მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7197.7
0.0241
flag
AZN 1.5272
0.0001
flag
CNY 38.932
-0.0005
flag
EUR 2.8875
-0.0068
flag
GBP 3.4463
-0.0108
flag
KZT 56.91
0.0011
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5957
-0.0003
news banner

KiwiDrive - ახალი პროდუქტი Kiwi Post-ისგან

news image
mbc image

KiwiDrive - ახალი პროდუქტი Kiwi Post • კივი პოსტი-სგან. ამიერიდან ამანათის მიღება ავტომობილიდან გადმოსვლის გარეშეა შესაძლებელი. 

როგორც Business Insider Georgia-სთან Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერმა ქეთევან შანიძემ განაცხადა, 2025 წლის ბოლომდე 20 ლოკაციის დამატება მოხდება, სადაც Kiwi Post-ის მომხმარებლები KiwiDrive-ს სერვისით ისარგებლებენ. 

„ჩვენი მთავარი მოტივატორი ამ სერვისის დამატებაში გახდა ის ფაქტი, რომ ჩვენს მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. ავტომობილიდან გადასვლის გარეშე ამანათის მიღება რა თქმა უნდა დამატებითი ბონუსია, იქიდან გამომდინარე, რომ თბილისში საპარკინგე სივრცის ნაწილი გარკვეულწილად გამოწვევაა. შესაბამისად, სერვისი KiwiDrive ჩვენს მომხმარებლებს ამანათების მიღებას გაუმარტივებს. თანაც ამ სფეროში აღნიშნული სერვისი ინოვაციურია და Drive არ არის. ჩვენი გათვლაც არის ის, რომ KiwiDrive საკმაოდ პოპულარული სერვისი გახდება. სატესტო რეჟიმში ჩავუშვით და სტარტი საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა.

ჩვენი მიზანია, რომ მეტი ლოკაცია მოვიცვათ და მომხმარებლისთვის დისტანცია შევამციროთ“, - აღნიშნა ქეთევან შანიძემ.

„გაიცანით KiwiDrive - ჩვენი ახალი, უნიკალური პროდუქტი, რომელიც ამანათების მიღების პროცესს სრულიად ახალ გამოცდილებად აქცევს!

 Drive Up. Scan. Receive.

დღეიდან, ჩვენი პირველი ორი ლოკაცია მზადაა გემსახუროთ 24/7 და გადმოგცეთ თქვენი ამანათები მანქანიდან გადაუსვლელად!

KiwiDrive ლოკაციები:

KiwiDrive ამაშუკელი – 23 ამაშუკელის ქუჩა

KiwiDrive დიდი დიღომი – 260 დ. აღმაშენებლის ხეივანი

როგორ მუშაობს:

1.     როცა თქვენი ამანათი გადავა "ჩამოსულია" განყოფილებაში, დააჭირეთ KiwiDrive ღილაკს თქვენს ექაუნთში.

2.     მხოლოდ 5 ლარად, ამანათი გადამისამართდება KiwiDrive სერვის ცენტრში 24 საათის განმავლობაში, რის შესახებაც მიიღებთ შეტყობინებას.

3.     ადგილზე დაასკანერეთ QR კოდი და მიიღეთ ამანათი სწრაფად და მარტივად, მანქანიდან გადაუსვლელად, დღის თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში!

არ დაგავიწყდეთ, სერვისით სარგებლობის შემდეგ გაგვიზიაროთ თქვენი შეფასებები, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ ადგილზე QR კოდის დახმარებით“, - აცხადებენ Kiwi Post-ში. 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 4-წლიანი პარტნიორობის შეჯამება და ახალი სტრატეგია: „აგროსიმა“ და „კლოუნ ქიმია“ თანამშრომლობას აფართოებენ

29.10.2026.16:00

კომპანია „აგროსიმა“ 2017 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ახორციელებს პესტიციდების, აგროქიმიკატების და სათესლე მასალის იმპორტს ესპანეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან, თურქეთიდან და ჩინეთიდან.

გასულ თვეს აგროსიმას „კლოუნ ქიმიას“ წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა სტრატეგიული თანამშრომლობის 4-წლიანი პერიოდი შეაჯამეს, მიღწეული შედეგები გააანალიზეს და ბაზრის განვითარების ახალი ეტაპი დაგეგმეს. აღნიშნული პარტნიორობის გაღრმავება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „აგროსიმას“ მკაფიო სტრატეგიას - ქართველ ფერმერებსა და აგრომეურნეობებს შესთავაზოს მაღალეფექტური და მრავალფეროვანი პესტიციდები.

„ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებისა და თანამედროვე აგროგამოწვევების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, კიდევ უფრო გავაღრმაოთ სტრატეგიული თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორთან. ვიზიტის ფარგლებში დეტალურად შევაფასეთ გასული წლების შედეგები და დავსახეთ განახლებული სტრატეგიები, რაც უახლესი თაობის პესტიციდების პორტფელის გაფართოებასა და ქართველი ფერმერებისთვის მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომობას გულისხმობს. აღნიშნული სიახლეების დამატების შემდეგ, „აგროსიმას“ პორტფელში 70-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების პესტიციდი და აგროქიმიკატი გაერთიანდება. 9-წლიანი ოპერირების მანძილზე შევძელით და საქართველოს ბაზარზე არაერთი წამყვანი საერთაშორისო კომპანია შემოვიყვანეთ, „კლოუნ ქიმია“ კი ამ გზაზე ჩვენი ერთ-ერთი საიმედო პარტნიორია,“ - აცხადებს „აგროსიმას“ დამფუძნებელი ირაკლი ქოროღლიშვილი Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში.

„კლოუნ ქიმია“ არის განვითარებაზე ორიენტირებული მცენარეთა დაცვის საშუალებების მწარმოებელი, რომელიც სპეციალიზებულია პესტიციდების კვლევაში, განვითარებასა და წარმოებაში. დაარსების დღიდან კომპანია ფოკუსირებულია უმაღლესი ხარისხის პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც პასუხობენ თანამედროვე კლიმატურ გამოწვევებს, რითაც ბაზარზე ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.

კომპანია „აგროსიმამ“ საწყის ეტაპზე საქმიანობა 10 პრეპარატის რეალიზაციით დაიწყო და ეს მაჩვენებელი უკვე 70-მდეა. განახლებული და მრავალფეროვანი პორტფელი სრულად ფარავს აგროსექტორის საჭიროებებს და მოიცავს: ინსექტიციდებს, აკარიციდებს, ფუნგიციდებს, ჰერბიციდებს, სასუქებს და სათესლე მასალას. კომპანიის მიზანია ფერმერების მხარდაჭერა და მათი ხარისხიანი მოსავლის უზრუნველყოფა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა