მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0
flag
AZN 1.5463
-0.0001
flag
CNY 38.807
-0.001
flag
EUR 2.9931
-0.0044
flag
GBP 3.5025
-0.0097
flag
KZT 55.11
-0.0093
flag
TRY 0.0555
-0.0001
flag
USD 2.6285
0
news banner

კლასიკური ჩაის ხაზი, HoReCa პარტნიორობა და მზარდი მოთხოვნა - როგორ ვითარდება ჩაის მწარმოებელი კომპანია „ბუეთი“

news image
mbc image

ამ ეტაპზე ვმუშაობთ კლასიკური ხაზის შექმნაზე, რომლის გაყიდვაშიც ჩაშვებას უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ქართული ნატურალური ჩაის მწარმოებელი კომპანია „ბუეთის“ გაყიდვების ხელმძღვანელმა ქეთევან კაკაურიძემ განუცხადა.

რა სიახლეებს სთავაზობს „ბუეთი“ მომხმარებელს ამ ეტაპზე და რა მიმართულებებით ვითარდება კომპანია?

ამ ეტაპზე ვმუშაობთ კლასიკური ხაზის შექმნაზე, რომლის გაყიდვაშიც ჩაშვებას უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ. პარალელურად, HoReCa სექტორის ობიექტებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მათი საჭიროებებისა და მოთხოვნების შესაბამისად ინდივიდუალური პროდუქტებისა და სახეობების შექმნაზე ვმუშაობთ.

როგორია მოთხოვნა თქვენს პროდუქტებზე და რა ტენდენციებს ხედავთ მომხმარებელთა ინტერესების კუთხით?

ინტერესი ჩაის მიმართ ვისაც გააჩნია ყველა უპირობოდ ეძებს ნამდვილ ძველ გემოს რომელიც ახსოვთ. მოთხოვნაც მეტად იზრდება და ტენდენცია ჩაის მიმართ მაინც კლასიკური სუფთა ჩაის გემოა,ბუნებრივი,დანამატების გარეშე.

ჩაის მიმართ ინტერესი მზარდია - მომხმარებლები ეძებენ ტრადიციულ, ავთენტურ გემოს. ბაზარზე იკვეთება ტენდენცია კლასიკური, ბუნებრივი და დანამატების გარეშე ჩაის მიმართ.

როგორ ყალიბდება კომპანიის ასორტიმენტი და რა პრინციპით არჩევთ ახალ პროდუქტებს?

ასორტიმენტი სრულად მოთხოვნიდან გამომდინარე ყალიბდება და იცვლება, თუმცა ის ძირითადი 6 გემო რაც ყუთებით გვაქვს წარმოდგენილი უცვლელად ინარჩუნებს ადგილს.

როგორია კომპანიის სამომავლო ხედვა და რა მიმართულებებზე გეგმავთ განვითარებას?

კომპანიის სამომავლო გეგმაა ცნობადობის გაზრდა და პროდუქციის უნიკალურობის შესახებ ინფორმაციის უფრო ფართო აუდიტორიამდე მიტანა, რაც გაყიდვების ზრდაზეც აისახება.

ინფორმაციისთვის, კომპანია ექვსი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებლებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. საწარმო ტყიბულში მდებარეობს და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „რას ცვლის ადამიანის ცხოვრებაში ერთი გულშემატკივარი?“ - საქართველოს ბანკი და UNFPA მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრას გამართავენ

25.07.2026.12:07

საქართველოს ბანკი, როგორც განათლებისა და საზოგადოების განვითარების მხარდამჭერი, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობის ფარგლებში მზრუნველი მამობისა და მშობლების თანასწორი ჩართულობის ხელშეწყობას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, 25 ივლისს, 14:00 საათზე, Holiday Inn-ში საჯარო შეხვედრა გაიმართება, რომელიც მამებისა და შვილების ურთიერთობას, მხარდაჭერის მნიშვნელობასა და ბავშვის განვითარებაში მამის როლს დაეთმობა. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

შეხვედრის მთავარი თემა იქნება - „რას ცვლის ადამიანის ცხოვრებაში ერთი გულშემატკივარი, რომელსაც მისი ნამდვილად სჯერა?“ შეხვედრა გააერთიანებს პროფესიულ ხედვასა და პირად გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიურმა მხარდაჭერამ, ნდობამ და თანადგომამ გავლენა მოახდინოს ბავშვის განვითარებასა და თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაზე.

ღონისძიებაზე საუკთარი გამოცდილებების შესახებ ისაუბრებენ მასწავლებელი გიორგი ლიპარიშვილი და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის მამა - კახა ზივზივაძე. ისინი ისაუბრებენ თუ რას ნიშნავს შვილის მხარდაჭერა მისი პირველი ნაბიჯებიდან მნიშვნელოვან წარმატებამდე და როგორ იქცევა მშობლის თანადგომა ბავშვის განვითარების მნიშვნელოვან საყრდენად.

შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართება მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, შვილებთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე განსხვავებული პერსპექტივით დაფიქრდნენ და ერთად შექმნან დასამახსოვრებელი გამოცდილება.

საქართველოს ბანკსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) შორის დაწყებული თანამშრომლობა მიზნად ისახავს მზრუნველი მამობის მხარდაჭერას, შვილების აღზრდაში მამების ჩართულობის წახალისებას და ოჯახების გაძლიერებას. პარტნიორობის ფარგლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების აქტივობა განხორციელდება.

ინფორმაციისთვის, UNFPA საქართველოში წლების განმავლობაში ხელს უწყობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მამობა მხოლოდ პასუხისმგებლობას კი არა, შვილების ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას, ემოციურ სიახლოვესა და ზრუნვის თანაბარ განაწილებასაც გულისხმობს. სწორედ ამ ღირებულებების გაძლიერებას ემსახურება საქართველოს ბანკისა და UNFPA-ის პარტნიორობაც.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა