კომპანია ICE სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა BATUMI BUILD 2024-ში მიიღებს მონაწილეობას
კომპანია ICE • აი-სი-ი 6-7-8 დეკემბერს ბათუმში დაგეგმილ რიგით მე-13 სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა BATUMI BUILD 2024-ში მიიღებს მონაწილეობას. როგორც Business Insider Georgia-ს ICE-ს დირექტორმა გიორგი ბახრაძემ განუცხადა, კომპანიისთვის მსგავსი ტიპის საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია.
„ჩვენ წლების საქართველოს ბაზარზე ვოპერირებთ და ლიფტების, ესკალატორების, ტრაველატორებისა და გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის მიმართულებით ვაწვდით ხარისხიან სერვისს და რაც მთავარია პრემიუმ სეგმენტის პროდუქციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდოს და ამისათვის სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში, თუ კონფერენციებში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია, რადგანაც საერთაშორისო ღონისძიებებზე ბევრი არსებული თუ პოტენციური პარტნიორი იღებს მონაწილეობას, რომელთა საქმიანობისთვისაც ჩვენი სერვისი საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს“, - განაცხადა ICE-ს დირექტორმა.
ბათუმში რიგით მე-13 BATUMI BUILD-ზე დასწრება, რომელსაც 6 დეკემბერს სასტუმრო „შერატონ ბათუმი“ უმასპინძლებს, ნებისმიერი მსურველისთვის არის თავისუფალი.
აღსანიშნავია, რომ ICE საქართველოში ბევრი მსოფლიო ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია.
გათბობა-კონდიცირება-ვენტილაცია
აი-სი-ი უკვე 13 წელია ბაზარზე ოპერირებს გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების მიმართულებით. დღესდღეობით დარგის ერთ-ერთი ლიდერია, რასაც მოწმობს ის მასშტაბური და გრანდიოზული პროექტები, რომელზეც კომპანია წლების განმავლობაში მუშაობს. ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების - OTIS, TOSHIBA, CARRIER, LENNOX გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებს.
ლიფტები, ესკალატორები, ტრაველატორები
აი-სი-ი OTIS-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.
კომპანია საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებლის უმაღლესი ხარისხის პროდუქციას;
ICE-მ ლიფტები და ესკალატორები დაამონტაჟა ისეთ გრანდიოზულ პროექტებზე, როგორებიცაა: „ორბი თვინ თაუერი“, „ბიჩ თაუერი“, „რამადა პლაზა“, „გალერია თბილისი“, „სითი მოლი საბურთალო“, „მარიოტ მოქსი“ , „რედკო ახალი გუდაური“, „თბილისი გარდენს“ , „დომუსი იპოდრომი“, „სითი დეველოპმენტი ვაკე“ , „ინდეკო რეზიდენსი“, „ფრანგული უბანი“, „ეკომეტრი რეზიდენსი“ და სხვა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.