მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კომფორტული, სანდო - როგორ აფასებს კომპანია “სკამი” საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკს

news image
mbc image

ბიზნესის მართვის პროცესი ყოველდღიურად სხვადასხვა გამოწვევებს უკავშირდება. ტრანზაქციები, ფინანსების ანალიზი, დოკუმენტაციის მართვა თუ სხვა საჭიროებები მცირე თუ დიდი ბიზნესისთვის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. სწორედ ამ პროცესების გამარტივების მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებელთა საჭიროებაზე მაქსიმალურად მორგებულ პლატფორმას — ბიზნეს ინტერნეტბანკს დიდი ხანია, ბიზნესებს სთავაზობს. ბიზნეს ინტერნეტბანკის მომხმარებლებს მხოლოდ ერთი სივრციდან შეუძლიათ თანამშრომლებისთვის ხელფასის ჩარიცხვა, ამონაწერის გაკეთება, კომუნალურების გადახდა, პარტნიორებთან თანხის გადარიცხვა და სხვა ოპერაციების შესრულება.

ბიზნეს მომხმარებლებისთვის კომფორტული გარემოს უზრუნველსაყოფად საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მათ განვითარებაზე მუშაობას. ბიზნესების საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით ფუნქციონალების გაუმჯობესება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რის გამოც ბიზნეს ინტერნეტბანკის მომხმარებელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

ინტერიერის დიზაინის და ავეჯის მაღაზია სკამი ბიზნეს ინტერნეტბანკს აქტიურად იყენებს. იმის შესახებ, თუ რას სთავაზობს ქართული კომპანია მომხმარებლებს და როგორია ბიზნეს  ინტერნეტბანკთან ურთიერთობის გამოცდილება, სკამის დამფუძნებელი დირექტორი, გიორგი სურგულაძე, გვესაუბრა.

“სკამი არის ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს სკანდინავიური სტილის ხის ავეჯს სასადილო სკამებისა და მაგიდების მიმართულებით. ჩვენ კარგად გვესმის ჩვენი მომხმარებლების სურვილები და მათ ავეჯის წამყვანი საერთაშორისო ტრენდების ბაზაზე ვთავაზობთ ფართო ასორტიმენტს, ფერებისა და ზომების შეუზღუდავი არჩევანით. ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებლებმა სრულად შეძლონ საკუთარ გემოვნებასა და ინტერიერს ავეჯის თითოეული დეტალი მოარგონ”, — ამბობს გიორგი სურგულაძე.

ბიზნესის მართვის პროცესში გიორგი სურგულაძე ბიზნეს ინტერნეტბანკს ყოველდღიურად იყენებს. გადარიცხვის ფუნქცია და ფინანსური მენეჯერი კი, გიორგის აზრით, ბიზნეს ინტერნეტბანკის ყველაზე კომფორტული ფუნქციონალებია.

“ბიზნეს ინტერნეტბანკს კომპანიის ფინანსური საქმიანობისთვის სხვადასხვა ოპერაციის განხორციელებისას ვიყენებთ. ამ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ბიზნეს ინტერნეტბანკი არის ძალიან გამართული, მეგობრული და სანდო სისტემა, ამასთანავე, მუშაობს შეფერხების გარეშე. ბიზნეს ინტერნეტბანკის ფუნქციონალებიდან ჩემთვის ყველაზე კომფორტულია ფინანსური მენეჯერის ფუნქციონალი, გადარიცხვის ფუნქციონალი, ამონაწერის გაკეთების სიმარტივე და სისწრაფე, ასევე, ავტორიზაციის შეუფერხებლად მუშაობა. ყოველდღიურ რეჟიმში ვიყენებთ გადახდის და გადარიცხვის ფუნქციებს, რომლებიც კომფორტული, სანდო, სწრაფი და შეუფერხებელია”, — აღნიშნა გიორგი სურგულაძემ.

გიორგის თქმით, ნაშთების შემოწმების ფუნქცია ფინანსების მართვის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს. შეგახსენებთ, რომ ბიზნეს ინტერნეტბანკის მომხმარებლებს ბიზნეს ანგარიშზე არსებული ნაშთისა და განხორციელებული ტრანზაქციების შემოწმება ნებისმიერ დროს შეუძლიათ, რადგან ყველა გადარიცხვის შემდეგ ანგარიშზე ნაშთის ცვლილება მომენტალურად ისახება.

“ერთ-ერთი მთავარი კომფორტი, რაც საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკმა მოგვცა, არის ნაშთების ასახვის სისწრაფე და სიზუსტე (გადარიცხვების მომენტალურ ასახვასთან ერთად, დიდი კომფორტია ტერმინალით გატარებული ტრანზაქციების მომენტალური ასახვა, საგანვადებო ჩარიცხვების მომენტალური ასახვა). ნაშთების შემოწმება სიზუსტისა და კონტროლისთვის შეუცვლელი ფუნქციაა. ზოგადად კი, კომპანიის ფინანსების მართვის კუთხით, ყველა ფუნქციონალის ერთიანობა ამარტივებს და ასწრაფებს პროცესებს”, — ამბობს გიორგი.

თუ ჯერ კიდევ არ ხართ ბიზნეს ინტერნეტბანკის მომხმარებელი, რეგისტრირებას ამ ბმულზე შეძლებთ. საქართველოს ბანკის სხვა ბიზნეს პროდუქტებსა და სერვისებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ აქ. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში სულ მარტივად ონლაინ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა