კოკა კოლა საახალწლოდ, შუშის ბოთლებში კლასიკური შეფუთვით, ლიმიტირებულ მოცულობას გამოიტანს
კოკა-კოლამ საახალწლოდ შუშის ბოთლებში კლასიკური შეფუთვით ლიმიტირებული მოცულობა ჩამოასხა. ბაზარზე ამ შეფუთვითა და სლივის ეტიკეტით კოკა კოლა მალე გამოჩნდება.
„ათწლეულების განმავლობაში გამორჩეული სადღესასწაულო გლობალური კამპანიების შემდეგ, წლევანდელი სადღესასწაულო სეზონი აღსავსე იქნება კოკა-კოლას ნამდვილი მაგიით, რადგანაც ნოემბერსა და დეკემბერში კამპანია მიზნად ისახავს ყველა ჩვენგანში გააღვიძოს სანტა კლაუსი“, - აცხადებენ კომპანიაში.
ამასთა, წელს კოკა კოლას ახალი წლისა და შობისთვის ახალი სლოგანი აქვს:
„წლევანდელ შობას კოკა-კოლა ყველა ჩვენგანში ასხივებს სანტა კლაუსის სულისკვეთებას“
წლევანდელი საშობაო კამპანიით - „მსოფლიოს სჭირდება მეტი სანტა", კოკა-კოლა სანტას სულისკვეთებას თითოეულ ჩვენგანში აძლიერებს.
კოკა-კოლასთვის შობა მუდამ იყო ადამიანური ურთიერთობის ნამდვილი ჯადოსნური ზეიმი და ადამიანთა შეკრება კოკა-კოლასა და სადილზე, რათა ერთმანეთს გაუზიარონ უფრო მეტი, ვიდრე ეს სუფრაზე არსებული საკვებია.
ახალი დიზაინი გადმოგვცემს სადღესასწაულო სიხარულს და სანტა კლაუსისა და კოკა-კოლას საშობაო აქსესუარების ერთიან ფონზე დღესასწაულის დაწყებას იუწყება“, - აცხადებენ კომპანიაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.