მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კომპანია სავანელმა გორში ხეხილის ბაღები გააშენა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

news image
mbc image

საქართველოს ბანკი აგრო ბიზნესის მხარდაჭერას და რეგიონების გაძლიერებას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, შპს „სავანელმა“  გორში ვაშლისა და მსხლის ბაღები გააშენა.

პროექტის ჯამური ღირებულება 40 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 30 მილიონ ლარს შეადგენს.  

აღნიშნული პროექტის ფარგლებში გორში, 110 ჰექტარ ტერიტორიაზე ვაშლის და მსხლის ბაღები გაშენდა.  ამჟამად, კომპანიას 2,000 ტონა ვაშლი მოჰყავს, შემდეგ წლებში კი  ვაშლისა და მსხლის მოსავალი ეტაპობრივად 6,000 დან 7,000 ტონამდე გაიზრდება.  

„სავანელის ჯგუფი 21 კომპანიას აერთიანებს. ჯგუფი მიზნად ისახავს გორში ვაშლისა და მსხლის ბაღების გაშენებას.  2020 წელს სოფელ ძევერაში 25 ჰექტარზე ვაშლის ინტენსიური ბაღების სრული რეაბილიტაცია ჩავატარეთ. 2023 და 2024 წლებში  კი სოფელ ტინის ხიდში, ძევერასა და კარალეთში 45  ჰექტარზე  180,000 ვაშლის,ხოლო 40 ჰექტარზე 200,000 ცალი მსხლის იტალიური ჯიშის ნერგები გავაშენეთ. ჩვენი ხილი საზღვარგარეთ ექსპორტზე გადის, სამომავლოდ კი უფრო დიდი რაოდენობით ვაპირებთ გატანას. ამჟამად კომპანიის მფლობელობაშია 5 შემნახველი მაცივარი. ამ ეტაპზე სოფელ მარანაში დამატებით 43 ჰექტარი ვაშლის ინტენსიური ბაღების გაშენების პროცესი მიმდინარეობს. ასევე ვაპირებთ მაცივრების, ვაშლისა და მსხლის ყუთების, წვენისა და კონცენტრატის გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობას. მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებისთვის ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ბანკთან უკვე ორ წლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს - არაერთი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად და მჯერა, რომ სამომავლოდაც ბევრ საინტერესო და რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტს დავგეგმავთ და წარმატებით შევასრულებთ.“ - განაცხადა შპს სავანელის დამფუძნებელმა, ვლადიმერ სავანელმა.

„საქართველოს ბანკისთვის აგრო სექტორის მხარდაჭერა და რეგიონებში ბიზნესების განვითარება უცვლელი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რათა მსგავსი მასშტაბური პროექტები განხორციელდეს და რეგიონები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდნენ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროექტი რეგიონში ახალ სამუშაო ადგილებს გააჩენს და ინდუსტრიას მნიშვნელოვნად განავითარებს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა. 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა