მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გენერალური პარტნიორია

news image
mbc image
კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გენერალური პარტნიორია.
კომპანია “Coca-Cola Bottlers Georgia” უკვე ათწლეულებია, რაც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სასმელების წარმოებით; იგი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, დასაქმებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი წამყვანი ძალაა.
გლობალური ბრენდის გამოცდილებისა და ადგილობრივი გუნდის პროფესიონალიზმის სინერგიამ კომპანიას საშუალება მისცა, ყოფილიყო არა მხოლოდ ბაზრის ლიდერი, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და ტურიზმის განვითარების სტრატეგიული პარტნიორი.
დღეს Coca-Cola Bottlers Georgia არის ძლიერი კომპანია, რომელსაც მომხმარებელი ენდობა და რომელიც მუდმივად ქმნის ახალ შესაძლებლობებს რეგიონისთვის.
წყალი მთის - უმაღლესი ხარისხის, მზარდი და დინამიური ნატურალური, მინერალური წყალია. კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ ახალ ქარხანაში „მთის" წყლის 0%-იანი ბრომატით გამოშვება დაიწყო; რაც ნიშნავს იმას, რომ “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” წყალს ქიმიური ნივთიერებების გარეშე აწარმოებს და მომხმარებელს სრულად ბუნებრივი მინერალური წყლის შემადგენლობით აწვდის.
სწორედ პრემიუმ ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილების გამო, წყალი “მთის” კომპანია "კოკა-კოლას" პორტფელში 500-ზე მეტ სხვა ბრენდთან ერთად არის დარეგისტრირებული. ეს კი წყალი “მთის” შესაძლებლობას აძლევს, “კოკა-კოლას” სახელით წარმოდგენილი პირველი ქართული ბრენდი იყოს საერთაშორისო ბაზარზე.
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა