მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კომპანია „კოკა-კოლას ბოთლერს ჯორჯიას“ განცხადება

news image
mbc image

კოკა-კოლას საახალწლო ქარავანმა 19 დეკემბრიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით სიხარული, ბედნიერება, სადღესასწაულო და ახალი წლის განსაკუთრებული ხიბლი მოიტანა.

კომპანია „კოკა-კოლას ბოთლერს ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ამინდის მკვეთრად გაუარესების, დიდთოვლობისა და მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოკა-კოლას საახალწლო ქარავანმა დასავლეთ საქართველოში, დაგეგმილი მარშრუტის სრულად შესრულება ბოლო ორი დღის განმავლობაში ვერ შეძლო.

„მიუხედავად იმისა, რომ ემოციური შეხვედრა გვქონდა ქობულეთში, ზემოთ დასახელებული მიზეზების გამო,  უსაფრთხოების მიზნით  იძულებულნი გავხდით გადაადგილება შეგვეჩერებინა. ჩვენი დიდი სურვილის მიუხედავად, სამწუხაროდ ქარავანი გუშინ ბათუმში ვერ ჩავიდა. ასევე ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დღეს გაუქმდა  კოკა-კოლას ქარავანის ჩასვლა შიდა ქართლის რეგიონში  - ხაშურში, გორსა და სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც  ქარავანს უკვე წლებია ტრადიციულად ელოდებიან.

გულწრფელად გიხდით ბოდიშს ყველას, ვინც მოუთმენლად ელოდა კოკა-კოლას ქარავანს და იმ სიხარულს, რომელსაც ყოველწლიურად ერთად ვქმნით. ვაფასებთ თქვენს სიყვარულსა და თბილ მოლოდინს; გვესმის იმ უსიამოვნო განცდის, რაც ამ ცვლილებამ შეიძლება გამოიწვია.

 შევხვდებით მომავალ წელს. ისევ მოვივლით მთელ საქართველოს, კიდევ უფრო დიდი სიხარულით, მეტი სიურპრიზითა და განსაკუთრებული საახალწლო განწყობით. ჯადოსნური ტრადიცია აუცილებლად გაგრძელდება  -  ახალ წელს კვლავ კოკა-კოლას საახალწლო ქარავანი მოიყვანს“, - აცხადებენ კომპანიაში. 

კოკა-კოლა გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა