მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კომპანიის გაყიდვები გაორმაგდა, ორთვლიან ტრანსპორტზე მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი - „სკუტ სკუტი“

news image
mbc image

2024 წელი გაყიდვების თვალსაზრისით საუკეთესო იყო ჩვენი კომპანიისთვის, წინა წელთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ არის გაზრდილი გაყიდვები, -ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „სკუტ სკუტის“ მარკეტინგის მენეჯერმა მარიამ შალიკიანმა განუცხადა. 

მისი ინფორმაციით, საგრძნობლად გაზრდილია მოთხოვნა ორთვლიან ტრანსპორტზე და ეს ყველაფერი „სკუტ სკუტის“ გაყიდვებსაც დაეტყო. 

„სკუტ სკუტი“ მომხმარებლებს , ყველა წამყვანი ორთვლიანი ტრანსპორტის მწარმოებელი ბრენდის მოდელს სთავაზობს. „სკუტერებში გვაქვს: Honda, Yamaha, Vespa, Aprilia, Suzuki, Hero, ასევე გვყავს ელექტრო სკუტერები და ქიქ სკუტერები: Niu, Unu, Segway, Lenovo, Xiaomi, მოტოციკლები: Honda, Yamaha, BMW, Royal Enfield, Hero და ასევე Hero Lectro-ს ელექტრო ველოსიპედები. ტრანსპორტის უმრავლესობის იმპორტი ხდება ზემოთ ნახსენები ბრენდების ოფიციალური ქარხნებიდან, რომლებიც ინდოეთში მდებარეობს“, - აცხადებს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი. 

კომპანიის ბოლო მონაცემებით მოთხოვნა საკურიერო და ქომუთერების პროდუქტებზე თითქმის თანაბარია. საკურიერო პროდუქტებიდან ყველაზე მოთხოვნადი სკუტერებია Honda Dio და Yamaha Ray ZR, ქომუთერების არჩევანი კი უმეტესად Vespa, Aprilia-ს სკუტერები და Yamaha Aerox-ია, მოტოებში დამწყებებისთვის ტოპ გაყიდვადი მოტოა Yamaha FZ & FZS. 

„სკუტ სკუტის“ მარკეტინგის მენეჯერი კომპანიის წარმატების ერთ-ერთ მიზეზად კომპეტენტურ კადრებს ასახელებს: „კონკურენტული უპირატესობების ძალიან დიდი სიიდან რამდენიმეს გამოვარჩევდი: ყველაზე მეგობრული და კომპეტენტური თანამშრომლები, ლოიალურობის ბარათი Scoot Card-ი, გარანტია აბსოლუტურად ყველა ტრანსპორტზე და ჩვენი საკუთარი სერვის ცენტრი, კონკურენტული ფასები და ბრენდების დიდი არჩევანი. გვაქვს საკუთარი სერვისი, სადაც, როგორც ჩვენთან შეძენილ სკუტერებსა და მოტოებს, ასევე ნებისმიერი ბრენდისა და კუბატურის ტრანსპოსტის მფლობელებს ვთავაზობთ თბილისში საუკეთესო სერვისს, ნაწილების ყველაზე დიდ არჩევანს და ექსპერტ ხელოსნებს“. როგორც კომპანიაში აცხადებენ, „სკუტ სკუტში“ ორთვლიანი ტრანსპორტის არჩევა ნებისმიერი ფასის კატეგორიაშია შესაძლებელი. ფასები დაახლოებით 4000-დან 20,000 ლარამდე მერყეობს. 

„სკუტ სკუტი“ ადგილობრივ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. საქმიანობა სკუტერების გაქირავებით დაიწყეს, ხოლო მოგვიანებით გაყიდვებიც დაიწყეს. „სკუტ სკუტის“ ყველა პროდუქტის, როგორც ტრანსპორტის ასევე აქსესუარებისა და ეკიპირების დათვალიერება და შეძენა შესაძლებელია როგორც შოურუმში (თბილისი - გ.ჩუბინაშვილის 63, ბათუმი - ლერმონტოვის 101ა) ასევე ონლაინ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა