KiwiPost-ი საერთაშორისო გაფართოებას აგრძელებს - კომპანიამ ოპერირება უზბეკეთის ბაზარზე დაიწყო
ქართული გადამზიდი კომპანია Kiwi Post • კივი პოსტი უზბეკეთის ბაზარზე შევიდა. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის საოპერაციო მენეჯერმა ქეთი შანიძემ განუცხადა.
„უზბეკეთის პროექტზე მუშაობა საკმაოდ დიდი ხნის წინ დავიწყეთ. 4 აპრილს კი ოფიციალურად შევედით უზბეკეთის ბაზარზე.
იმის გათვალისწინებით, რომ უზბეკეთის ბაზარი ბოლო პერიოდში აქტიურად იზრდება, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. ასევე აღსანიშნავია, რომ არსებობს როგორც მოთხოვნა, ისე მზარდი ინტერესი.
უზბეკეთში მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია:
სამომავლოდ, ქალაქში სერვის ცენტრების ქსელის გაფართოებას ვგეგმავთ, რათა მომსახურება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს “, - აცხადებს ქეთი შანიძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.