კომპანია პროსერვისმა ISO 27001 და IS0 27017 სერტიფიკატები მიიღო - ხარისხისა და სანდოობის ახალი სტანდარტი მომხარებლისთვის
გასულ წელს კომპანია ,,პროსერვისმა’’ წარმატებით გაიარა საერთაშორისო აუდიტი და მოიპოვა ISO 27001 და ISO 27017 სერტიფიკატები, რაც ადასტურებს, რომ კომპანია აკმაყოფილებს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და ქლაუდ სერვისების დაცვის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.
ISO 27001 სერტიფიკატი უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის სრულყოფილ მუშაობას, ხოლო ISO 27017 განსაზღვრავს დამატებით კონტროლებს ქლაუდ გარემოში მონაცემთა დაცვისთვის. მომხმარებლისთვის ეს ნიშნავს, რომ მისი ინფორმაცია დაცულია თანამედროვე კიბერუსაფრთხოების მექანიზმებით, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო მომსახურეობა არის სანდო და უსაფრთხო.
სერტიფიკაციის ფარგლებში ,,პროსერვისმა’’ გაამკაცრა უსაფრთხოების პოლიტიკა, დანერგა საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული კონტროლები და უზრუნველყო მონაცემთა დაცვის უწყვეტი მონიტორინგი. შედეგად გამოვლინდა, რომ მომხმარებელი იღებს არა მხოლოდ ეფექტურ, არამედ უსაფრთხო და სტაბილურ სერვისს, განსაკუთრებით ციფრულ და ქლაუდ ინფრასტრუქტურაში.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ეს მიღწევა არის გუნდის ერთობლივი შრომის შედეგი და კიდევ მეტად გაზრდის მომხმარებელთა ნდობას.
,,ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ სრულიად ენდონ ჩვენს სერვისებს, რადგან უსაფრთხოება ჩვენი ერთ - ერთი მთავარი პრიორიტეტია ‘’ - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი.
კომპანია პროსერვისი მომავალშიც გააგრძელებს უსაფრთხოების სტანდარტების განვითარებას და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას, რათა მომხმარებელს შესთავაზოს დაცული, საიმედო და თანამედროვე სერვისები.
კომპანიის შესახებ : „პროსერვისი“ არის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც 25-წელზე მეტია მოღვაწეობს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ სერვისებს: ჰოსტინგი, ქლაუდ ინფრასტრუქტურა, ვებ-დეველოპმენტი და IT აუტსორსინგი.
კომპანიის ძირითადი ბირთვი მაღალკვალიფიციურ პროფესინალთა გუნდია, რომელიც სრულად სერთიფიცირებულია თავის მომხმარებლებს მხოლოდ მაღალ ტექნოლოგიურ და ადმინისტრაციულ ბაზაზე დაფუძნებულ ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს.
კომპანიის მიზანია, მზარდ ბიზნეს გარემოშიც კი მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მომხმარებლის ინტერესები. შექმნას ბაზრისთვის და მომხმარებლებისთვის ისეთი პირობები, რაც ხელს შეუწყობს მთლიანად ინტერნეტ სფეროს განვითარებას.
საკონტაქტო ინფორმაცია :
contact@proservice.ge
სხვა სიახლეები
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
10.08.2026.12:48
თიბისის მობაილბანკი მუდმივად ვითარდება, რომ ყოველდღიური საბანკო მომსახურება კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული გახდეს. ამჯერად, მობაილბანკს სამი ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომლებიც საერთაშორისო გადარიცხვებს, სესხის გაფორმებასა და სამოგზაურო ბარათის შეკვეთას კიდევ უფრო გაგიმარტივებს.
თუ აქამდე მობაილბანკიდან სხვა ქართულ ბანკში თანხის გადარიცხვა მხოლოდ ლარში იყო შესაძლებელი, ახლა უკვე უცხოურ ვალუტაშიც შეძლებ თანხის გადარიცხვას SWIFT კოდის გამოყენებით.
ეს ფუნქციონალი განსაკუთრებით გამოგადგება, თუ საზღვარგარეთ სწავლობ ან მოგზაურობ, გიწევს სწავლის, საცხოვრებლის ან სხვა ხარჯების დაფარვა, ან ხშირად ახორციელებ საერთაშორისო გადარიცხვებს. სიახლე ასევე კომფორტულია საქართველოში მცხოვრები სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მსგავსი ოპერაციების შესრულება რეგულარულად უწევთ.
გარდა ამისა, გადარიცხვისას თავად გადაწყვეტ, ვინ გადაიხდის საბანკო საკომისიოს - შენ თუ მიმღები. თუ საკომისიოს შენ დაფარავ, მიმღებს სრულად ჩაერიცხება გაგზავნილი თანხა, ხოლო თუ საკომისიოს მიმღები გადაიხდის, თანხა საკომისიოს გამოკლებით ჩაერიცხება.
აქამდე უცხოურ ვალუტაში მსგავსი გადარიცხვის განხორციელება მხოლოდ ფილიალში ან პირადი ბანკირის დახმარებით იყო შესაძლებელი, ახლა ყველაფერს მობაილბანკიდან, რამდენიმე წუთში შეძლებ.
კიდევ უფრო მარტივი გახდა სწრაფი სამომხმარებლო სესხის გაფორმება. ხელშეკრულების დადასტურებას უკვე შეძლებ არა მხოლოდ ერთჯერადი კოდით, არამედ Face ID-ის ან თითის ანაბეჭდის გამოყენებითაც.
ბიომეტრიული ავთენტიფიკაცია საშუალებას გაძლევს:
• ხელშეკრულება დაადასტურო კოდის შეყვანის გარეშე;
• ისარგებლო უსაფრთხოების დამატებითი დონით;
• პროცესი უფრო სწრაფად და კომფორტულად დაასრულო;
• სესხის გაფორმება რამდენიმე წამში დაასრულო.
თუ Concept 360-ის ნაკრების გამომწერი ხარ და არასდროს გქონია Travel Card-ი, სამოგზაურო ბარათის შეკვეთას უკვე პირდაპირ აპლიკაციიდან შეძლებ.
შეთავაზებას პროდუქტების აქტივაციის გვერდზე, ბარათებისა და ანგარიშების ჩანართში ნახავ. ბარათის შესაკვეთად ფილიალში მისვლა ან ბანკირთან დაკავშირება აღარ დაგჭირდება - განაცხადს დისტანციურად შეავსებ; ბარათს კი, სასურველ მისამართზე საფოსტო მომსახურებით მიიღებ და მის ყველა ბენეფიტსაც მარტივად გამოიყენებ.
მობაილბანკს მუდმივად ემატება ფუნქციონალები, რომლებიც შენს ყოველდღიურობას ამარტივებს. ფინანსების მართვა, საბანკო პროდუქტებით სარგებლობა თუ ახალი სერვისების მიღება - ყველაფერი ერთ სივრცეში გხვდება, სწრაფად, უსაფრთხოდ და მაშინ, როცა გჭირდება - TBC Internet Banking.