მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კოკა-კოლას სპონსორობით ლაგოდეხი ბლუზ ფესტივალს მასპინძლობს

news image
mbc image

20 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, ლაგოდეხი ბლუზ ფესტივალს მასპინძლობს, რომლის გენერალური სპონსორი კოკა-კოლაა.

ის, რომ ხელოვნებას საზღვრები არ აქვს, წელს კიდევ ერთხელ დადასტურდება. ბლუზ ფესტივალი, ლაგოდეხში მდებარე ბლუზ ვილიჯში, კონცერტების რიგით მერვე სერიას იწყებს. 2024 წლის ბლუზის საღამოები ტრადიციულად არაორდინალური, ნამდვილი ბლუზისთვის დამახასიათებელი რითმით და ტემპით გაჯერებული იქნება. 

ფესტივალს, ამერიკელი, 2022 წლის კოკო ტეილორს სახელობის ჯილდოს მფლობელი და 2023 წლის ჩიკაგოს ბლუზ ფესტივალის ჰედლაინერი დემეტრია ტეილორი გახსნის, რომლის შექმნილ საოცარ მუხტს, სერ ვალდო ვეზერსისი, პირველი ფერადკანიანი ქანთრი საქსოფონისტი და ადრიან ბაირონ ბერნსი, - ევროპაში ბლუზის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შემსრულებელი, გაავრცობენ და მსმენელს ბლუზის კიდევ უფრო თავისუფალ სამყაროში გადაიყვანენ. 

10 აგვისტოს ფესტივალს განუმეორებელი ბიგ დედი ვილსონი და მისი ბენდი დახურავს, რომელიც მსმენელს ბლუზის ფესვებიდან კლასიკურ სოულამდე, ფოლკიდან თანამედროვე რითმებამდე ამოგზაურებს. 

2024 წლის, რიგით მერვე ფესტივალი 20 ივლისს გაიხსნება და 10 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათს ასობით მელომანს უმასპინძლებს, რათა კიდევ ერთხელ შეახსენოს გემოვნებიანი, თავისუფალი და მრავალფეროვანი მუსიკის საკმაოდ იშვიათი სახეობის არსებობა. 

 

„კოკა-კოლასთვის მნიშვნელოვანია ბლუზ ფესტივალის მხარდაჭერა, გვერდში უდგას მას და ყველა მელომანს, 20 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით გელოდებათ“, - აცხადებენ კოკა-კოლაში.

 

ფესტივალის გენერალური სპონსორები;

აშშ და გერმანიის საელჩოები საქართველოში, კოკა კოლა და თიბისი ბანკი. 

სპონსორები :

ლიონიძის ზვარი,

პრემიუმ კრაფტ ლუდი ტაატი.

მეგობარი კომპანიები:

იტარ დიჯიტალი

კაპაროლი.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა