მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კომპანია „არსი" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

news image
mbc image

„არსი" საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი დეველოპერული კომპანია, რომელიც 1989 წელს დაარსდა და მისი ისტორია უკვე 35 წელს ითვლის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. არქიტექტურულმა კომპანიამ 1992 წლიდან დაიწყო ბინათმშენებლობა. ამ პერიოდის განმავლობაში „არსის" მიერ არაერთი პროექტი განხორციელდა როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში.

 

2013 წლიდან ,,არსი" ესტონურ კომპანია ,,FIRST TELECOM TRADING"-თან ერთად იწყებს განსხვავებული კონცეფციის პროექტების შეთავაზებას მომხმარებლებისთვის, რაც გულისხმობს არა ცალკეული სახლების, არამედ ურბანული საცხოვრებელი კომპლექსების შექმნას.

 

აღსანიშნავია, რომ ქართულ-ესტონური ჯგუფის პირველი წარმატებული პროექტი „შენი სახლი ჯიქიაზე" იყო, სადაც  5.5 ჰექტარზე ახალი საცხოვრებელი უბანია განაშენიანებული. კომპლექსი მოიცავს 28 საცხოვრებელ სახლს, კომერციულ ფართებს, სარეკრეაციო და საზოგადოებრივ სივრცეებს. აღნიშნული კომპლექსი დღეს თბილისში საცხოვრებლად ერთ-ერთ მიმზიდველ ლოკაციად ითვლება, სადაც დაახლოებით 3,500 ადამიანი ცხოვრობს.

 

მსგავსი კონცეფციით კომპანიის მიერ დასრულებული და მიმდინარე პროექტებია: „შენი სახლი კიკვიძის ბაღთან", „შენი სახლი სამგორში", „შენი სახლი ლისზე", „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე".

 

კომპანიას 2013 წლიდან დღემდე უკვე აშენებული და დასრულებული აქვს ჯამში 55 საცხოვრებელი სახლი, რომელთა  საერთო მოცულობა 275,000 კვ.მ-ია.

 

ბოლო 10 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 100 მლნ. ლარს შეადგენს, ხოლო ბიუჯეტში გადახდილი თანხა - 60 მლნ-ზე მეტია.

 

„მივესალმებით კომპანია „არსის" საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. „არსი" ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა, რომელმაც უმსხვილესი პროექტები განახორციელა ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. კომპანია წარმატებით ახორციელებს თავის მიზანს და ქმნის საუკეთესო საცხოვრებელ გარემოს, სადაც მნიშვნელოვანია ხარისხი და მომხმარებლის ინტერესები. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო უკეთ შევძლებთ ბიზნეს ინტერესების ადვოკატირებასა და შესაბამისად, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა