კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” და “ჰორეკა” სექტორის შეხვედრა
კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” მნიშვნელოვან გარემოსდაცვით ინიციატივას იწყებს - მინის ტარის სეპარირებულ შეგროვებასა და ტრანსპორტირებას, რათა მინა გადამუშავების ციკლში მაქსიმალურად დაბრუნდეს. პროექტის საწყისი ეტაპი ჰორეკას (სასტუმრო/ რესტორანიბი/კაფე) სექტორთან მუშაობაა.
პროექტი მყარი ნარჩენების შემცირებას, რესურსების ხელახალ გამოყენებასა და ქვეყნის მასშტაბით უფრო მდგრადი ნარჩენების მართვის პრაქტიკის დანერგვას ისახავს მიზნად. ინიციატივა “კოკა-კოლას” გლობალური სტრატეგიის გაგრძელებაა და ის ასევე ადგილობრივ გარემოსდაცვით პრიორიტეტებსაც პასუხობს.

ინიციატივის ფარგლებში კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ” სამუშაო შეხვედრა ე.წ. “ჰორეკა” ბიზნესის - სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების - წარმომადგენლებთან გამართა, რადგან ეს სექტორი ერთ-ერთია, რომელიც მინის ბოთლების ყველაზე დიდ რაოდენობას მოიხმარს.
პორეკა სექტორთან შეხვედრის მიზანი იმ სქემის გაცნობა იყო, სადაც კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” მინის ტარის სეპარირებული შეგროვებასა და მისი ტრანსპორტირების ხელშეწყობას გეგმავს. პროექტი გულისხმობს პარტნიორ ჰორეკას ობიექტებზე სპეციალური კონტეინერების განთავსებას, მინის ტარის შეგროვებასა და მათ რეგულარულად გატანას მისი რეციკლირების მიზნით. კომპანია “კოკა-კოლას” გამოცდილების გაზიარებითა და მისი ტექნიკური უზრუნველყოფით, ჰორეკა სექტორში შეგროვებული მინის ნარჩენის რეციკლირება ორგანიზებული და ხარჯ-ეფექტური გახდება.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ „ჰორეკა“ ობიექტებზე მინის ტარის სეპარირებული შეგროვებასა და ტრანსპორტირებას თვითონ განახორციელებს. რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო კომპანია საკუთარ თავზე იღებს პროცესის ორგანიზებას: ობიექტებზე სპეციალურ კონტეინერებს განათავსებს, შემდეგ კი სეპარირებულ მინის ტარის უსაფრთხო და სისტემურ გადაზიდვას გადამამუშავებელ კომპანიამდე თვითონვე უზრუნველყოფს. მინის მიტანას სათანადო ტრანსპორტირებას და საბოლოოდ გადამუშავებას - ნარჩენს რეალურად ამცირებს, ხოლო წარმოების გარემოსდაცვით სტანდარტებს მნიშვნელოვნად ზრდის. რაც გარემოს და საზოგადოებას სიკეთით უბრუნდება.
სხვა სიახლეები
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
21.08.2026.10:02
30 აგვისტოს, ნიუ-იორკში ქართული კულტურის, მუსიკის, ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალი ZEIMI გაიმართება. ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით ტარდება და სტუმრებს ქართული კულტურის ერთ სივრცეში გაცნობისა და გაზიარების შესაძლებლობას მისცემს. დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა.
ფესტივალზე დაგხვდებათ ქართული ღვინო და კერძები, მუსიკა, ქართული ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა, საბავშვო ზონა და განსაკუთრებული გარემო, რომელიც აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს საკუთარ ფესვებთან დააბრუნებს, უცხოელ სტუმრებს კი ქართულ კულტურას გააცნობს.
ფესტივალის სტუმრებს თიბისისგან არაერთი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ. აქტივობაში მონაწილეობისთვის წინასწარ გადმოწერეთ თიბისის მობაილბანკი და ეწვიეთ თიბისის სტენდს, სადაც საინტერესო გამოცდილება დაგხვდებათ.
ZEIMI-ის მთავარი იდეა ქართული დიასპორის გაერთიანებაა - ერთმანეთის გაცნობა, მხარდაჭერა და ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ქართველები საკუთარ კულტურას ერთად აღნიშნავენ. ფესტივალი ასევე მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის, ხელოვანებისთვის, მუსიკოსებისა და მცირე ბიზნესებისთვის, რათა საკუთარი საქმიანობა ამერიკელ და საერთაშორისო აუდიტორიას გააცნონ.
ფესტივალის ორგანიზატორების მიზანია, ZEIMI ნიუ-იორკში ქართული კულტურის, ღვინისა და გასტრონომიის ყოველწლიურ ტრადიციად იქცეს და საქართველოს საერთაშორისო კულტურულ პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.
ნიუ-იორკში 30 აგვისტო ეს არის დღე, რომელიც მეგობრებთან და ოჯახთან ერთად უნდა გაატაროთ ბრუკლინში სერფ ავენიუ #1904.