მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კომპანი „ციმციმი“ ასორტიმენტს აფართოებს

news image
mbc image

სურნელოვანი სანთლების მწარმოებელი კომპანია Tsimtsimi • ციმციმი, რომელიც სულ რაღაც ერთი წლის წინ გამოჩნდა ბაზარზე, საკუთარ მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს. კომპანიამ, სანთლების ხაზს დაამატა ხელნაკეთი საპნების ხაზიც. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა ნინო გუგავამ განუცხადა. მისივე თქმით, ახალმა პროდუქციამ დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა.

„ჩვენი კომპანია, „ციმციმი“ ზუსტად 1 წლის წინ გამოჩნდა ბაზარზე.  გამოჩენის დღიდან  ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოების მხრიდან. სანთლებს, რომელსაც ვაწარმოებთ ძალიან სასიამოვნო არომატი აქვს და მიმაჩნია, რომ განწყობასაც აუმჯობესებს. გარდა ამისა, გვაქვს ახალი მიმართულება. სულ რაღაც ერთი თვეა რაც დავიწყეთ ხელნაკეთი საპნების დამზადება, რომელიც ასევე დიდი მოწონებით სარგებლობს მომხმარებლებში. ჩვენ ვამზადებთ საფერავის, იასამნის, იაპონური საკურას და ა.შ ხელნაკეთ საპნებს ნატურალური ინგრედიენტებით. სანთლების შემთხვევაში თუ ვიყენებთ სოიოს ცვილს, საპნების შემთხვევაში ვიყენებთ ყურძნის წიპწის ზეთს, შიის კარაქს და ვამზადებთ საპნებს, რომელიც სასარგებლოა და ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობს“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ნინო გუგავა.

პროდუქციის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა მზარდია, როგორც ქართველების, ასევე უცხოელების მხრიდან.

„ჩვენ ვინაიდან არ გვქონია დიდი მარკეტინგული ბიუჯეტი ძალიან მცირე და მწირი რესურსებით ვახერხებთ ცნობადობის გაზრდას. გაყიდვების ტენდენცია ცალსახად მზარდია. უცხოლებს ძალიან მოსწონთ ჩვენი პროდუქცია და ძალიან ბევრი გვყავს ისეთი მომხმრებელი, რომელიც განმეორებით არაერთხელ ახდენს შეძენას. ქართველებს რაც შეეხება მათი მხრიდანაც ძალიან დიდი დაინტერესებაა. ამასთან, პროდუქცია ერთმანეთთან კომბინაციაში დავამზადეთ, მაგალითად იასამნის სანთელი და იასამნის საპონი, საფერავის სანთელი და საფერავის საპონი. ყველა პროდუქტი ხელნაკეთია. ჩვენ არ გვაქვს დიდი ქარხანა ვართ საწარმოს დონეზე და ამის კვალობაზე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ძალიან კარგი გაყიდვები გვაქვს. იმ პირობებთან მიმართებაში, რასაც ჩვენ რეკლამაში ვახარჯავთ და როგორი წარმადობაც გვაქვს. სხვათაშორის, ერთ-ერთმა ბანკმა საახალწლოდ და 8 მარტისთვის შეგვიკვეთა კორპორატიული საჩუქრებისთვის, რაც იმდენად დიდი შეკვეთა იყო რომ ვერ ავუდიოდით კეთებას და კომპანიის თითოეული თანამშრომელი ვიყავით ჩართული ამ შეკვეთის დამზადებაში“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

„ციმციმს“ არაერთი კონკურენტული უპირატესობა გააჩნია, ყველაზე მთავარია კი ქართული წარმოებაა.

„პირველ რიგში, კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად მივიჩნავ იმას რომ არის ქართული წარმოება. მეორე და ერთ-ერთი მთვარი კონკურენტული უპირატესობა არის ის, რომ საქმეს ვაკეთებთ გულით. თითოეულ სანთელს, თითოეულ საპონს ჩვენი საკუთარი ხელებით, არაფერს არ "ვაფუჩეჩებთ" და ამას მომხმარებელი აუცილებლად გრძნობს და ხედავს, რომ სიყვარულით და გულით არის ყველაფერი გაკეთებული. გარდა ამისა, უპირატესობა არის ის რომ ჩვენ ღვინოს, დამატებით დატვირთვას ვძენთ - ეს კი  ტურისტებს ძალიან მოსწონთ. ხელნაკეთს თავისი ხიბლი აქვს “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი ნინო გუგავა.

ცნობისთვის, სანამ  კომპანია ბაზარზე დაიწყებდა ოპერირებას დაახლოებით 6 თვე ახორციელებდა რეცეპტების შემუშავების, სწავლების, დატესტვის პროცესებს. „ციმციმი“ მუშაობს ნატურალური, ბუნებრივი ინგრედიენტებით და გამოირჩევა განსხვავებული, სასიამოვნო სურნელით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა