კოხტა მიტარბის კომპლექსში ბინების 80% გაიყიდა, შესაძლოა, აშენდეს კიდევ ერთი კომპლექსი - Kokhta-Mitarbi Resort
„ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა ისაა, რომ ბაკურიანში მდებარე ეს ლოკაცია არის საუკეთესო და კოხტა მიტარბის კომპლექსი ტყეშია ჩაფლული“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ლისი დეველოპმენტის პროექტის კოხტა მიტარბის/Kokhta-Mitarbi Resort გაყიდვების დირექტორა ნათია აბაშიძემ განუცხადა.
მისი თქმით, კოხტა მიტარბის პროექტის ფარგლებში სამი კომპლექსი დასრულებულია, სადაც ბინების 80% საქართველოს მოქალაქეებმა იყიდეს.
„სამი კომპლექსი გვაქვს გაყიდვაში B1; B2 და B3 ბლოკები, რომელიც კოხტას საბაგიროსთან და სასტუმრო „რუმსთან“ მდებარეობს. ამ კომპლექსში გასაყიდი დარჩა მხოლოდ პირველ სართულზე 33 კვ/მ-ს ფართის სტუდიოს ბინები, ერთსაძინებლიანი აპარტამენტები, რომლებიც დასრულებულია. ამ დროისთვის ამ ბინების 1 კვ/მ-ს ფასი $1 200-ია. ბინები გარემონტებულია, ავეჯითა და ტექნიკითაა აღჭურვილი“, - ამბობს ნათია აბაშიძე.
კოხტა მიტარბის კომპლექსის გაყიდვების დირექტორი ამბობს, რომ შესაძლოა, ამ ტერიტორიაზე კიდევ ერთი კომპლექსი აშენდეს, თუმცა ჯერ-ჯერობით მშენებლობის დაწყების ვადა უცნობია. „მანამდე გრძელდება ინფრასტრუქტურის მოწყობა, გაიხსნება რამდენიმე მაღაზია“.
შეგახსენებთ, რომ კურორტი გამოირჩევა უნიკალური ადგილმდებარეობით, განსაკუთრებული მიკროკლიმატით და ეკოლოგიით, რომელსაც ჯანმრთელობისთვის უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. გაზაფხული, ფიჭვის ყვავილობიდან გამომდინარე, სამკურნალო პერიოდია. შემოდგომაზე ბუნებას არაჩვეულებრივი ფერთა გამა ამშვენებს.
კოხტასა და მიტარბის მდებარეობა ზამთარში სამთო სპორტის მოყვარულთათვის ნებისმიერ ამინდში იდეალურია. ზაფხული მშვენიერია ჰარმონიული შვებულების გასატარებლად.
„პროექტის უმაღლესი სტანდარტის და ორივე ლოკაციის ბუნებრივი სიმდიდრის გამო კურორტი მიმზიდველია საოჯახო დასვენების მსურველთათვის, ახალგაზრდა ოჯახებისთვის, სპორტული აქტივობის მოყვარულთათვის, ტურისტებისა და მათთვის, ვინც წელიწადის ნებისმიერ დროს ბუნების მშვენიერებას, უნიკალური და სამკურნალო ხემცენარეების გარემოს, ჯანსაღ ჰაერსა და ხმაურიანი ქალაქისგან განტვირთვას ეძებს“, - აცხადებენ კომპანიაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.