მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

კომპანია მზადაა, განაახლოს კომპენსაციების გაცემა, თუ აქციის მონაწილეები მაღაროების პიკეტირებას შეწყვეტენ -„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია“

news image

მოუწოდებთ მოლაპარაკებისკენ იმ რადიკალურ ჯგუფს, ვისაც შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროები უკვე ექვსი თვეა გადაკეტილი აქვთ, - ამის შესახებ  Business Insider Georgia-ს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიაში“ განუცხადეს. 

“ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია“ მოუწოდებს მოლაპარაკებისკენ იმ რადიკალურ ჯგუფს, ვისაც შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროები უკვე ექვსი თვეა გადაკეტილი აქვთ და პროტესტის რადიკალურ ფორმაც მიმართეს. კომპანიის მხრიდან, პროტესტის დაწყების დღიდან არაერთი მცდელობისა, მოლაპარაკებების გზით გაერკვია რა მოთხოვნები აქვთ პროტესტის მონაწილეებს, არც ერთმა მათგანმა არ ისურვა, შესაბამისად გაუგებარი რჩება კომპანიისთვის მათი მოთხოვნა და პროტესტის რადიკალური ფორმის მიზეზი“, - აცხადებენ კომპანიაში.

როგორც „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიაში“  აცხადებენ, რადიკალური ჯგუფის მხრიდან საჯაროდ გაკეთებული განცხადებებით კი ირკვევა, რომ ისინი ითხოვენ კომპენსაციებს. თუმცა დღეს ვინც შუქრუთში რადიკალურ ჯგუფს უდგას სათავეში, 2021 წლის პროტესტის ორგანიზატორებიც იყვნენ და მათსა და კომპანიას შორის გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულებების საფუძველზე კომპენსაციები სრულად აქვთ აღებული.

„აქვე განვმარტავთ, რომ აქციის მონაწილეთა რამდენიმეს და შუქრუთის მოსახლეობის ნაწილს არ აქვს კომპენსაცია აღებული, იმ მიზეზით, რომ მათი რიგითობა ჯერ არ დამდგარა. 2020 წელს კომპანიამ ადგილობრივების თხოვნით კომპენსაციების გაცემაზე მემორანდუმი გააფორმა და დღემდე 12 მილიონ ლარზე მეტი აქვს კომპენსაციის სახით გაცემული. მას შემდეგ, რაც რადიკალურ ჯგუფს ორი მაღარო გადაკეტილი აქვს და იქ თანამშრომლებს მუშაობის უფლებას არ აძლევენ, კომპანიამ კომპენსაციების გაცემა შეაჩერა. კომპანია მზად არის, განაახლოს კომპენსაციების გაცემა, თუკი რადიკალური ჯგუფი კომპანიასთან მოლაპარაკების ფორმატს აირჩევს და მაღაროს პიკეტირებას შეწყვეტს“, - აცახდებენ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიაში“.

სოფელ შუქრუთში, პროტესტის 173-ე დღეს, მოქალაქეებმა პირი ამოიკერეს და შიმშილობა დაიწყეს. მოსახლეობა კომპანია GM-ისგან დანგრეული სახლებისა და განადგურებული გარემოსთვის სამართლიან კომპენსაციას მოითხოვს.

news banner news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბიზნესმენ ბექა გონაშვილის განცხადებით, ქართულ პროდუქტს ქართულ ბაზარზე მყარად დამკვიდრებაში ხელს ფერმერების ცოდნის ნაკლებობა უშლის

25.04.2026.22:39

ფერმერი და ბიზნესმენი ბექა გონაშვილი მიიჩნევს, რომ ქართულ პროდუქტს ქართულ ბაზარზე მყარად დამკვიდრებაში ხელს ფერმერების ცოდნა უშლის.

“ქვეყანაში იმპორტით შემოგვყავს მაღალპროდუქტიული ძროხა, დედალ ხბოს მერძეული ფერმების უმეტესობა თვითონ ვერ ზრდის. ერთი ძროხა დღეს დაახლოებით 11 000 ლარი ჯდება. ერთ ძროხას შეუძლია წელიწადში 4 000 ლარის მოგება მოუტანოს ფერმერს. ანუ გამოდის 3 წელი უნდა წველოს, რომ თვითღირებულება ამოიღოს, მაშინ როდესაც ის ძროხა თვითონ რომ გაზარდონ, მაქსიმუმ 3 500 ლარი ექნებათ თვითღირებულება. ამას თუ არ ვისწავლით, მეცხოველეობას ვერ განვავითარებთ. იგივეა მებაღეობაში, მემცენარეობაში. ნელ-ნელა ვისწავლეთ უკვე კახეთში ხორბლის მოყვანა, მაგრამ ამას წლები დასჭირდა. აქაც ზოგიერთმა კარგმა პროექტმა იმუშავა ”, - განაცხადა გონაშვილმა.

გონაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყანას მეცხოველეობაშიც და ხორცის წარმოებაშიც ბევრი რამის “გადატეხვა” შეუძლია.

“ყოველ ორ კვირაში ფასი იმატებს და „ვაიმე რატომ იმატებს“? მოიმატებს, ფიზიკურად ცხოველი აღარ არის ქვეყანაში, რომელსაც ხორცად აქცევ. ამ დროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ევროპაში ცოცხალი წონის ფასი 7 ევროზე არის ასული, მთელს მსოფლიოში ცხოველის დეფიციტია, ამას FAO (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) ამბობდა 10 წლის წინ”, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

ფერმერი გამოსავალს ქვეყანაში ცოდნის შემოტანაში ხედავს.

“შენ თუ გინდა შენი წარმოება გაზარდო, ცოდნა უნდა შემოიტანო ქვეყანაში. ცოდნა რომ შემოვიტანოთ ბიზნესი უნდა გამსხვილდეს, სამინისტროს როლს ვხედავ როგორც ფასილიტატორის”, - აღნიშნა ბექა გონაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა