KiwiDrive - ახალი პროდუქტი Kiwi Post-ისგან
KiwiDrive - ახალი პროდუქტი Kiwi Post • კივი პოსტი-სგან. ამიერიდან ამანათის მიღება ავტომობილიდან გადმოსვლის გარეშეა შესაძლებელი.
როგორც Business Insider Georgia-სთან Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერმა ქეთევან შანიძემ განაცხადა, 2025 წლის ბოლომდე 20 ლოკაციის დამატება მოხდება, სადაც Kiwi Post-ის მომხმარებლები KiwiDrive-ს სერვისით ისარგებლებენ.
„ჩვენი მთავარი მოტივატორი ამ სერვისის დამატებაში გახდა ის ფაქტი, რომ ჩვენს მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. ავტომობილიდან გადასვლის გარეშე ამანათის მიღება რა თქმა უნდა დამატებითი ბონუსია, იქიდან გამომდინარე, რომ თბილისში საპარკინგე სივრცის ნაწილი გარკვეულწილად გამოწვევაა. შესაბამისად, სერვისი KiwiDrive ჩვენს მომხმარებლებს ამანათების მიღებას გაუმარტივებს. თანაც ამ სფეროში აღნიშნული სერვისი ინოვაციურია და Drive არ არის. ჩვენი გათვლაც არის ის, რომ KiwiDrive საკმაოდ პოპულარული სერვისი გახდება. სატესტო რეჟიმში ჩავუშვით და სტარტი საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა.
ჩვენი მიზანია, რომ მეტი ლოკაცია მოვიცვათ და მომხმარებლისთვის დისტანცია შევამციროთ“, - აღნიშნა ქეთევან შანიძემ.
„გაიცანით KiwiDrive - ჩვენი ახალი, უნიკალური პროდუქტი, რომელიც ამანათების მიღების პროცესს სრულიად ახალ გამოცდილებად აქცევს!
Drive Up. Scan. Receive.
დღეიდან, ჩვენი პირველი ორი ლოკაცია მზადაა გემსახუროთ 24/7 და გადმოგცეთ თქვენი ამანათები მანქანიდან გადაუსვლელად!
KiwiDrive ლოკაციები:
KiwiDrive ამაშუკელი – 23 ამაშუკელის ქუჩა
KiwiDrive დიდი დიღომი – 260 დ. აღმაშენებლის ხეივანი
როგორ მუშაობს:
1. როცა თქვენი ამანათი გადავა "ჩამოსულია" განყოფილებაში, დააჭირეთ KiwiDrive ღილაკს თქვენს ექაუნთში.
2. მხოლოდ 5 ლარად, ამანათი გადამისამართდება KiwiDrive სერვის ცენტრში 24 საათის განმავლობაში, რის შესახებაც მიიღებთ შეტყობინებას.
3. ადგილზე დაასკანერეთ QR კოდი და მიიღეთ ამანათი სწრაფად და მარტივად, მანქანიდან გადაუსვლელად, დღის თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში!
არ დაგავიწყდეთ, სერვისით სარგებლობის შემდეგ გაგვიზიაროთ თქვენი შეფასებები, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ ადგილზე QR კოდის დახმარებით“, - აცხადებენ Kiwi Post-ში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.