კომპანიები სტაბილურად გრძნობენ თავს, იმიტომ, რომ მათ იციან სებ-ის რეზერვი არსებობს და გარკვეული შოკები, თუ რაიმე წარმოიქმნება ჩვენს გარშემო, ეს რეზერვები საშუალებას მოგვცემს, რომ ძალიან მშვიდობიანად გავიაროთ ნებისმიერი მსგავს შოკთან დაკავშირებული პრობლემები | ლევან ვეფხვაძე
კომპანიები სტაბილურად გრძნობენ თავს, იმიტომ, რომ მათ იციან სებ-ის რეზერვი არსებობს და გარკვეული შოკები, თუ რაიმე წარმოიქმნება ჩვენს გარშემო, ეს რეზერვები საშუალებას მოგვცემს, რომ ძალიან მშვიდობიანად გავიაროთ ნებისმიერი მსგავს შოკთან დაკავშირებული პრობლემები, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
„თუ ფინანსური ვალდებულებები დოლარში აქვს და, მეორეს მხრივ, გაყიდვები ლარშია, იქ კურსის გაუარესება, ხვდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს კომპანიას და კომპანიებისთვის ეს არის ერთ-ერთი მათგან დამოუკიდებელი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის ხოლმე მათ გრძელვადიან ოპერირებას და განჭვრეტას მათი ბიზნესოპერაციების.
მეორეს მხრივ, ახლა ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, თუკი ლარი ზედმეტად გამყარდება, დავუშვათ, დოლართან ერთი-ერთზე დადგება, ეროვნულ ბანკს აკრიტიკებდნენ ამას წინათ, მოვისმინე, რატომ მივცეთ საშუალება და ლარი გახდეს ერთი-ერთზე, მაგრამ ეროვნული ბანკის პოლიტიკა იცავს, მე ვფიქრობ, რომ იმ ბალანსს, რომ ექსპორტი არ დავაზარალოთ.
ახლა თქვენ რომ ნახოთ, ის 17%, რომელიც ჩვენთან არის, რომელიც გაცვლით კურსზე წუხს, ის იმ კომპანიების წუხილი კი არ არის, რომლებიც გაუფასურებაზე წუხან, არამედ იმ ექსპორტიორი კომპანიების წუხილია, რომ ლარი, მათი აზრით, შეიძლება ზედმეტადაც კი გამყარდეს. ეს ნიშნავს ან შემოსავლების შემცირებას, თუ იქ დოლარში ფასი არ შეეცვალა, ან მათი პროდუქციის ფასის ზრდას დოლარში და ეს მათ კონკურენტუნარიანობას ურტყამს და ეს პირდაპირ აისახება იმაზე, რასაც ბრძანებ, გაყიდვების შემცირებაზე. ამიტომ აქ რაღაც ბალანსი აუცილებელია დავიცვათ, რასაც ეროვნული ბანკი, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ გონივრულად და ზომიერად ახორციელებს.
საინვესტიციოდ კომპანიები სტაბილურად გრძნობენ თავს, იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ამხელა რეზერვი არსებობს და გარკვეული შოკები, თუ რაიმე წარმოიქმნება ჩვენს გარშემო, ეს რეზერვები საშუალებას მოგვცემს, რომ ძალიან მშვიდობიანად გავიაროთ ნებისმიერი მსგავს შოკთან დაკავშირებული პრობლემები“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
სხვა სიახლეები
ნახე სად შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით
16.10.2026.10:47
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და განვითარებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, 100%-იანი დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას ქმნის.
ამ მიზნით, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა პროგრამები, რომლებიც მონაწილეებს სწავლის საფასურის სრულად დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
საქართველოს ბანკის სტიპენდიები ადგილობრივ უნივერსიტეტებში
საქართველოს ბანკი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 23 პარტნიორ უნივერსიტეტში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და განაცხადის პირობების გასაცნობად ეწვიეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიების გვერდს.
გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვის
საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ავტორის, გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია არქიტექტურისა და მასთან დაკავშირებული სფეროების სტუდენტებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღება შეუძლიათ.
პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
AI სტიპენდია გოგოებისთვის
ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, საქართველოს ბანკმა პარტნიორ ორგანიზაციებთან და აკადემიებთან ერთად გოგოებისთვის სპეციალური AI სტიპენდია შექმნა. პროგრამა მონაწილეებს მომავლის ტექნოლოგიების შესწავლას და ახალი პროფესიული შესაძლებლობების შექმნას სთავაზობს. პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო, დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
სტიპენდია პროფესიულ აკადემიებში - ახალი უნარებისა და შესაძლებლობებისთვის
იმ ადამიანებისთვის კი, რომლებსაც პროფესიის შეცვლა, ახალი უნარების შეძენა ან კვალიფიკაციის ამაღლება სურთ, საქართველოს ბანკი პროფესიული განათლების სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს ახორციელებს და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, სრული დაფინანსებით შეისწავლონ ახალი პროფესიები 20-მდე პარტნიორ აკადემიაში. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია მალე დაიწყება. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროგრამის გვერდს.
საქართველოს ბანკის სტიპენდია მოსწავლეებისთვის პროფესიულ აკადემიებში - შეისწავლეთ თქვენთვის საინტერესო მიმართულება სრული დაფინანსებით
პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკი სკოლის მოსწავლეებსაც აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიებსა და ახალ უნარებს. ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი კურსი ბანკის პარტნიორ აკადემიებში და მიიღონ სწავლის საფასურის 100%-იანი დაფინანსება. მიმართულებები მოიცავს ვებპროგრამირებას, გრაფიკულ და UI/UX დიზაინს, IT პროექტების მართვას, პროგრამირების საფუძვლებს, ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა საინტერესო სფეროებს. დეტალური ინფორმაციისა და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ვებგვერდს.
TUMO ქუთაისი - ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისში TUMO-ს ცენტრი გაიხსნა, რომელიც 12-18 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ცოდნა ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიის მიმართულებით, 11 კურსიდან ერთ-ერთზე. ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, დაეუფლონ პროგრამირებას, რობოტიკას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას და სხვა. TUMO ქუთაისში უკვე 600-მა ახალგაზრდამ დაიწყო სწავლა.
თბილისის წიგნის დღეები - ცოდნა წიგნებიდან იწყება
განათლება მხოლოდ ფორმალურ სწავლებას არ გულისხმობს. ახალი იდეების აღმოჩენა, განსხვავებული პერსპექტივების გაცნობა და ახალი სამყაროების აღმოჩენა წიგნებითაც შეიძლება.
სწორედ ამიტომ, 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Expo Georgia-ში თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. ღონისძიება მკითხველებს წიგნებისა და ახალი იდეების გარშემო გაერთიანების შესაძლებლობას აძლევს.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ თბილისის წიგნის დღეების გვერდს.
ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. დამატებითი ინფორმაციისა და სხვა შესაძლებლობების აღმოსაჩენად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge.