მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია - საქართველო მსოფლიო საფეხბურთო ზეიმის ნაწილია

news image
mbc image

ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი (FIFA World Cup™) და კოკა-კოლა (Coca-Cola Global) უკვე ათწლეულებია განუყოფელი პარტნიორები არიან. მსოფლიო ჩემპიონატი, მისი ისტორიითა და ემოციებით, კოკა-კოლას გარეშე წარმოუდგენელია, ისევე როგორც კოკა-კოლას გლობალური საფეხბურთო კამპანიები ფიფას (FIFA) გარეშე. ეს არის პარტნიორობა, რომელიც მილიონობით გულშემატკივარს მთელ მსოფლიოში აერთიანებს და ფეხბურთის სიყვარულს დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” გულშემატკივრებისთვის საქართველოში განსაკუთრებულ საფეხბურთო ზეიმს ქმნის.  მსოფლიო ბრენდმა ფიფას გლობალური პარტნიორები - KIA და McDonald's-სი საქართველოშიც გააერთიანა, იმისათვის რომ ფეხბურთის გულშემატკივრებს დაუვიწყარი ემოცია, გამორჩეული პრიზები და  მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზოს.

ეს უნიკალური თანამშრომლობა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად მიიღოს სრულიად ახალი გამოცდილება და თავად გახდეს წლის ყველაზე მასშტაბური საფეხბურთო მოვლენის ნაწილი.

გრანდიოზული კამპანია, რომელიც ფეხბურთის მოყვარულებს აერთიანებს

1 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ კოკა-კოლას მასშტაბურ საპრიზო კამპანიაში ჩაერთონ და ისეთი გამორჩეული პრიზები მიიღონ, რომელიც ემოციებით ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასშტაბს შეესაბამება, მომხმარებლების ცხოვრების ხარისხზე გავლენას ახდენს და მათთვის კომფორტს ქმნის.  

რატომ ირჩევენ და ყიდულობენ მომხმარებლები კოკა-კოლას? გარდა იმისა, რომ კოკა-კოლა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და ხარისხნიანი ბრენდია, ასევე კომპანია მუდმივად ცდილობს ადამიანების ყოველდღიურობა უფრო სასიამოვნო და  კომფორტული გახადოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მიმდინარე მასშტაბური საპრიზო კამპანიაც, რომელიც მომხმარებლებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ფეხბურთისადმი სიყვარულთან ერთად ცხოვრების ხარისხიც გაიუმჯობესონ.

კამპანიაში მონაწილეობის მიღების წესები მარტივია:  მომხმარებლებმა უნდა შეიძინონ კოკა-კოლა კლასიკი (Coca-Cola Classic), კოკა-კოლა ზერო (Coca-Cola Zero), ფანტა ფორთოხალი (Fanta Orange) ან ფანტა ბროწეული (Fanta Pomegranate)  ყვითელი თავსახურით; ბოთლის ეტიკეტზე დატანილი QR კოდის საშუალებით გადმოწერონ  აპლიკაცია - Coca-Cola Rewards Georgia და შემდეგ ამავეაპლიკაციაში თავსახურის ქვეშ მოთავსებული 10-ნიშნა კოდი შეიყვანონ. თითოეული შეყვანილი კოდი გათამაშების 1 ბილეთია. 

გრანდიოზული ფინალი - გამარჯვებულები 2026 წლის 19 ივლისს, 20:00 საათზე პირდაპირი ეთერის ფორმატით სპორტული მაუწყებლის “Setanta”-ს  სატელევიზიო და ციფრულ პლატფორმებზე, ასევე Coca-Cola Bottlers Georgia-სა და KIA Georgia-ს Facebook Live-ის მეშვეობით გამოვლინდებიან.

ფიფასა და კოკა-კოლას გრანდიოზულ საპრიზო კამპანიას 5 გამარჯვებული ეყოლება: 

• I გამარჯვებული  -  5 000 ლარიანი სამოგზაურო ვაუჩერი;

• II გამარჯვებული - 10 000 ლარიანი სამოგზაურო ვაუჩერი;

• III გამარჯვებული  - Sony K-65XR80M2 ტელევიზორისა და PlayStation 5;

• IV გამარჯვებული - გეიმინგ კომპიუტერის კომპლექტი;

• V გამარჯვებული  -  სრულიად ახალი ელექტრო ავტომობილი - KIA EV6 GT Line; 

KIA EV6 - მთავარი პრიზი, რომელიც მომავლის მართვის გამოცდილებას გთავაზობთ

კამპანიის მთავარი პრიზი - KIA EV6 GT Line - თანამედროვე ელექტრომობილების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული მოდელია.

EV6 - KIA-ს პირველი სრულად ელექტრო ავტომობილია. ეს ავტომობოლი არ შექმნილა  ადაპტირებული ბენზინის მანქანის საფუძველზე, არამედ ის თავიდანვე მხოლოდ ელექტრო პლატფორმისთვის შეიქმნა. რაც ამ ავტომანქანას უფრო მეტ სივრცეს, კომფორტსა და ეფექტურობას ანიჭებს. 

ელექტრომობილი ერთი დამუხტვით 455 კილომეტრის გავლას ახერხებს. სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიის წყალობით ბატარეიის 10%-დან 80%-მდე შევსება დაახლოებით 18 წუთშია შესაძლებელი.

EV6 არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებით, არამედ საერთაშორისო აღიარებითაც გამოირჩევა. ელექტრო ავტომობილის ეს მოდელი, 2022 წელს   ევროპის წლის ავტომობილის  (European Car of the Year 2022) გამარჯვებულია და ამავე მოდელს სხვადასხვა დროს 30-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული.  მას ასევე მინიჭებული აქვს - 2023 წლის მსოფლიოსსაუკეთესო სპორტული ავტომობილისა (2023 წლის World Performance Car) და 2023 წლის ჩრდილოეთამერიკის საუკეთესო მრავალფუნქციური ავტომობილის (2023 North American Utility Vehicle of the Year) სტატუსი. ავტოინდუსტრიაში ერთი მოდელის მანქანაზე ამდენი ჯილდო გამონაკლისია. 

ელეგანტური დიზაინი, ინოვაციური ტექნოლოგიები, მაღალი წარმადობა და კომფორტი KIA EV6-ს იმ ელქტრო ავტომობილად აქცევს, რომლითაც მომავლის მანქანები დღესვე ხელმისაწვდომი ხდება. 

მსოფლიო ჩემპიონატისთვის კოკა-კოლას მასშტაბური კამპანია მხოლოდ ფინალური პრიზებით არ შემოიფარგლება. Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაციაში მომხმარებლებს მთელი კამპანიის განმავლობაში (19 ივლისამდე) სხვადასხვა აქტივობა დახვდებათ, რომლებიც გამარჯვებისა და დასაჩუქრებისთვის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის.

McDonald's-ის მინი-თამაშები (15 ივნისი – 20 ივლისი) - McDonald's-ის აპლიკაციის 150 000, 100 000 და 80 000-იანი ქულებით ყოველკვირეულად სამი მონაწილე დასაჩუქრდება. პირველ ადგილზე გასული კი მაკდონალდსის სასაჩუქრე ჩანთასა და KIA-ს ბრენდირებულ საჩუქრებს მიიღებს.

Setanta-ს ქვიზები (21 ივნისიდან) - Coca-Cola Rewards აპლიკაციაში ყოველდღიურად, 12:00 საათზე, მსოფლიო ჩემპიონატის თემატიკაზე სამი ახალი კითხვა გამოქვეყნდება. ოთხი კვირის განმავლობაში დაგროვებული ქულების მიხედვით, ლიდერბორდის საუკეთესო 10 მონაწილე განსაკუთრებულ პრიზებს მიიღებს. გამარჯვებისთვის გადამწყვეტი იქნება კითხვებზე ყველაზე სწრაფი და სწორი პასუხების გაცემა. ყოველკვირეულ გამარჯვებულებს PlayStation 5, FC26 დისკი, KIA-ს ექსკლუზიური ბრენდირებული საჩუქრები  და Setanta-ს წლიური ვაუჩერი გადაეცემათ.

მომხმარებლებს მუდმივად ექნებათ შესაძლებლობა კოკა-კოლას აპლიკაციაში დაგროვებული ქულები მრავალფეროვან და მათთვის სასურველ ვაუჩერებში გადაცვალონ.

შექმენი დაუვიწყარი მომენტები კოკა-კოლასთან ერთად!!!

გახდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) განსაკუთრებული ისტორიის ნაწილი!!!

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა