მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
-0.0006
flag
AZN 1.5283
-0.0001
flag
CNY 38.909
0.0002
flag
EUR 2.9163
0.0036
flag
GBP 3.4784
0.0124
flag
KZT 58.09
0.0038
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5976
-0.0002
news banner

კომპანიის ინტერნაციონალიზაციისა და საექსპორტო არეალის ზრდისთვის გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - რატი ღოლიჯაშვილი

news image
mbc image

კომპანიის ინტერნაციონალიზაციისა და საექსპორტო არეალის ზრდისთვის გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - ამის შესახებ, „ბიოქიმფარმის“ გენერალურმა მენეჯერმა, რატი ღოლიჯაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მე ვახსენე წინასწარი შეხვედრები მსგავს ღონისძიებებზე და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ მსგავსი ინსტრუმენტები, გამოფენები, რომლებიც ასევე სხვადასხვა ინსტრუმენტებით მხარდაჭერილია, იგივე „აწარმოე საქართველოს“ ნაწილში, Trade with Georgia-ს ნაწილში, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ კარგად გავაანალიზეთ, რამდენად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია კომპანიის ინტერნაციონალიზაციის და საექსპორტო არეალის ზრდის თვალსაზრისით და აუცილებლად ჩვენ მომავალშიც მივიღებთ ამ ყველაფერში მონაწილეობას.

თუმცა ბევრი მოსამზადებელი სამუშაო არის ამ ყველაფრისთვის. იმისთვის, რომ შედეგი მიგვეღო, ამ ყველაფრისთვის მნიშვნელოვანი იყო წინასწარი მომზადება და კონტექსტი. კონტექსტში ვგულისხმობ, მაგალითად, საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი ინტერესი, ერთის მხრივ, ფაგები ძალიან საინტერესო არის და უნიკალური ტექნოლოგიაა და ალტერნატივა ანტიბიოტიკების, თუმცა, თუ ის არ იქნება, მაგალითად, საერთაშორისო სტანდარტით, GMP სტანდარტით ნაწარმოები, ისეთი ინტერესი შეიძლება იყოს, მაგრამ შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყნებში გავყიდოთ, არ გვექნებოდა.

შესაბამისად, ჩვენ მომზადებულები შევხვდით და ამ შემთხვევაში შედეგის მაქსიმალიზაცია მოვახერხეთ. მეტი ინტერესი გამოხატეს ჩვენმა პოტენციურმა პარტნიორებმა და შესაძლებლობა, რომ ჩვენ ქართული უნიკალური ფაგები დავარეგისტრიროთ, მოვიპოვოთ ავტორიზაცია პოტენციურ საექსპორტო ქვეყნებში, არის ძალიან მაღალი. ამის შესაძლებლობა და, შესაბამისად, უკვე ვაგრძელებთ რამდენიმე, არამხოლოდ რამდენიმე, ათამდე პოტენციურ პარტნიორთან კომუნიკაციას ამ საკითხთან მიმართებაში“, - აცხადებს რატი ღოლიჯაშვილი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით

22.10.2026.10:38

თიბისი ბიზნესი მეწარმეებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს და შესაძლებლობას აძლევს, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთონ და 20 000 ₾-დან 70 000 ₾-მდე სესხი სრული სუბსიდირებით, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით მიიღონ.

მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც საკუთარი საქმიანობის წამოწყებას ან უკვე არსებულის გაფართოებას და განვითარებას გეგმავს. პროგრამაში მონაწილეობისას, ქონების უზრუნველყოფა საჭირო არ არის. სესხის ძირი თანხის 80%-ს სახელმწიფო გარანტია უზრუნველყოფს.

იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სესხს თიბისიში აიღებს, 6 თვის განმავლობაში, დამატებითი უპირატესობებით შეძლებს სარგებლობას:

• უფასო ბიზნესნაკრები;

• თიბისის ტერმინალით სარგებლობისას, 0%-იანი საკომისიო გადასახადი

ამასთანავე, პროგრამაში მონაწილეობისას, მეწარმეები, თიბისი ბიზნესის გუნდის მხარდაჭერით, შეძლებენ, სწორად დაგეგმონ და მართონ დაფინანსების მიღების მთლიანი პროცესი - წინასწარი კონსულტაციით გაიგონ, აკმაყოფილებენ თუ არა პროგრამის პირობებს, განსაზღვრონ დაფინანსების ოპტიმალური მოცულობა, მოამზადონ საჭირო დოკუმენტაცია და სწრაფად და მარტივად მართონ დაფინანსების თითოეული ეტაპი.

პროგრამისა და მასში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა