“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” საქართველოს რეგიონებში ოპერირების ახალი სტანდარტის დანერგვას და თანამშრომლებზე ზრუნვას აგრძელებს
“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” რეგიონულ ფილიალებში ოპერირების ახალი სტანდარტის დანერგვას აგრძელებს. როგორც გახსოვთ, პირველ ეტაპზე, სრულიად ახალი და თანამედროვე სადისტრიბუციო ჰაბი ბათუმში შეიქმნა, სადაც პროდუქციის კატეგორიების მიხედვით დახარისხების ახალი სტანდარტი დაინერგა, რამაც კომპანიას დანახარჯების მართვისა და ადამიანური რესურსის ეფექტიანად გადანაწილების საშუალება მისცა.
ამჯერად ქალაქ ქუთაისში „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ -ს პარტნიორმა კომპანიამ შპს „კოკა-კოლა იმერეთ“-მაც რომელიც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის ტერიტორიებზე ოპერირებს 2005 წლიდან და რეალიზაციას უწევს კოკა-კოლას კომპანიის ნაწარმ პროდუქციას, წელს ინოვაციური სადისტრიბუციო ჰაბი შექმნა, რაც 5600 კვ.მ მიწაზე განვითარებულ ინფრასტრუქტურას, 2008 კვ.მ სასაწყობე ფართსა და 350 კვ.მ ოფისს მოიცავს.
ასევე ლოჯისტიკური კუთხით მოახდინა სადისტრიბუციო ავტომობილების განახლება, რაც მთლიანი ინვესტიციის სახით შეადგენს 1 300 000 ლარს. კომპანიაში დღეის მდგომარეობით დასაქმებულია 110 პერსონა. დასაქმებულების კომფორტული სამუშაო სივრცისა და განვითარებისთვის კოკა-კოლას სტანდარტით შეიქმნა სივრცე, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სისტემებით და კეთილმოწყობილი გარემოთი. ადგილობრივი კადრების მოტივაციისთვის კომპანიამ 2025 წელს სახელფასო ფონდის 30% ზრდა მოახდინა.
ამასთან, „კოკა-კოლა იმერეთი“-ს ახალ სივრცეში უზრუნველყოფილი იქნება სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა, რომელიც დასაწყობების მეთოდების დახვეწით მიიღწევა, რაც, როგორც კომპანიაში ამბობენ, ეხება არამხოლოდ ფიზიკურ გარემოს, არამედ პროგრამებს და თანამშრომელთა განვითარების პერსპექტივას.
“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში” ამბობენ, რომ ისეთი ფუნდამენტური კრიტერიუმების გავრცელება, როგორიცაა - “კოკა-კოლას” სტანდარტებით გაწერილი მართებული საკადრო პოლიტიკა, თანამშრომლებისთვის სპეციალურად შექმნილი სასწავლო პროგრამები, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და უსაფრთხო გარემოს შექმნა - კომპანიის უმთავრესი მიზანია.
ბათუმისა და ქუთაისის რეგიონული ჰაბების მსგავსი სტანდარტი, საქართველოს ყველა იმ რეგიონში დაინერგება, რომელთანაც კოკა-კოლას საერთო ბიზნეს ამოცანები აკავშირებს. კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას ყველა რეგიონალური სადისტრიბუციო ცენტრი, 2026 წლისთვის სწორედ კოკა-კოლას საერთაშორისო სტანდარტით განახლდება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.