კოკა-კოლას გათამაშება ახალ ეტაპზე გადავიდა | გამარჯვებულები 18 ივნისს გამოვლინდებიან
კოკა-კოლას გათამაშება ახალ ეტაპზე გადადის და ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატის ფინალზე დასასწრები საგზური თამაშდება.
ევროპის ჩემპიონატის ფინალზე დასასწრები საგზურის გარდა ასევე თამაშდება: playstation 5 და playstation vr2, samsung qled ტელევიზორი, iPad Pro 11 და ასევე, iPhone 15 Promax და airpods.
ყოველი სასაჩუქრე ნაკრები დაკომპლექტებულია საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური საფეხბურთო აქსესუარებით და კოკა-კოლას საკოლექციო გამოშვების შეკვრით.
გათამაშების წესები იგივეა და არ იცვლება. გათამაშებაში ჩასართავად და შესაბამისად სხვადასხვა პრიზების მოსაგებად, მომხმარებელმა მწვანე თავსახურიანი 0.5 ლიტრიანი კოკა-კოლა უნდა შეიძინოს:
· შეიძინე კოკა-კოლას 0,5 ლ ბოთლი მწვანე თავსახურით
· დაასკანერე ბოთლის შეფუთვაზე განთავსებული QR კოდი
· გაიარე მარტივი რეგისტრაცია საიტზე
· შეიყვანე თავსახურის ქვეშ მოთავსებული 8 ნიშნა კოდი და მიიღე გათამაშების 1 ბილეთი
· თითო კოდი, თითო მოგების შანსია!
· დამატებითი ბილეთის მიღება შეგიძლია ყოველ ჯერზე ახალი 8-ნიშნა კოდის შეყვანით.
გათამაშების გამარჯვებულები კი 18 ივნისს 17:30 საათზე გამოვლინდებიან.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.