კოკა-კოლას გათამაშების დასრულებამდე ცოტა დრო რჩება | არ გამოტოვო ევროპის ჩემპიონატზე დასწრების შესაძლებლობა
ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით კოკა-კოლამ სპეციალური გათამაშება დაიწყო, ყველას აძლევს შესაძლებლობას მოიგოს 2-კაციანი საგზური გერმანიაში და ასევე, სხვა საჩუქრები.
გათამაშებაში ჩასართავად და შესაბამისად სხვადასხვა პრიზების მოსაგებად, მომხმარებელმა მწვანე თავსახურიანი 0.5 ლიტრიანი კოკა-კოლა უნდა შეიძინოს:
· შეიძინე კოკა-კოლას 0,5 ლ ბოთლი მწვანე თავსახურით
· დაასკანერე ბოთლის შეფუთვაზე განთავსებული QR კოდი
· გაიარე მარტივი რეგისტრაცია საიტზე
· შეიყვანე თავსახურის ქვეშ მოთავსებული 8 ნიშნა კოდი და მიიღე გათამაშების 1 ბილეთი
· თითო კოდი, თითო მოგების შანსია!
· დამატებითი ბილეთის მიღება შეგიძლია ყოველ ჯერზე ახალი 8-ნიშნა კოდის შეყვანით.
გათამაშების გამარჯვებულები კი 25 მაისს 21:30 საათზე საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში ლატარიის პრინციპით გამოვლინდებიან.
თამაშდება შემდეგი პრიზები :
გათამაშების 3 იღბლიან გამარჯვებულს გადაეცემა10-დღიანი საგზური 2 ადამიანისთვის, გერმანიაში, საქართველოს ნაკრების თამაშებზე.
ასევე თამაშდება 4 სასაჩუქრე ნაკრები:
PlayStation 5 Slim Disc Version White, საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური საფეხბურთო აქსესუარები და კოკა-კოლას საკოლექციო გამოშვების შეკვრა.
4 სასაჩუქრე ნაკრები:
Samsung 100 Full HD Portable Projector The Freestyle, საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური საფეხბურთო აქსესუარები და კოკა-კოლას საკოლექციო გამოშვების შეკვრა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.