - საგანმანათლებლო პროექტს IX–XII კლასის მოსწავლეებისთვის. პროექტის ფარგლებში მონაწილეები პრაქტიკული მასტერკლასის საშუალებით გაეცნობიან ძლიერი საუნივერსიტეტო ესეს შექმნის ძირითად პრინციპებს, მიღებულ ცოდნას კი ადგილზე, ესეების კონკურსში გამოცდიან. კონკურსის შედეგად გამოვლინდება და დაჯილდოვდება სამი გამარჯვებული.

„ჩვენი ხედვაა, EdVizio გახდეს ახალგაზრდებისა და მათი ოჯახების სანდო პარტნიორი საერთაშორისო განათლებაში პარტნიორი, რომელიც ეხმარება მათ სწორი საგანმანათლებლო გადაწყვეტილებების მიღებაში და პროფესიონალურად მართავს მთელ გზას პირველი იდეიდან უნივერსიტეტის და პროგრამის შერჩევამდე, ძლიერი განაცხადის მომზადებიდან ჩარიცხვამდე და გამგზავრებამდე,“ აცხადებენ EdVizio-ში.

2027–2028 საზღვარგარეთ სასწავლებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო

განვითარების ახალი ეტაპის პარალელურად, EdVizio-მ უკვე დაიწყო 2027–2028 სასწავლო წლისთვის აპლიკანტებთან მუშაობა ევროპის, ამერიკისა და აზიის უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩასარიცხად.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო უნივერსიტეტებში წარმატებული აპლიკაციისთვის დრო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია. უნივერსიტეტების და პროგრამების სწორად შერჩევა, აპლიკანტის აკადემიური პროფილის შეფასება და გაძლიერება, საჭირო მისაღები გამოცდების დაგეგმვა, ძლიერი სააპლიკაციო დოკუმენტების მომზადება და სტიპენდიების თუ სხვა სახის დაფინანსების შესაძლებლობების მოძიება, აღნიშნული კი ხშირად რამდენიმე თვიან წინასწარ მომზადებას მოითხოვს.

„რაც უფრო ადრე იწყება აპლიკანტის პროფილის შეფასება და მისთვის შესაბამისი უნივერსიტეტების, პროგრამების და დაფინანსების შესაძლებლობების შერჩევა, მით მეტი დრო რჩება ძლიერი და კონკურენტული განაცხადის შესაქმნელად და წარმატებაზე ორიენტირებული ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად,“ აღნიშნავენ EdVizio-ში.

ვებგვერდი: https://www.edvizio.ge/

Facebook გვერდი:https://www.facebook.com/profile.php?id=61577338335551

ელ. ფოსტა: info@edvizio.ge

ტელ: 577 588 552

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა