კომპანია E60 shipping Line ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრი გახდა
ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ახალი წევრი ჰყავს.
კომპანია E60 shipping Line-ი უკვე EUGBC-ის წევრია. როგორც ცნობილია, კომპანია E60 shipping Line-ი ახორციელებს საბორნე მიმოსვლას საქართველოს და რუმინეთს შორის შავ ზღვაზე. E60 shipping Line-ი არის პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით ტრანსპორტირების, ლოგისტიკისა და ნავსადგურების ოპერირების მიმართულებით მომხმარებელს სთავაზობს შეუფერხებელ ტრანსპორტირებას ფოთის და კონსტანცას ნავსადგურებს შორის.
როგორც საზღვაო დამაკავშირებელი E60 მაგისტრალისთვის, რომელიც გადის საფრანგეთიდან ყირგიზეთამდე, E60 Shipping Line-ის რეგულარული მიმოსვლა შავ ზღვაზე ხელს უწყობს ტრანსპორტირების განხორციელებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტრანს-კასპიური შუა დერეფნის განვითარებაში.
კომპანია აკავშირებს ქვეყნებსა და რეგიონებს ეფექტური და საიმედო საბორნე ოპერაციების მეშვეობით, ამასთან, უზრუნველვყოფს სატვირთო და მსუბუქი მანქანების, კონტეინერების და არაგაბარიტული ტვირთების სწრაფ და კომფორტულ ტრანსპორტირებას.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.