„კოკა-კოლა” | 33 წელი საქართველოში
„კოკა-კოლა” - 33 წელი საქართველოში. ,,ისტორია, რომელიც ჯადოსნურ გემოსთან ერთად ცხოვრობს. 1993 წლის 30 ივნისს დაწყებული ისტორია დღეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ერთი გამაგრილებელი სასმელის გამოჩენა ბაზარზე. ეს არის ისტორია, როდესაც „კოკა-კოლა“ საქართველოს ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.
კოკა-კოლამ უწყვეტად შეინარჩუნა უმაღლესი ხარისხი. წლების განმავლობაში მსოფლიო ბრენდის მთავარი ღირებულება უცვლელი დარჩა - სტაბილურობა, მაღალი ხარისხი და სანდო გემო. უფრო მნიშვნელოვანი კი ის ემოციაა, რაც კოკა-კოლას ადამიანების ცხოვრებაში მოაქვს - სიყვარული, სიხარული და კომფორტი, რომელიც ჩვეულებრივ დღეებს განსაკუთრებულად აქცევს.
კოკა-კოლა ხომ მხოლოდ გამაგრილებელი სასმელი არ არის - ის ქმნის განწყობას, აერთიანებს ადამიანებს და პატარა მომენტებს დიდ მნიშვნელობას სძენს.
„კოკა-კოლამ“ საქართველოში უნიკალური გზა გაიარა და ქვეყანაში გამაგრილებელი სასმელების წარმოების ინდუსტრია შექმნა. დამოუკიდებელობის მოპოვების შემდეგ, კოკა-კოლა დროს ყოველთვის წინ უსწრებდა, ვითარდებოდა, ინოვაციებს ნერგავდა და ახალ სტანდარტებს ამკვიდრებდა.
“კოკა-კოლა” საქართველოში დღეს უკვე არის თანამედროვე, განვითარებული და მრავალფეროვანი ეკოსისტემა, რომელიც ერთდროულად ინარჩუნებს ტრადიციას, ხარისხს და მომავალს ქმნის.
მადლობა ყველას, ვინც ამ 33-წლიანი ისტორიის ნაწილი გახდა. წინ კიდევ ბევრი საერთო წარმატება, სიახლე და ბედნიერი მომენტია!
Always Coca-Cola”, - წერს Coca-Cola Bottlers Georgia.
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
17.10.2026.20:21
კახეთში, სოფელ სანავარდოში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ასკანელი რეზორტი, გაიხსნა. პროექტი „ასკანელი ჯგუფმა“ თიბისის მხარდაჭერით განახორციელა - ჯამური ინვესტიცია 35 მილიონ ლარს შეადგენს.
45-ნომრიანი სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტებს ადგილობრივ კულტურულ გამოცდილებასთან აერთიანებს. განთავსების ობიექტი სტუმრებს დასვენებისა და განტვირთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. კომპლექსში განთავსებულია: სპაცენტრი, ფიტნესკლუბი, აუზი და ბარი, ასევე მოსასვენებელი სივრცეები, კახური ეზო და რესტორანი „ასკანელი“.
პროექტის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტში 150-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს.
“23-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად ღვინისა და კონიაკის წარმოებაში. დღეს თიბისისა და “ასკანელი ჯგუფის” თანამშრომლობას ახალი მიმართულება - ტურიზმი დაემატა. დარწმუნებული ვარ, “ასკანელი რეზორტი” მიზიდულობის ცენტრი გახდება კახეთში და ხელს შეუწყობს სტუმარმასპინძლობის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც აძლიერებს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, ქმნის სამუშაო ადგილებს და ავითარებს ახალ კურორტებს. სწორედ ამიტომ წლებია ტურიზმის სექტორის მთავარი დამფინანსებლები ვართ”,- გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
“წლების განმავლობაში ჩვენი ღვინით საქართველოს მსოფლიოს ვაცნობდით. დღეს კი გვინდა, სტუმრები თავად მოვიწვიოთ საქართველოში — იქ, სადაც ჩვენი ღვინო იბადება. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა „ასკანელი რეზორტი“ — 35 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილი ახალი სივრცე, რომელიც ქართულ მეღვინეობას, კულტურას, გასტრონომიასა და თანამედროვე სტუმარმასპინძლობას აერთიანებს. ეს პროექტი 150-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს ქმნის და დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ადგილობრივი მევენახეებისა და ბიზნესისთვის”, - გოჩა ჩხაიძე, "ასკანელის" დამფუძნებელი.