მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კომაროვის სკოლის დირექტორი, ვახტანგ ჯაოშვილი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლის შესახებ

news image
mbc image

თანამედროვე სამყაროში ქვეყნის წარმატებას ტექნოლოგიური პროგრესი განსაზღვრავს. მაგალითად, ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორებიცაა ფინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, გერმანია, აშშ და ა.შ სკოლის ადრეული საფეხურიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა STEM განათლებას, რადგან სწორედ ის ქმნის მომავლის ეკონომიკისა და ინოვაციების საფუძველს.

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი ინიციატივა, STEM სკოლა, საქართველოში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. პროექტის მიზანია აღმოაჩინოს და მხარი დაუჭიროს მეცნიერებებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.

ამასთან, საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, მიზნად ისახავს, ახალგაზრდებისთვის მომავლის პროფესიები კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახადოს. ამიტომ, ყოველწლიურად, საუკეთესო შედეგის მქონე 90 მოსწავლეს სწავლას უფინანსებს - მათგან 60 უმაღლესი ქულის მქონე ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 მათგანი კი 50%-იან გრანტს მიიღებს.

სასწავლო პროცესის ონლაინ ფორმატში არსებობამ კი, ფაქტობრივად, გეოგრაფიული ბარიერი გააქრო. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია ჩაერთოს პროექტში და მიიღოს ხარისხიანი განათლება.

როგორ იქცა STEM სკოლა ცნობისმოყვარე მოსწავლეებისთვის მოტივაციის წყაროდ და რატომ არის STEM განათლება მნიშვნელოვანი დღევანდელი თაობისთვის - ამაზე კომაროვის სკოლის დირექტორი, ვახტანგ ჯაოშვილი გვესაუბრება:

რამდენად მნიშვნელოვანია STEM განათლება ახალი თაობებისთვის?

STEM განათლების გაძლიერება ნიშნავს ქვეყნის მომავლის გაძლიერებას. ეს არის გზა, რომლითაც ჩვენი ახალგაზრდები გახდებიან ინოვაციების არა მხოლოდ მომხმარებლები, არამედ შემქმნელები. STEM სკოლა მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ თანამედროვე ცოდნა და გამოიმუშაონ საერთაშორისო სტანდარტების უნარები. დღეს STEM განათლება მთელი მსოფლიოს ტენდენციაა და საქართველოც უნდა იყოს ამ პროცესის ნაწილი.

როგორ დამეგობრდნენ საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა?

STEM-ის მიმართულებით დიდი ხანია ვთანამშრომლობთ საქართველოს ბანკთან. რამდენიმე წარმატებული პროექტის შემდეგ ჩვენი პარტნიორები დაინტერესდნენ კომაროვის სკოლის ახალი სასკოლო საგნის „ციფრული ინჟინერიის” კურიკულუმით და გაჩნდა იდეა, საქართველოს ბანკთან ერთად შეგვექმნა, შესანიშნავი პროექტი, STEM სკოლა. გარდა იმისა, რომ პროექტზე მუშაობისას ბევრი საინტერესო გამოცდილება დაგვიგროვდა, ორი განსხვავებული კულტურის ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობა სასარგებლო აღმოჩნდა ჩვენთვის. ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებით, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი გამოგვივიდა. STEM სკოლის იდეამ განვითარება STEM ოლიმპიადის სახით იპოვა. უკვე ზედიზედ, ორი წელია ვატარებთ STEM ოლიმპიადას, რომელიც არა მხოლოდ შეჯიბრებაა, არამედ მოიცავს საგანმანათლებლო კომპონენტებსაც. ბავშვებს ვასწავლით მიკროკონტროლერების დაპროგრამებას, მოსწავლეები ეჩვევიან გუნდურ მუშაობას, ინოვაციურ ხედვასა და კრიტიკულ აზროვნებას.

რამდენად წარმატებული გამოდგა პროექტი და როგორ გაგრძელდება მომავალში?

STEM სკოლა ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, ადრეულ ასაკშივე ისწავლონ კვლევა, ექსპერიმენტირება და ტექნოლოგიების გამოყენება. ეს არა მხოლოდ მათ პირად წარმატებას უზრუნველყოფს, არამედ ქვეყნის ეკონომიკასაც გააძლიერებს. მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის ხარისხიანი სწავლება ქმნის ისეთ მომავალ თაობას, რომელიც კონკურენტუნარიანია საერთაშორისო სივრცეში.

ვფიქრობ, STEM მიმართულებით ჩვენი პროექტები დროთა განმავლობაში შესაძლებელია, გახდეს საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები. თუმცა იქამდე, აუცილებელია, STEM განათლება მივიტანოთ უფრო მეტ ადამიანამდე ჩვენს ქვეყანაში. მოსწავლეებს კი ვეტყოდი, გარდა იმ გაცნობიერებული პრობლემებისა, რომლებსაც STEM-ის სწავლებით გადაჭრიან, მათ წინ აქვთ ისეთი ამოცანების გადაჭრის სიამოვნება, რომელსაც ჯერ ვერც კი წარმოიდგენენ. ამ სფეროში შესაძლებლობები უსაზღვროა.

STEM სკოლამ უკვე ბევრი საინტერესო და ნიჭიერი მოსწავლე გაგვაცნო - მომავალი გამომგონებლები, ინჟინრები, მკვლევრები და მეცნიერები, წინ კიდევ დიდი გზაა. საქართველოს ბანკი კი განაგრძობს მრავალფეროვანი თანაბარი საგანმანათლებლო პროექტების შექმნას ყველასთვის, ვინც ცნობისმოყვარეა, სვამს კითხვებს, ეძებს პასუხებს, სწავლობს და არასოდეს ჩერდება.

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს:  ganatleba.bog.ge

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა