მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

კომპანია „ბიოქიმფარმმა“ ევროპის საპატენტო ოფისის პრეზიდენტსა და „საქპატენტის“ თავმჯდომარეს უმასპინძლა

news image

კომპანია „ბიოქიმფარმმა“ უმასპინძლა ევროპის საპატენტო ოფისის პრეზიდენტს, ანტონიო კამპინოსსა და „საქპატენტის“ თავმჯდომარეს სოსო გიორგაძეს, დელეგაციებთან ერთად.

მაღალი რანგის სტუმრებმა, მოინახულეს ბიოქიმფარმის ევროპული GMP (Good Manufacturing Practice) სტანდარტებით სერტიფიცირებული ფაგების ისტორიული საწარმო და გაეცნენ ფაგიო®-სა და სხვა ფაგების პრეპარატების წარმოების ტექნოლოგიურ პროცესს.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს საწარმოო ტურზე ბიოქიმფარმის გენერალურმა მენეჯერმა, რატი ღოლიჯაშვილმა და კომპანიის გუნდმა უმასპინძლეს. მხარეებმა განიხილეს ფაგოთერაპიისა და ფაგების ტექნოლოგიის განსაკუთრებული როლი, რომელსაც ის ასრულებს ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან ბრძოლაში და ზოგადად ინტელექტუალური საკუთრებისა და პატენტების მნიშვნელობა ეკონომიკური ღირებულების შექმნაში.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ბიოქიმფარმმა უმასპინძლა ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფაგოთერაპიის მზარდ მნიშვნელობასა და საქართველოს პოტენციალს ამ მიმართულებით. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინოვაციური ფარმაცევტული პროდუქტების შექმნისთვის. გვიხარია, რომ ამ მიმართულებით გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ორგანიზაციებთან“ - განაცხადა ბიოქიმფარმის გენერალურმა მენეჯერმა, რატი ღოლიჯაშვილმა.

ბიოქიმფარმი არის ერთადერთი GMP-სერტიფიცირებული და ავტორიზებული ფარმაცევტული მწარმოებელი საქართველოში, რომელიც აწარმოებს სტერილურ სითხოვან დოზირებულ ფორმებსა და ფაგებზე დაფუძნებულ სამკურნალო საშუალებებს. ამავე დროს კომპანია არის ფაგებზე დაფუძნებული სამკურნალო საშუალებების ერთადერთი ექსპორტიორი ფართო რეგიონსა და საერთაშორისო ბაზრებზე.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბაზრის ტენდენციები, რეგიონული ზრდა და ახალი სერვისები - როგორია „ნაკადურის“ განვითარების ხედვა

24.04.2026.18:00

„ნაკადური“ არის კომპანია, რომლის საქმიანობა ხის კოტეჯებისა და სახლების მშენებლობას მოიცავს. ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე, სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს, ედიკა ელბაქიძეს ესაუბრა.

„ბაზარზე არსებული ტენდენციის მიხედვით, მოთხოვნა ძირითადად საშუალო და მცირე ზომის სახლებზე ფიქსირდება - დაახლოებით 60–70 კვადრატის ფარგლებში. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, მათ შორის 100 კვადრატისა და უფრო დიდი ზომის სახლები. ასევე გვაქვს რამდენიმე პოპულარული პროექტის ვერსია, რომლებიც მომხმარებლების მხრიდან განსაკუთრებით მოთხოვნადია და რომელთა დიზაინის მიხედვითაც უკვე რამდენიმე ლოკაციაზე განხორციელდა მსგავსი ტიპის სახლების მშენებლობა.

ვოპერირებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით - მოთხოვნა ყველა რეგიონიდან გვაქვს. ბოლო პერიოდში რამდენიმე პროექტი განვახორციელეთ კახეთში, ასევე მცხეთის მუნიციპალიტეტში. დასავლეთ საქართველოშიც გვაქვს დაგეგმილი პროექტები და ზოგადად, ყველა რეგიონიდან ვიღებთ შეკვეთებს. ამ ეტაპზე მაღალმთიან რეგიონებში - ზემო აჭარასა და სვანეთში პროექტები ჯერ არ განგვიხორციელებია, თუმცა აჭარაში უახლოეს პერიოდში პროექტის დაწყება დაგეგმილია “, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.

„ნაკადური“ მშენებლობის პროცესს საშუალოდ 2–3 კვირაში ასრულებს.

„მშენებლობის ვადები დიდწილად დამოკიდებულია პროექტის სირთულესა და კვადრატულობაზე. ძირითადად მოთხოვნა საშუალო ზომის სახლებზეა - დაახლოებით 60, 70 ან 80 კვადრატის ფართობის პროექტებზე. ასეთ შემთხვევაში მშენებლობა, როგორც წესი, დაწყებიდან 2–3 კვირაში სრულდება. მთავარია, ამინდი და სხვა გარემო ფაქტორები არ იყოს ხელისშემშლელი.

როდესაც ჩვენი გუნდი ადგილზე იწყებს მუშაობას, მშენებლობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პარალელურად რამდენიმე პროექტს არ ვახორციელებთ, რის გამოც ერთი ობიექტის დასრულება და შემდგომი პროექტის დაწყება სწრაფად ხდება.

მასალად ძირითადად ვიყენებთ ფიჭვს, რომელიც იმპორტირებულია რუსეთიდან და ბელარუსიიდან. რაც შეეხება ტრანსპორტირებას, ჩვენს მომსახურებაში შედის მასალების დამკვეთის მიწის ნაკვეთზე მიტანა. ადგილზე ხდება დამატებითი დამუშავება და ყველა საჭირო სამუშაოს შესრულება შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებით, მშენებლობის პროცესის შესაბამისად “, - აღნიშნავს ედიკა ელბაქიძე.

სამომავლოდ კომპანია მომხმარებელს დამატებითი სერვისების შეთავაზებას გეგმავს.

„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გვინდა მომხმარებელს სახლის მშენებლობის გარდა დამატებითი სერვისებიც შევთავაზოთ - მათ შორის კანალიზაციის სისტემების ანტისეპტიკური დამუშავება, ავტომატიზებული გადაწყვეტილებები და ეზოს მოწყობის მომსახურება. ასევე გვაქვს დაგეგმილი რამდენიმე სიახლე, რომელთა შესახებ დეტალების გასაჯაროებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ “, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ კომპანიის ვებგვერდს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა