კომპანია ,,იმპოსტი ჰოლდინგი’’ 17 წლისაა!
სამშენებლო - საინჟინრო კომპანია ,,იმპოსტი ჰოლდინგი’’ უკვე 17 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ განვითარების მნიშვნელოვანი გზა განვლო, დააგროვა მრავალწლიანი გამოცდილება და განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ქვეყნის მასშტაბით.
სამშენებლო, სარესტავრაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების სრული ციკლი, საინჟინრო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, მომსახურება რთულად მისადგომ რეგიონებსა და რთულ კლიმატურ პირობებში, „იმპოსტი ჰოლდინგს“ ბაზარზე გამორჩეულ პოზიციას ანიჭებს.
17 წელი ნიშნავს სტაბილურობას, სანდოობას და პროფესიონალიზმს. თითოეული პროექტი შესრულებულია თანამედროვე სტანდარტების დაცვით, უმაღლესი ხარისხის პროდუქციითა და გამოცდილი გუნდის მონაწილეობით. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე, ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებზე.
დღეს, 17-წლიანი იუბილეს აღნიშვნისას, ,,იმპოსტი ჰოლდინგი’’ მადლობას უხდის პარტნიორებს, თანამშრომლებსა და მომწოდებლებს მრავალწლიანი ნდობისა და თანამშრომლობისთვის.
,,იმპოსტი ჰოლდინგი’’ ქმნის პროდუქტს, რომელიც უძლებს დროს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.