კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგენა
Eagle Hills (არაბთან გაერთიანებული საამიროები) საერთაშორისო პორტფელს ზრდის. ლანდშაფტსა და ცხოვრების მაღალ ხარისხზე ორიენტირებული მორიგი პროექტი, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ხელუხლებელ ეკოლოგიურ გარემოში აშენდება.
აბუ-დაბიში დაფუძნებულმა უძრავი ქონების დეველოპერულმა და საინვესტიციო კომპანია Eagle Hills-მა, მონტენეგროში შასის ტბის სანაპიროზე დასასვენებელი და საცხოვრებელი კომპლექსის- ŠAS Heights მშენებლობის შესახებ 14 მაისს გამოაცხადა.
პროექტი მონტენეგროს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და დაცულ რეგიონში განხორციელდება. Eagle Hills-ს სხვა პროექტების მსგავსად, ŠAS Heights ლანდშაფტთან ინტეგრირებული პროექტია.
კომპანიის განვითარების ფილოსოფია გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებისა და კეთილდღეობის შექმნას ეფუძნება. პროექტის მიზნია, სტუმარ-მასპინძლობის, საცხოვრებელი გარემოსა და გარემოსდაცვითი ბალანსის შექმნა დაბალი სიმჭიდროვის გენერალური გეგმის ფარგლებში, რაც სიმყუდროვესა და ბუნებასთან კავშირს უზრუნველყოფს.
ეს პროექტი კიდევ უფრო აძლიერებს Eagle Hills-ის მზარდ გლობალურ პორტფელს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მოიცავს: 100 000-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს; 50-ზე მეტ სასტუმროს და 10000-ზე მეტ სასტუმრო ნომერს; 6 სავაჭრო ცენტრს.
ŠAS Heights გააერთიანებს სტუმარ-მასპინძლობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს, ბიომრავალფეროვნებითა და ბუნებრივი სილამაზით გამორჩეულ გარემოში.
ბუნებისა და ცხოვრების მაღალი ხარისხის შერწყმაზე დაფუძნებული პროექტი
როგორც სრულყოფილი დანიშნულების ადგილი, ŠAS Heights მოიცავს: მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსს; კერძო ვილებს; სერვისულ აპარტამენტებსა და ველნესს.
კომპლექსი შედგება 29 პრემიუმ კლასის ვილისგან, 30 საცხოვრებელი კორპუსისა და 69 სასტუმრო ნომრისგან. ყველა მათგანი დაპროექტებულია ისე, რომ შენარჩუნდეს ხედები, სივრცე და ჰარმონია ბუნებასთან. მთებსა და შასის ტბას შორის მოქცეული არქიტექტურა, ორიენტირებულია ტბისა და მთების პანორამულ ხედებზე. პროექტის იდენტობის მთავარი ნიშანია ადგილობრივი ფლორა, ნატურალური მასალები და ღია რელიეფი.
თავად შასის ტბა აღიარებულია გადამფრენი და ადგილობრივი ფრინველების მნიშვნელოვან ჰაბიტატად, რაც ტერიტორიის განსაკუთრებულ ბიომრავალფეროვნებაზე მიანიშნებს. პროექტი ეყრდნობა ეკო-ცნობიერ მიდგომას, რომელიც ფოკუსირებულია გარემოსდაცვით პასუხისმგებლობასა და მდგრადი ტურიზმის განვითარებაზე.
სტრატეგიული მდებარეობა
ŠAS Heights მდებარეობს მონტენეგროს სამხრეთ ნაწილში, სამ საერთაშორისო აეროპორტთან: პოდგორიცა (93.5 კმ); ტივატი (108 კმ); დუბროვნიკი (157 კმ).
დანიშნულების ადგილი ასევე ახლოსაა იუნესკოს (UNESCO) მიერ დაცულ კოტორის ყურესთან და ადრიატიკის სანაპიროსთან. ზღვის დონიდან 20-45 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ŠAS Heights სტუმრებს სიმშვიდეს, სიმყუდროვესა და ხარისხს შესთავაზებს.
მონტენეგროს მდგრადი ტურიზმის ხედვის მხარდაჭერა
ŠAS Heights ჩაფიქრებულია როგორც ყველა სეზონის დანიშნულების ადგილი, რომელიც ხელს შეუწყობს ულცინისა და ადრიატიკის რეგიონის საერთაშორისო პოზიციონირებას. მოსალოდნელია, რომ პროექტი მიიზიდავს საერთაშორისო ვიზიტორებს, რომლებიც ეძებენ ველნესს, ბუნებასთან სიახლოვეს და უმაღლეს ხარისხს.
მოჰამედ ალაბარის ხელმძღვანელობით, Eagle Hills-მა შექმნა ინტეგრირებული მიმართულებების გლობალური პორტფელი, რომელიც გამოირჩევა მკაფიო არქიტექტურითა და გრძელვადიანი ღირებულებით. საამიროებიდან ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკამდე, თითოეული პროექტი ერთგულია კომერციულად მდგრადი და გარემოსთან მჭიდროდ დაკავშირებული პროექტებისადმი.
„Šas Heights გამოხატავს ჩვენს რწმენას, რომ ყველაზე ღირებული დანიშნულების ადგილები გარემოსთან ჰარმონიაში იქმნება. პროექტის ყოველი დეტალი გათვლილია შასის ტბის ბუნებრივი ხასიათის შენარჩუნებაზე,“ – აცხადებენ კომპანიაში.
Eagle Hills აბუ-დაბიში დაფუძნებული კერძო დეველოპერია, რომლის პორტფელის ჯამური საინვესტიციო ღირებულება, 17-ზე მეტ ქვეყანაში, 80 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. კომპანია ქმნის ობიექტებს, რომლებიც გამოირჩევა მაღალი არქიტექტურული ხარისხითა და ლანდშაფტთან კავშირით.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.