კომპანია Shine Energy-მ 600 kW სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტი განახორციელა
კომპანიამ Shine Energy • შაინ ენერჯი “BAG“-ისთვის 600 kW (DC) სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტი განახორციელა. აღნიშნული სადგურის წლიური საპროგნოზო გენერაცია კი 850 000 - 900 000 kWh იქება.
რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს:
მოდული: ASTRONERGY
ინვერტერი: HUAWEI
კონსტრუქცია: ISOTEC (Galvanized Steel).
Shine Energy-ს გამოცდილი გუნდით დაკომპლექტებული, მზის ელექტროსადგურების საპროექტო და სამშენებლო კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს ქსელზე მიერთებულ, ქსელისგან დამოუკიდებელ და ჰიბრიდული სისტემების მშენებლობას.
კომპანია ეწევა შემდეგი სახის სამუშაოებს: მზის ელექტროსადგურის პროექტირება, მზის ელექტროსადგურის მშენებლობა, ცალკეული კომპონენტების შესყიდვა (მზის მოდული, ინვერტერი), ტექნიკური დახმარება, ელექტროსადგურის მუდმივი მონიტორინგი და სხვა.
უსაფრთხო, სუფთა და ამოუწურავი ენერგიის ათვისებასთან ერთად, Shine Energy-ს მთავარი მისიაა სოციალური, ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.