კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით ვერავამ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორგაში სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის„გოლდენ ფარმს“ ლურჯი მოცვის ბაღი და სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს.
2020 წელს, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ 16 ჰექტარზე მოცვის თანამედროვე ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისათვის პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 250,000 ლარის ოდენობით თანადაფინანსება მიიღო, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მიღებულმა აგროსესხმა 850,000 ლარი შეადგინა. კომპანიამ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილისამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად 3.5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი 500,000 ლარია და 1,2 მლნ ლარი - შეღავათიანიაგროკრედიტი. სამაცივრე მეურნეობას 250 ტონა ლურჯი მოცვის შენახვის შესაძლებლობა აქვს. კომპანიაში 10 ადგილობრივია დასაქმებული.
„სახელმწიფო ეხმარება ლურჯი მოცვის სექტორის განვითარებას როგორც პირველადი წარმოების, ასევე შენახვა-რეალიზაციის მიმართულებებით. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ლურჯი მოცვის ბაღები საქართველოში გაშენდა 2,500 ჰექტარზე, აქედან, 1500 ჰა სამეგრელოს რეგიონში, სადაც სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებამ 27 მლნ ლარი შეადგინა“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა
კომპანიის „გოლდენ ფარმს“ დირექტორის დავით ლაბარტყავას განცხადებით, ბაღი სრულ მსხმოიარობაში 2 წელიწადში შევა; მიმდინარე წელს, კომპანიამ 30 ტონამდე ლურჯი მოცვის ექსპორტის გალფის ქვეყნებში, ჩინეთში, გერმანიასა და პოლონეთში განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, ლურჯი მოცვის გაშენების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 127,9 მლნ ლარს აღემატება, სადაც სესხის პროცენტის სუბსიდირებას სოფლის განვითარების სააგენტო 16,6 მლნ ლარის ოდენობით ახორციელებს. მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში ლურჯი მოცვის გაშენების მიზნობრიობით გაცემულია 69 მლნ ლარზე მეტი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 9,8 მლნ ლარს აღემატება.
სხვა სიახლეები
მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის
28.11.2026.14:01
თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.
30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.
30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით
30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.
შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.
ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.
ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.
30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.
30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.
დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.
Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.
აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.