კომპანია Step Energy მომხმარებელს განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელების სრულ ციკლს სთავაზობს
კომპანია Step Energy გარდა იმისა, რომ ბაზარს განახლებადი ენერგიის მიმართულებით სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს, თავადაც არის ინვესტორი და როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის პარტნიორმა მარკ სანდლერმა განაცხადა, კომპანია მზის ელექტროსადგურების გარდა, ქარის სადგურების განვითარებასაც გეგმავს.
“ზოგადად, სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება, უკვე 85 მგვტ-მდე მზის ელექტროსადგურებია დამონტაჟებული საყოფაცხოვრებო და კომერციულ ობიექტებზე. ჩვენი კომპანია თანდათან ამატებს ახალ სერვისებს და ვითარდება. ჩვენ საქართველოში Sungrow-ს ინვერტორების დისტრიბუტორები და სერვისის მიმწოდებლები ვართ. Sungrow მზის ინვერტორების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა მსოფლიოში“, - აღნიშნა მარკ სანდლერმა.
2020 წლიდან მოყოლებული, Step Energy ქართულ და საერთაშორისო ბაზარს სთავაზობს მზის და ქარის ელექტროსადგურების განვითარებას, ელექტრო პარკინგის მოწყობას და ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებებში დახმარებას.
„განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების განვითარების ხანგრძლივი გამოცდილება და ღრმა ცოდნა გვაქვს პროექტების წარმოების მთელ ციკლში. როგორც EPC (Engineering, Procurement, Construction/პროექტირება, შესყიდვა, მშენებლობა) კომპანია, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები პროექტის განვითარების მთელ გზაზე, დაპროექტებიდან აღსრულებამდე.
აუცილებელია გადავდგათ ნაბიჯი მწვანე მომავლისკენ, შევქმნათ მეტი სუფთა და განახლებადი ენერგიის წყარო ჩვენი უკეთესი მომავლისთვის. ამიტომ გვჯერა, რომ ჩვენი განხორციელებული თითოეული პროექტი ხელს უწყობს საქართველოს და მსოფლიოს მდგრად ენერგო და ეკონომიკურ განვითარებას.
ჩვენ ვქმნით განახლებად ენერგიას, ჩვენ ვქმნით მომავალს“, - აღნიშნულია კომპანიის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.